მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?
"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?

ერთი წელი სრულ­დე­ბა, რაც მსოფ­ლიო COVID-19 -ს ებ­რძვის და და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ შე­უს­წავ­ლე­ლია. ამ პე­რი­ოდ­ში ექი­მე­ბის მიერ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ბევრ კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღოთ. სპე­ცი­ა­ლის­ტებს უჭირთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, თუ რა­ტომ რჩე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს გარ­თუ­ლე­ბე­ბი და რამ­დენ­ხანს გრძელ­დე­ბა ისი­ნი?

AMBEBI.GE ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს, მეგი კო­ბა­ხი­ძეს ესა­უბ­რა.

- რამ­დე­ნად ხში­რია პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და პა­ცი­ენ­ტთა რა ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეს?

კონ­კრე­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელს ვერ გე­ტყვით, რად­გან ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი ამ სა­კი­თხზე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლაა სა­ჭი­რო, რომ შევ­ძლოთ ზუსტ პრო­ცენ­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი. მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კით და ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა საკ­მა­ოდ მცი­რე ნა­წილ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ასე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. რაც ჩვენ აქამ­დე გვეს­მო­და უცხო ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ჩვენ­თან ახლა იწყე­ბა, რად­გა­ნაც აქამ­დე არ გვყავ­და ამ­დე­ნი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. ხაზ­გას­მით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს და დას­ჭირ­დათ რე­ა­ნი­მა­ცია. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­ცი­ენ­ტებ­შიც დარ­ჩეს გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა, რო­მე­ლიც ბევრ მსუ­ბუქ პა­ცი­ენტს აქვს. ეს შე­იძ­ლე­ბა, რომ არ აღ­დგეს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე თვე­შიც კი.

- რა სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბია და რომ­ლე­ბია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

- ძი­რი­თა­დად, მა­ინც გა­მოვ­ყოფ­დი სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ეს იმ პა­ცი­ენ­ტებს ემარ­თე­ბათ, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ პნევ­მო­ნია და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს დარ­ჩეს ზო­გა­დი სი­სუს­ტე, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, კი­დუ­რე­ბის კან­კა­ლი, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია დეპ­რე­სი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბიც, მათ შო­რის შფოთ­ვა, უძი­ლო­ბა, ზო­გა­დი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და ა,შ. ხში­რია ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის პრობ­ლე­მაც, კო­ვიდ -19 ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ას აუ­ა­რე­სებს, რის გა­მოც, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დე­გაც შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს დარ­ჩეს ამ მხრივ პრობ­ლე­მა. ორ­გა­ნიზ­მში დაგ­როვ­დეს მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, და­ერ­ღვეს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია და ა.შ. გვქონ­და თირკმლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბიც. პა­ცი­ენტს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, შარ­დის გა­მო­ყო­ფის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და სა­ჭი­რო გახ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს, მე მა­ინც გა­მოვ­ყოფ­დი ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა­სა და ზო­გად სი­სუს­ტეს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კი­დან გა­ე­წე­რე­ბა და მას ისევ აქვს სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა. ასეთ დროს მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სუნ­თქი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი, კონ­ცენ­ტრა­ტო­რი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხლმი­საწ­ვდო­მია. იყი­დე­ბა აფ­თი­ა­ქებ­ში და რო­გორც ვიცი, ქი­რავ­დე­ბა კი­დეც.

- ბოლო დროს გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი "ლონგ კო­ვი­დი“. მას იმ მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყე­ნე­ბენ, რო­დე­საც კლი­ნი­კი­დან გა­წე­რილ, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენტს ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უნარ­ჩუნ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ხში­რია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და რა რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა ამ დროს პა­ცი­ენტს?

- დიახ, ჩვენ­თა­ნაც არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ისე­ვე, რო­გორც არა­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ასე­თი რამ, უფრო ხში­რად, შუა ასა­კის პა­ცი­ენ­ტებს ემარ­თე­ბათ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი ტემ­პე­რა­ტუ­რაც იყოს და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც. ასეთ დროს ჩვენ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა ამ ჩი­ვი­ლებს და მკურ­ნალ ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით ჩა­ი­ტა­რონ გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ეწე­რე­ბა ბი­ნა­ზე, მას მკურ­ნალ ექიმ­თან ისევ აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის გარ­და უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბიც აქვთ პა­ცი­ენ­ტებს.

- რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა გაჰ­ყვეთ პოს­ტკო­ვი­დუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი პა­ცი­ენ­ტებს? არის იმის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე დარ­ჩეთ?

- კონ­კრე­ტულ დრო­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა ლა­პა­რა­კი. ალ­ბათ, უფრო რამ­დე­ნი­მე თვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ. ჯერ ერთი წე­ლიც არ არის, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბას ვებ­რძვით, დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს. ერთი რამ კი ხაზ­გას­მით შე­მიძ­ლია ვთქვა, ამ კუ­თხით გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მთა­ვა­რი ვირუ­სის გა­და­ტა­ნაა, მის­გან და­ტო­ვე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად მო­ევ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
****
4

ოქრიაშვილის კაცობაზე და ასე შემდეგ ნამდვილად არ დავწერ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, პსპ ძალიან ბევრ თანამშრომელს დაუდასტურდა, ეს სინდისგარეცხილები მაინც ამუშავებენ თანამშრომლებს,ბატონის ბრძანებით არ უნდა დაიკეტოს აფთიაქებიო,უნამუსოებო გაუფრთხილდით თანამშრომლებს და მომხარებლებსაც.

