პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა" - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ
"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა"  - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ კვი­ტაშ­ვილ­მა "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს" მის­ცა:

"იშ­ვი­ა­თად, რომ ფე­ის­ბუქ­ზე რამე დავ­წე­რო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და რომ გა­მო­სუ­ლი­ყო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ძა­ლას იკ­რებ­და და მი­ლი­ონ გეგ­მას ალა­გებ­და.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავ­და, მწერ­და, მი­სამ­ძიმ­რებ­და, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ეს მო­მენ­ტიც. ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ თა­რი­ღი ოპე­რა­ცი­ის და ექი­მიც. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და ამას მოყ­ვა გარ­თუ­ლე­ბა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში ჰქონ­და კენ­ჭი და უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. 40-წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დით. ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩემ­თვის ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნდა.

არ იყო ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, მე­გო­ნა უფრო მედგრად ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 2015 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ მშო­ბელს არ ირ­ჩევ. ეს იყო ჩემი რჩე­უ­ლი, რვა მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ამ არ­ჩე­ვანს რომ კარ­გავ ძა­ლი­ან მძი­მეა.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან ერთი თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და მას­თან ვი­ჯე­ქი და იქი­დან ვმუ­შა­ობ­დი ჩემი კომ­პი­უ­ტე­რით, პა­ლა­ტა­ში. არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და. სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და ამაღ­ლე­ბულ ხა­სი­ათ­ზე იყო, მოს­წონ­და ახა­ლი პა­ლა­ტა. მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი, რა­ღაც და­მა­ბა­რა და ვყი­დუ­ლობ­დი, ექიმ­მა რომ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ა­ზე შეგვყავ­სო, რად­გან ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

მა­საც ვე­სა­უბ­რე, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყო­ველ პა­რას­კევს რა­ღაც მსგავ­სი ხდე­ბო­და. ორი-სამი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ 10-12 სა­ა­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში დარ­ჩა და ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ახლა სა­ში­ნე­ლია, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. დი­ლას რომ იღ­ვი­ძებ და გგო­ნია, არა­რე­ა­ლო­ბაა და რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი. კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში 24 სა­ა­თი სულ ერ­თად ვი­ყა­ვი, არა­და მა­ნამ­დე ხში­რად მი­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა იზო­ლა­ცია, გვიკ­ვირ­და, სულ ერ­თად ვართ და რო­გორ არ ვჩხუ­ბობ­თო.

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ ამ სი­ლა­მა­ზის უკან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ი­ზარ­და, მამა არ ჰყავ­და. მა­მა­მი­სი იყო ეთი­ო­პი­ი­დან და სამ­ხედ­რო საქ­მეს სწავ­ლობ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს გა­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ გა­ირ­კვა წლე­ბის შემ­დეგ და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ზრდი­და ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ოდ­ში, ად­რე­ულ ასაკ­ში უწევ­და ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა და თა­ვად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვი­ცა­ნით. ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ვი­წყეთ, რაც სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ვე­დი" - აღ­ნიშ­ნა ექსმი­ნის­ტრმა.

ცნო­ბის­თვის, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო და 2018 წელს იქორ­წი­ნეს. სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015 წლებ­ში). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. შემ­დეგ კი ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ და კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და. ანას­ტა­სია ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლე გახ­ლდათ.

მა­ნამ­დე სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი ნი­კოლ ჟორ­და­ნი­ა­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ნი­კო­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eh
1

საშინელი განსაცდელია.ვიზიარებ მწუხარებას. 

გიორგი
7
ტრაგედიაა! გაანათლოს გარდაცვლილი ქალბატონის სული უფალმა!
ავტორი:

"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა" - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა"  - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ცნობილი გახდა, რომ ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ კვიტაშვილმა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მისცა:

"იშვიათად, რომ ფეისბუქზე რამე დავწერო, მაგრამ ძალიან მძიმე რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 35 წლის ასაკში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და ვარჯიშობდა, მძიმე ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან, ძალას იკრებდა და მილიონ გეგმას ალაგებდა.

უამრავი ადამიანი მირეკავდა, მწერდა, მისამძიმრებდა, ძალიან დამეხმარა ეს მომენტიც. ოპერაციის დეტალებზე ვერ ისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ იყო ძალიან მარტივი ლაპაროსკოპიული ოპერაცია, თავად შევარჩიეთ თარიღი ოპერაციის და ექიმიც. თუმცა ოპერაციის დროს გაჩნდა პრობლემა და ამას მოყვა გართულება. ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და უნდა ამოეკვეთათ. 40-წუთიანი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით. ხდება ასეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა.

არ იყო ეს პირველი შემთხვევა, როცა ახლობელი ადამიანი დავკარგე, მეგონა უფრო მედგრად ვიქნებოდი, მაგრამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. როდესაც 2015 წელს მამა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, მაგრამ მშობელს არ ირჩევ. ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ ძალიან მძიმეა.

9 ოქტომბრიდან ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, ყოველდღე მივდიოდი და მასთან ვიჯექი და იქიდან ვმუშაობდი ჩემი კომპიუტერით, პალატაში. არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონდა. სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ პირველი ოპერაციის შემდეგ და ამაღლებულ ხასიათზე იყო, მოსწონდა ახალი პალატა. მაღაზიაში ვიყავი, რაღაც დამაბარა და ვყიდულობდი, ექიმმა რომ დამირეკა, სასწრაფო ოპერაციაზე შეგვყავსო, რადგან შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

მასაც ვესაუბრე, მიჩვეულები ვიყავით, რომ ყოველ პარასკევს რაღაც მსგავსი ხდებოდა. ორი-სამი საათი გრძელდებოდა ოპერაცია, შემდეგ 10-12 საათი რეანიმაციაში დარჩა და ვერ გადაარჩინეს. ყოველდღიურობა ახლა საშინელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დილას რომ იღვიძებ და გგონია, არარეალობაა და რეალობის წინაშე აღმოჩნდები. კოვიდის პერიოდში 24 საათი სულ ერთად ვიყავი, არადა მანამდე ხშირად მიწევდა მოგზაურობა. ძალიან მოგვეწონა იზოლაცია, გვიკვირდა, სულ ერთად ვართ და როგორ არ ვჩხუბობთო.

ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ამ სილამაზის უკან ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მძიმე სოციალურ პირობებში გაიზარდა, მამა არ ჰყავდა. მამამისი იყო ეთიოპიიდან და სამხედრო საქმეს სწავლობდა უკრაინაში. სამოქალაქო ომის დროს გაიწვიეს და შემდეგ გაირკვა წლების შემდეგ და იქ გარდაიცვალა. დედა ზრდიდა ძალიან მძიმე პერიოდში, ადრეულ ასაკში უწევდა ფიზიკური მუშაობა და თავად მიაღწია ყველაფერს. ერთმანეთი უკრაინაში ჯანდაცვის სამინისტროში გავიცანით. ურთიერთობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც სამინისტროდან წამოვედი" - აღნიშნა ექსმინისტრმა.

ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი გახლდათ და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა. წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.

მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე გახლდათ დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილი გახლავთ.

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

"10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა - მრევლს ვურჩევდი, მოგვეცადა..." - დეკანოზი