პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ფეხ­ბურ­თის რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე გუნ­დის ყო­ფილ მწვრთნელს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელ­მა გუნ­დი და­ტო­ვა და ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა და­ი­წყო.

მათ ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე და­ი­ცავს. ად­ვო­კა­ტი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში არ აკონ­კრე­ტებს მწვრთნე­ლის ვი­ნა­ო­ბას, იგი უარს აცხა­დებს გუნ­დის სა­ხე­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზეც.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, მწვრთნე­ლის მხრი­დან მო­თა­მა­შე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბას პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

"ამას ჰქონ­და გან­გრძო­ბი­თი ხა­სი­ა­თი. მწვრთნე­ლი გო­გო­ნებს მი­მარ­თავ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტე­ბით, ხუმ­რო­ბე­ბით. სთხოვ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბის გა­კე­თე­ბას. იყო ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. მსხვერ­პლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბიც და სრულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ე­ბიც. სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლია სარ­ჩე­ლი და ვე­ლო­დე­ბით საქ­მის გან­ხილ­ვას" - ამ­ბობს ანა აბა­ში­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ქალ ფეხ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი Ambebi.ge-სთან ყვე­ბი­ან, რომ მათ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქვთ. მათი თქმით, მარ­თლაც იყო ერთ-ერთ გუნდში მწვრთნე­ლის მხრი­დან ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი. თუმ­ცა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან ისი­ნიც თავს იკა­ვე­ბენ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლოს თა­ვის მხრივ მწვრთნელ­მაც მი­მარ­თა. ერთ-ერთი გუნ­დის მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, გვიყ­ვე­ბა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს სხვა გუნდში უნ­დო­დათ გა­დას­ვლა, რა­საც კონ­ტრაქ­ტი უკ­რძა­ლავ­დათ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ასე­თი გზით ცდი­ლო­ბენ.

"ეს მწვრთნე­ლი პა­რა­ლე­ლუ­რად დი­რექ­ტო­რია ამ გუნ­დის და არა­ვის გა­და­უ­ყე­ნე­ბია. თა­ვად წა­ვი­და რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი. მათ უნ­დო­დათ სხვა გუნდში გა­დას­ვლა ხელ­ფა­სის გამო, რა­საც კონ­ტრაქ­ტი უკ­რძა­ლავ­დათ. სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბო­დათ რამე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი რომ არ მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ ურ­ჩია ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, თით­ქოს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ. ჩემ­მა კო­ლე­გა­მაც მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს და გა­ირ­კვე­ვა ვინ არის რე­ა­ლუ­რად მარ­თა­ლი" - ამ­ბობს მწვრთნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
22

აუუუ, ბაია! სადა ხარ, უშველე ამ ქალ ფეხბურთელებს, თორემ უშენოდ არაფერი გამოვააა!

ნუცა
17

ტაიმებს შორის შესვენების დროს საშხაპაში შედიოდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა.

ავტორი:

"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველოს ქალთა ფეხბურთის რამდენიმე მოთამაშე გუნდის ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და ყოფილი მწვრთნელის მიმართ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

მათ ინტერესებს სასამართლოში "პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე დაიცავს. ადვოკატი Ambebi.ge-სთან საუბარში არ აკონკრეტებს მწვრთნელის ვინაობას, იგი უარს აცხადებს გუნდის სახელის გასაჯაროებაზეც.

უფლებადამცველის თქმით, მწვრთნელის მხრიდან მოთამაშეებზე ძალადობას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.

"ამას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი. მწვრთნელი გოგონებს მიმართავდა სექსუალური შინაარსის ტექსტებით, ხუმრობებით. სთხოვდა სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას. იყო ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. მსხვერპლები არიან ბავშვებიც და სრულწლოვანი გოგოებიც. სასამართლოში წარდგენილია სარჩელი და ველოდებით საქმის განხილვას" - ამბობს ანა აბაშიძე.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები Ambebi.ge-სთან ყვებიან, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ. მათი თქმით, მართლაც იყო ერთ-ერთ გუნდში მწვრთნელის მხრიდან ფეხბურთელებზე სექსუალური შევიწროების ფაქტები. თუმცა მაიდენტიფიცირებელ დეტალებზე საუბრისგან ისინიც თავს იკავებენ.

ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს თავის მხრივ მწვრთნელმაც მიმართა. ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გვიყვება, რომ ფეხბურთელებს სხვა გუნდში უნდოდათ გადასვლა, რასაც კონტრაქტი უკრძალავდათ და მიზნის მიღწევას ასეთი გზით ცდილობენ.

"ეს მწვრთნელი პარალელურად დირექტორია ამ გუნდის და არავის გადაუყენებია. თავად წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი. მათ უნდოდათ სხვა გუნდში გადასვლა ხელფასის გამო, რასაც კონტრაქტი უკრძალავდათ. სანქციები დაეკისრებოდათ რამე გამამართლებელი რომ არ მოეფიქრებინათ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია ასე მოქცეულიყვნენ, თითქოს ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. ჩემმა კოლეგამაც მიმართა სასამართლოს და გაირკვევა ვინ არის რეალურად მართალი" - ამბობს მწვრთნელი.