მგონი გადატანილი მაქვს!
7

"კიდურების კანკალი, მეხსიერების პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული

გამოვლინებებიც..." - ამასწინათ დამემართა სავალუტო ჯიხურთან ლარის

კურსის დანახვაზე. ისე კი, აი პომპეოს ანაკლიაში ატომური სუბმარინის

პარკირებაში კი უნდა მოვთხოვოთ, 1$=1,6GEL - ზე რომ "დაგვიყენოს"!

 

ავტორი:

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?

ერთი წელი სრულდება, რაც მსოფლიო COVID-19 -ს ებრძვის და დაავადება ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამ პერიოდში ექიმების მიერ დაგროვებული გამოცდილება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბევრ კითხვაზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ. სპეციალისტებს უჭირთ კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ რჩებათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გართულებები და რამდენხანს გრძელდება ისინი?

AMBEBI.GE ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტს, მეგი კობახიძეს ესაუბრა.

- რამდენად ხშირია პოსტკოვიდური გართულებები და პაციენტთა რა ნაწილს შეიძლება განუვითარდეს?

კონკრეტულ მაჩვენებელს ვერ გეტყვით, რადგან ჯერ არ ჩატარებულა მასშტაბური კვლევები ამ საკითხზე. გარკვეული დროის გასვლაა საჭირო, რომ შევძლოთ ზუსტ პროცენტულ შემთხვევებზე საუბარი. მსოფლიო პრაქტიკით და ჩვენი გამოცდილებით, გამოჯანმრთელებულთა საკმაოდ მცირე ნაწილში აღინიშნება ასეთი გართულებები. რაც ჩვენ აქამდე გვესმოდა უცხო ქვეყნებში გავრცელებულ პოსტკოვიდურ გართულებებზე, ჩვენთან ახლა იწყება, რადგანაც აქამდე არ გვყავდა ამდენი მძიმე და კრიტიკული პაციენტი. ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ შემდგომი გართულებები ძირითადად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანეს და დასჭირდათ რეანიმაცია. თუმცა შესაძლებელია მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებშიც დარჩეს გარკვეული დარღვევები. მაგალითად, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, რომელიც ბევრ მსუბუქ პაციენტს აქვს. ეს შეიძლება, რომ არ აღდგეს დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე თვეშიც კი.

- რა სახის გართულებებია და რომლებია ყველაზე გავრცელებული?

- ძირითადად, მაინც გამოვყოფდი სუნთქვის გაძნელებას გარკვეული პერიოდი. ეს იმ პაციენტებს ემართებათ, რომელთაც ჰქონდათ პნევმონია და რეანიმაციაში მკურნალობდნენ. გარდა ამისა, შეიძლება 2 თვის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ზოგადი სისუსტე, კონცენტრაციის დარღვევა, კიდურების კანკალი, მეხსიერების პრობლემები. შესაძლებელია დეპრესიული გამოვლინებებიც, მათ შორის შფოთვა, უძილობა, ზოგადი გაღიზიანება და ა,შ. ხშირია ღვიძლის უკმარისობის პრობლემაც, კოვიდ -19 ღვიძლის ფუნქციას აუარესებს, რის გამოც, გამოჯანმრთელების შემდეგაც შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ამ მხრივ პრობლემა. ორგანიზმში დაგროვდეს მომწამვლელი ნივთიერებები, დაერღვეს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია და ა.შ. გვქონდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევებიც. პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, შარდის გამოყოფის პრობლემა ჰქონდა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით მკურნალობა.

რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ გართულებებს, მე მაინც გამოვყოფდი ფილტვის დაზიანებით გამოწვეულ სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და ზოგად სისუსტეს, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაეწერება და მას ისევ აქვს სუნთქვის გართულება. ასეთ დროს მიზანშეწონილია სპეციალური სასუნთქი მოწყობილობის შეძენა. ეს არის სპეციალური დანადგარი, კონცენტრატორი, რომელიც საკმაოდ ხლმისაწვდომია. იყიდება აფთიაქებში და როგორც ვიცი, ქირავდება კიდეც.

- ბოლო დროს გაჩნდა ტერმინი "ლონგ კოვიდი“. მას იმ მდგომარეობის აღსანიშნავად იყენებენ, როდესაც კლინიკიდან გაწერილ, გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნდება. საქართველოში რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და რა რეკომენდაცია ეძლევა ამ დროს პაციენტს?

- დიახ, ჩვენთანაც არის ასეთი შემთხვევები ისევე, როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, ასეთი რამ, უფრო ხშირად, შუა ასაკის პაციენტებს ემართებათ. შესაძლებელია, რაღაც პერიოდი ტემპერატურაც იყოს და რესპირატორული გართულებებიც. ასეთ დროს ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ამ ჩივილებს და მკურნალ ექიმთან კონსულტაციით ჩაიტარონ განმეორებითი გამოკვლევები. როდესაც პაციენტი ეწერება ბინაზე, მას მკურნალ ექიმთან ისევ აქვს კომუნიკაცია. მკურნალობის პროცესში ინფექციონისტის გარდა უნდა იყოს ჩართული იმ მიმართულების სპეციალისტები, რა პრობლემებიც აქვთ პაციენტებს.

- რამდენი ხანი შეიძლება გაჰყვეთ პოსტკოვიდური დარღვევები პაციენტებს? არის იმის თეორიული შანსი, რომ ეს გართულებები სიცოცხლის ბოლომდე დარჩეთ?

- კონკრეტულ დროზე გამიჭირდება ლაპარაკი. ალბათ, უფრო რამდენიმე თვე შეგვიძლია ვივარაუდოთ. ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ამ დაავადებას ვებრძვით, დრო და გამოცდილება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ერთი რამ კი ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ამ კუთხით განგაშის საფუძველი არ არსებობს. მთავარი ვირუსის გადატანაა, მისგან დატოვებულ გართულებებს გაცილებით მარტივად მოევლება.

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე