პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - დავით ბერძენიშვილი
"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - დავით ბერძენიშვილი

ვამ­ბობ და ბევ­რჯერ მით­ქვამს, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ ვე­რე­ვით ივა­ნიშ­ვილს, მარ­ტო სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ ერე­ვა ივა­ნიშ­ვილს, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა თუ არ ჩა­მო­ვა, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის აზრი? 120/30-ს მი­ვაღ­წი­ეთ? - ხომ მი­ვაღ­წი­ეთ? 150-ს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ 77/73-ს ხომ ვა­ჯო­ბეთ? რო­გორც გა­და­ვარ­ჩი­ნეთ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა თით­ქმის, ჩემი ხედ­ვით, ასე თით­ქმის უნდა ვე­ცა­დოთ, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი. უცხო­ე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თუ მო­ხერ­ხდე­ბა შე­თან­ხმე­ბა, ეს იქ­ნე­ბა არ­სე­ბი­თი სა­კი­თხი. თუ მო­ხერ­ხდე­ბა გა­დათ­ვლა, ასე­ვე, თუ მო­ხერ­ხდე­ბა იმ უბ­ნე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ასე­ვე ტყუ­ილს უწო­დებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ხმე­ბის გა­დათ­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

„კახი კა­ლა­ძემ უამ­რავ­ჯერ თქვა ერთი და გა­ა­კე­თა - მე­ო­რე. კახი კა­ლა­ძემ ჩა­რა­ზა ბევ­რჯერ კა­რე­ბი 77/73-ზე, თქვენ არ იცით, რომ მო­ი­ტყუა? მერე ხომ გახ­სნეს? მერე თქვეს 100/50-ზეო, გახ­სოვთ? მერე თქვეს 110/40-ზე, ხომ გახ­სოვთ? ასე, რომ კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რბი­ლად რომ ვთქვათ, ერ­თგვა­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო მრა­ვალ­გზის, რომ უკან არ და­ი­ხევ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
60

სულ ასე ჩასაფრებული როგორ უნდა იყოთ

სოლომონი
0

ბაყაყი!..

ავტორი:

"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - დავით ბერძენიშვილი

"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - დავით ბერძენიშვილი

ვამბობ და ბევრჯერ მითქვამს, სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ამ არჩევნებმა დაადასტურა.

„სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზეა დამოკიდებული ქართული ოპოზიციის აზრი? 120/30-ს მივაღწიეთ? - ხომ მივაღწიეთ? 150-ს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ 77/73-ს ხომ ვაჯობეთ? როგორც გადავარჩინეთ საარჩევნო სისტემა თითქმის, ჩემი ხედვით, ასე თითქმის უნდა ვეცადოთ, გადავარჩინოთ არჩევნები. უცხოელების მეშვეობით თუ მოხერხდება შეთანხმება, ეს იქნება არსებითი საკითხი. თუ მოხერხდება გადათვლა, ასევე, თუ მოხერხდება იმ უბნების გაბათილება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი ასევე ტყუილს უწოდებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ხმების გადათვლაზე უარი განაცხადა.

„კახი კალაძემ უამრავჯერ თქვა ერთი და გააკეთა - მეორე. კახი კალაძემ ჩარაზა ბევრჯერ კარები 77/73-ზე, თქვენ არ იცით, რომ მოიტყუა? მერე ხომ გახსნეს? მერე თქვეს 100/50-ზეო, გახსოვთ? მერე თქვეს 110/40-ზე, ხომ გახსოვთ? ასე, რომ კახი კალაძის განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარად გადაჭარბებული იყო მრავალგზის, რომ უკან არ დაიხევდნენ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"