ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ "ტვიტერით" გაავრცელა.
"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.
მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.
"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა", - აღნიშნა მან გუშინდელი მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვეს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.
დიდად ნუ იდარდებ, ამ ჭაობში შენ კი არა გუარდიოლაც ვერ იზამდა ვერაფერს
გგაყიდული თამაშიი..ფეხბურთელმა კარში თუ არ დაარტყა გოლი არ გაცა ისე