პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა
რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო ეწ­ვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტი 17-18 ნო­ემ­ბერს იგეგ­მე­ბა.

"მი­ვე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, მაიკ პომ­პე­ოს ვი­ზიტს 17-18 ნო­ემ­ბერს. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან. მაიკ პომ­პეო თბი­ლის­ში, ასე­ვე, შეხ­ვდე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი­სას გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი რო­გორც თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის, ასე­ვე, ვაჭ­რო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის, დე­მოკ­რა­ტი­ის, ხალ­ხთა შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლე­ბის სფე­რო­ში.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სას მხა­რე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს და ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით. მხა­რე­ე­ბი, ასე­ვე, გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­ულ და ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის სიმ­ტკი­ცე­სა და ქვეყ­ნე­ბის მზა­ო­ბას გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ხედ­ვა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგო­მი გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით. ვი­ზი­ტი­სას კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი, ასე­ვე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგო­მი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მაიკ პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტიც. რო­გორც უწყე­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მაიკ პომ­პეო თბი­ლის­ში შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს, რათა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტოს.

„თბი­ლის­ში მაიკ პომ­პეო შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, რათა გა­მო­ხა­ტოს ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი და მო­უ­წო­დოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით შემ­დგო­მი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვის­კენ. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ასე­ვე შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს“, - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი 13-23 ნო­ემ­ბერს საფ­რან­გეთს, თურ­ქეთს, ის­რა­ელს, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს, კა­ტარ­სა და სა­უ­დის არა­ბეთ­საც ეწ­ვე­ვა.

"სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან პომ­პე­ოს ვი­ზი­ტი გა­ნამ­ტკი­ცებს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზე მყოფ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მა­იკლ პომ­პე­ოს ვი­ზიტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში", ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ისე - ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში.

"მო­უთ­მენ­ლად ველი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მა­იკლ პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი ვი­ზი­ტი გა­ნამ­ტკი­ცებს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზე მყოფ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლავთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას და ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში", - აცხა­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად ჩა­მო­დის, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

რო­გორც ზალ­კა­ნი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცია თარ­გმან­სა და ლო­გი­კა­შია და­კარ­გუ­ლი. ის ოპო­ნენ­ტებს მო­უ­წო­დებს, აშშ-ს ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბე­ბი კარ­გად წა­ი­კი­თხონ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს დრო­უ­ლად და­უბ­რუნ­დნენ.

„ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, არც კი ვა­პი­რებ ამა­ზე ოპო­ნენ­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი გავ­ცე, რად­გან ეს არის არ­ცოდ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის. მათ შო­რის არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ამას კვლავ იყე­ნე­ბენ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, ისი­ნი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თოდ და­კარ­გუ­ლი არი­ან თარ­გმან­ში, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ში, გან­ცხა­დე­ბებ­ში, ლო­გი­კა­ში. არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი გა­მო­ი­ყე­ნო შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. აქ უმ­თავ­რე­სი გზავ­ნი­ლი არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ჩვე­ნი როლი რე­გი­ონ­ში, რო­გორც ერთ-ერთი ლი­დე­რის წარ­მო­ჩე­ნა, ეს არის ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი და არა ის, რა­ზეც ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, ოპო­ნენ­ტებ­მა ვერ გა­ი­გეს, ან არ უნ­დათ გა­გე­ბა იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და უკვე, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან მათ, აშშ-ს პო­ზი­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი იმ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გან­ცხა­დე­ბებ­ში, რო­მე­ლიც გა­კეთ­და უკვე. აშშ-ს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ეს ხომ არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია, რა გან­სხვა­ვე­ბულ გზავ­ნილს ელო­დე­ბი­ან ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მდივ­ნის­გან? ელჩი აჟ­ღე­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, კარ­გად წა­ი­კი­თხონ ეს გან­ცხა­დე­ბა. ამე­რი­კა მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას. ეს არის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი და უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი დრო­უ­ლად ჩა­ერ­თონ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ ე მ ი დ ა !
11

ეხლა მაინც მოასწარით ჩვენი ნატოში მიღება!!!!

123
52

ზალკანიანო თავს რაზე იდებილებ,ძალიანაც კარგად იცი რაზე ჩამოდის.როგორც ედიკა და მიხუილა გაუშვეს ასევე გაუშვებენ ბიძინას და მასთან ერთად შენ,აბა შენ ვის რაში უნდიხარ.

ავტორი:

რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

"მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.

„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გარდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და საუდის არაბეთსაც ეწვევა.

"სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - აცხადებს გიორგი გახარია.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია.

როგორც ზალკანიანი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ოპოზიცია თარგმანსა და ლოგიკაშია დაკარგული. ის ოპონენტებს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩის განცხადებები კარგად წაიკითხონ და პოლიტიკურ პროცესებს დროულად დაუბრუნდნენ.

„ღიმილისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე ოპონენტებს სერიოზული პასუხი გავცე, რადგან ეს არის არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის. ვფიქრობ, ისინი ბოლო პერიოდში საერთოდ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ჩვენი როლი რეგიონში, როგორც ერთ-ერთი ლიდერის წარმოჩენა, ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. როგორც ჩანს, ოპონენტებმა ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც გაჟღერდა უკვე, ძალიან კარგად იციან მათ, აშშ-ს პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გაკეთდა უკვე. აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფოს მდივნისგან? ელჩი აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არის მთავარი გზავნილი და უმჯობესია, ისინი დროულად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი