პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში და როგორია უნივერსალური სტუდენტური ქალაქის ცხოვრება
როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში და როგორია უნივერსალური სტუდენტური ქალაქის ცხოვრება

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა 19 ოქ­ტომ­ბრი­დან ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ხოლო უნი­ვე­რის­ტეტ­ში და­ცუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს გა­ცე­მუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

მი­სი­ვე თქმით, სტუ­დენ­ტე­ბი სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლე­ბა, რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე დას­წრე­ბი­თი მო­დე­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის, იმ ნა­წილს, რომ­ლე­ბიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კამ­პუს­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დღე­ში ერთხელ უტარ­დე­ბათ, ხოლო და­ნარ­ჩენ სტუ­დენ­ტებს კვი­რა­ში ერთხელ.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი ნა­კად­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე 246 სტუ­დენ­ტი მოხ­ვდა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვენ 5 ოქ­ტომ­ბერს და­ვი­წყეთ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, რა­საც წინ უძღო­და აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. თუმ­ცა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 19 ოქ­ტომ­ბრი­დან უფ­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით. რა თქმა უნდა, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, კო­ვიდ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი.

აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ლექ­ცია, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო, სე­მი­ნა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა თე­ო­რი­უ­ლი მიდ­გო­მით ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ ფორ­მით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით. სწავ­ლე­ბის ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ტუ­ტო­რინ­გი, ტეს­ტი, უკუ­კავ­ში­რი უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ა­უ­დი­ტო­რიო ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, სა­დაც არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

ვი­ნა­ი­დან გვაქვს ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ სტუ­დენ­ტებს, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლიყ­ვნენ კამ­პუს­ში. დღე­ი­სათ­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 160 სტუ­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ერ­თვე­ბი­ან, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში, ასე­ვე დღე­ში ერთხელ აქვთ სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი კვი­რა­ში ერთხელ ახერ­ხე­ბენ, რომ მო­ვიდ­ნენ კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, -გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძემ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ისე აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის.

„ბუ­ნებ­რი­ვია, რომ კამ­პუს­ში და­ცუ­ლია კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა სტან­დარ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კამ­პუ­სე­ბის სიმ­რავ­ლით, ამი­ტომ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა ვფიქ­რობ, ყვე­ლა სტუ­დენ­ტის­თვის, ისე­ვე რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის არის გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტუ­დენ­ტებს ყვე­ლა პი­რო­ბა აქვთ შექ­მნი­ლი სწავ­ლი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის და ვფიქ­რობ, რომ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა შა­უ­ლე­დუ­რი და სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას, ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი 10 იან­ვრი­დან იწყე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი მზად არის გა­მოც­და რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე სა­ა­უ­დი­ტო­რიო სივ­რცე­ში ჩა­ა­ტა­როს.

„მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო კვი­რი­დან სტუ­დენ­ტებს შუ­ა­ლე­დუ­რი წერა ეწყე­ბათ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე წა­რი­მარ­თე­ბა, ხოლო 10 იან­ვრი­დან სტუ­დენ­ტებს ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი ექ­ნე­ბათ.

ჩვენ მზად ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­დე­ლის­თვის. თა­ვი­დან­ვე გათ­ვლი­ლი იყო, რო­გორც სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ, ისე სრუ­ლად დას­წრე­ბი­თი და შე­რე­უ­ლი, ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე სარ­გებ­ლობს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­დე­ბი სრუ­ლად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
6

გაუშვით მაგ უნივერსიტეტში ქაჯი,უზრდელი, გაუნათლებელი ნანუკა ჟორჟოლიანი, იქნებ ზრდილობა მაინც ისწავლოს.

ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელს ლანძღავენ. ეს ხალხია.- არა ნახირი და ჯოგია

ედობუა
3

 არაა.მანდ რომ ნაცკლასტერი შეუშვა,მერე იტყვიან,სწავლის პროცესი არ ვარგოდაო. დაიწყებენ,ამის სწავლება უნდოდათ,ამას გვეუბნებოდნენ,მარა ჩვენ არ ვიჯერებდითო,

ავტორი:

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში და როგორია უნივერსალური სტუდენტური ქალაქის ცხოვრება

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში და როგორია უნივერსალური სტუდენტური ქალაქის ცხოვრება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 19 ოქტომბრიდან ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ხოლო უნივერისტეტში დაცულია ყველა არსებული რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით აქვს გაცემული ჯანდაცვის სამინისტროს.

მისივე თქმით, სტუდენტები სურვილის გათვალისწინებით ჰიბრიდული მოდელის საშუალებით სწავლება, როგორც ონლაინ, ისე დასწრებითი მოდელით ხორციელდება. სტუდენტების, იმ ნაწილს, რომლებიც საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებიან სააუდიტორიო მეცადინეობა დღეში ერთხელ უტარდებათ, ხოლო დანარჩენ სტუდენტებს კვირაში ერთხელ.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადში საგანმანათლებლო პროგრამებზე 246 სტუდენტი მოხვდა. სასწავლო პროცესი ჩვენ 5 ოქტომბერს დავიწყეთ ონლაინ რეჟიმში, რასაც წინ უძღოდა აკადემიური და ადმინისტრაციული საორიენტაციო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში. თუმცა, რეგულაციებიდან გამომდინარე 19 ოქტომბრიდან უფლება მოგვეცა, რომ საგანმანათლებლო პროცესი გაგრძელებულიყო ჰიბრიდული მოდელით. რა თქმა უნდა, სწავლების პროცესში გათვალისწინებულია, კოვიდ ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები.

აკრედიტებული პროგრამით განსაზღვრული სწავლების ფორმატები, როგორიც არის ლექცია, ცენტრალური სავარჯიშო, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა თეორიული მიდგომით ტარდება ონლაინ ფორმით, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. სწავლების ისეთი კომპონენტები, როგორიც არის ტუტორინგი, ტესტი, უკუკავშირი უკვე ხორციელდება სააუდიტორიო ონლაინ ფორმატში, სადაც არსებობს სტუდენტების რაოდენობისა და საკონტაქტო საათების გათვალისწინებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები.

ვინაიდან გვაქვს ჰიბრიდული მოდელი, ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში განთავსებულიყვნენ კამპუსში. დღეისათვის დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი ერთვებიან, ონლაინ სწავლების რეჟიმში, ასევე დღეში ერთხელ აქვთ სააუდიტორიო მეცადინეობა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები კვირაში ერთხელ ახერხებენ, რომ მოვიდნენ კამპუსის ტერიტორიაზე“, -განაცხადა ვალერი გობრონიძემ.

ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ცხოვრება საინტერესოა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

„ბუნებრივია, რომ კამპუსში დაცულია კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი. მოგეხსენებათ საქართველოში მაინცდამაინც არ ვართ განებივრებულები საუნივერსიტეტო კამპუსების სიმრავლით, ამიტომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრება ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის არის გარკვეული სიახლე და ცხოვრებისეული გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება სასიამოვნო რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი სწავლისა და დასვენებისთვის და ვფიქრობ, რომ არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებთ სასწავლო პროცესის დასრულებამდე.

რაც შეეხება შაულედური და საგამოცდო პროცესის წარმართვას, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, ფინალური გამოცდები 10 იანვრიდან იწყება. უნივერსიტეტი კი მზად არის გამოცდა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში ჩაატაროს.

„მიმდინარე სასწავლო კვირიდან სტუდენტებს შუალედური წერა ეწყებათ. სასწავლო პროცესი დეკემბრის ბოლომდე წარიმართება, ხოლო 10 იანვრიდან სტუდენტებს ფინალური გამოცდები ექნებათ.

ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი მოდელისთვის. თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც სრულად დისტანციურ, ისე სრულად დასწრებითი და შერეული, ჰიბრიდული სწავლება. ვინაიდან უნივერსიტეტი უკვე სარგებლობს ონლაინ პლატფორმებით, საჭიროების შემთხვევაში გამოცდები სრულად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება“,- აღნიშნავს უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი.

NS

"რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა" - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

"არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს" - ცერცვაძე

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"