"ესაა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ თან სამამულო ომი. ვუპირისპირდებით პუტინის კოლონას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა და საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"ძალიან საგანგაშო ვითარებაში ვართ, მაგრამ თუ ჩვენ ერთიანი ვიქნებით, ივანიშვილი კი არა, რუსის ტანკმა ვერ დაგვამარცხა. ვაგრძელებთ აქციას, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მოდის და გვეუბნება - არ უნდა დავიშალოთ. არ უნდა დავიშალოთ, ხალხო და ერთიანი უნდა ვიყოთ. ყველას, ვინც აქ ვართ, ნორმალური საქართველო გვინდა. არ უნდა დავნებდეთ, ნიკა მელიამ დღეს თავისი ნაბიჯი გადადგა. ესაა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ თან სამამულო ომია. ვუპირისპირდებით პუტინის კოლონას", - განაცხადა ბარამიძემ.
პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
პუტინის კოლონა ის პარტიაა, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა, ვინც ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომლითაც 2008 წლის ომი ქართველებმა დაიწყეს ცხინვალზე კასეტური ბომბების ჩამოყრით, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსს ჩააბარა, რომლის დროსაც ძლივს გაყვანილი რუსის ბაზები ქვეყანაში დაბრუნდა. რომელთა "რევოლუცია" 2003 წელს პირველმა რუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრმა ივანოვმა გააპრავა გ ა ს ა გ ე ბ ი ა? შენ კი ბარამიძევ, ქვეყნის დსთ-ში შესვლას პირველმა მიეცი ხმა! ბ ნ ე ლ ა?
ოჰ კაი ეს რო აქციებს ოცნებას მოუწყობს უხ დედასა .