პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებს - საუბნო საარჩევნო კომისიები არასრული შემადგენლობით მუშაობენ
ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებს - საუბნო საარჩევნო კომისიები არასრული შემადგენლობით მუშაობენ

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი 12-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით არ მუ­შა­ო­ბენ. მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე, უბ­ნებ­ზე კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი აღარ ჰყავთ.

რო­გორც ცეს­კოს სპი­კერ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა გუ­შინ­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ასე­ვე არ ჰყავს უბ­ნებ­ზე სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი­დან გაწ­ვე­უ­ლი ჰყავთ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი.

იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, უბ­ნებ­ზე რჩე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ასე­ვე ოლ­ქის მიერ არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბი.

ამას­თან, იო­სე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, წევ­რე­ბის და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გაწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნით აღ­ნიშ­ნულ­მა პარ­ტი­ებ­მა ცეს­კოს უკვე მი­მარ­თეს. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რად კან­დი­და­ტი გა­იწ­ვია "ლე­იბ­რის­ტულ­მა პარ­ტი­ა­მაც".

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და "ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ" მოგ­ვმარ­თა წე­რი­ლო­ბით, რომ მათი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი მოგ­ვეხ­სნა არ­ჩევ­ნე­ბი­დან, თუმ­ცა, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მათი კან­დი­და­ტე­ბი რჩე­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ზე. იცით, რომ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი 12-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით მუ­შა­ო­ბენ, ახლა კი იქ­ნე­ბა 10-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი. თუმ­ცა, ეს არ შე­უშ­ლის ხელს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით წა­რი­მარ­თე­ბა პრო­ცე­დუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მზე ხელ­მო­წე­რას, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოქ­მზე ხელს მო­ა­წე­რენ ის წევ­რე­ბი, ვინც ად­გილ­ზე იქ­ნე­ბი­ან. ეს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ზე არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს. იცით, რომ თუ 7 კაც­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა კო­მი­სი­ა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცუბ­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ცე­მა ამ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, მივა შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია უზ­რუნ­ველ­ყოფს წევ­რე­ბის მივ­ლი­ნე­ბას უბ­ნებ­ზე. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას 7-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბი­თაც შე­უძ­ლია გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა. ეს კა­ნო­ნით და­ცუ­ლი ნორ­მაა და არა­ნა­ი­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
9

დღეს არჩევნებია,ამიტომ ყველა ვინც ხელისუფლების მომხრეა უნდა მივიდეს არჩევნებზე , დავანახოთ ამ ნაძირლებს რომ მართლა მეტნი ვართ,ბოლო ბოლო ბევრი თუ გაახურეს მართლა ავდგებით და ყველა გავალთ წუჩაში ,მერე აგვთვალონ ვინ რამდენია.

ელგუჯა
0

გავიდეთ ტასო,მაგრამ სადაა წუჩა?!

ავტორი:

ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებს - საუბნო საარჩევნო კომისიები არასრული შემადგენლობით მუშაობენ

ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებს - საუბნო საარჩევნო კომისიები არასრული შემადგენლობით მუშაობენ

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბნო საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით არ მუშაობენ. მიზეზი ის გარემოებაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" არჩევნების მეორე ტურზე, უბნებზე კომისიის წევრები აღარ ჰყავთ.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" ასევე არ ჰყავს უბნებზე სუბიექტების წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გაწვეული ჰყავთ კომისიის წევრები.

იოსელიანის თქმით, უბნებზე რჩება, "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ასევე ოლქის მიერ არჩეული წევრები.

ამასთან, იოსელიანის განმარტებით, წევრების და წარმომადგენლების გაწვევის მოთხოვნით აღნიშნულმა პარტიებმა ცესკოს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ასევე ფორმალურად კანდიდატი გაიწვია "ლეიბრისტულმა პარტიამაც".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" მოგვმართა წერილობით, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატები მოგვეხსნა არჩევნებიდან, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მათი კანდიდატები რჩებიან საარჩევნო ბიულეტენზე. იცით, რომ საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით მუშაობენ, ახლა კი იქნება 10-კაციანი შემადგენლობები. თუმცა, ეს არ შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს და ჩვეულებრივი წესით წარიმართება პროცედურა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას, საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარულ ოქმზე ხელს მოაწერენ ის წევრები, ვინც ადგილზე იქნებიან. ეს არჩევნების პროცესზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. იცით, რომ თუ 7 კაცზე ნაკლები იქნება კომისიაში, ამ შემთხვევაში სპეცუბნის სტატუსი მიეცემა ამ საუბნო საარჩევნო კომისიას, მივა შეტყობინება საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს წევრების მივლინებას უბნებზე. საუბნო საარჩევნო კომისიას 7-კაციანი შემადგენლობითაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ეს კანონით დაცული ნორმაა და არანაირი გამონაკლისი არ არსებობს“,- განაცხადა იოსელიანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

"გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა "არჩევნებზე", ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე" - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსის" სპეციალური გამოშვება

რამდენმა მოქალაქემ მიიღო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა - ცესკოს 20:00 საათის მონაცემები