მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკათერაპია და "ბეკარი" - როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება და სილაღე მარტივად
მუსიკათერაპია და "ბეკარი" - როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება და სილაღე მარტივად

ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ მუ­სი­კა სა­ო­ცა­რი რამ არის და მას აქვს ძალა, ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ან­ზე, შე­უც­ვა­ლოს გუ­ნე­ბა–გან­წყო­ბა, აუ­მაღ­ლოს მო­ტი­ვა­ცია, გა­ნა­წყოს საქ­მის კე­თე­ბის­კენ ან სუ­ლაც ძილ–ბუ­რან­ში გა­ახ­ვი­ოს. მუ­სი­კა თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით არის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან.

ბოლო პე­რი­ოდ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მუ­სი­კა­თე­რა­პია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, მუ­სი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევ­რმა არ იცის. მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს. ქარ­თულ–გერ­მა­ნუ­ლი მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი „ბე­კა­რი“და­ფუძნ­და „სმარტ კა­პი­ტა­ლის“ პატ­რო­ნა­ჟით, ქალ­ბა­ტონ ნანა გო­თუ­ას და მა­რი­ნა რა­ი­დტ–ალ­თუ­ნაშ­ვი­ლის მიერ, რო­მე­ლიც არის მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის მა­გის­ტრი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და ონ­კოფ­სი­ქო­ლო­გი. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გერ­მა­ნი­ი­დან სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის­თვის იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცენ­ტრი­სა და მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე კი ახლა თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს მუ­სი­კა­თე­რა­პია?

მუ­სი­კა­ლუ­რი თე­რა­პია არის მუ­სი­კის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა თე­რა­პი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის კონ­ტექ­სტში. მისი მი­ზა­ნია: აღად­გი­ნოს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ხელი შე­უ­წყოს გო­ნებ­რივ, ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას.

მუ­სი­კა­თე­რა­პია - ეს ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ლა­ღის თე­რა­პი­აა.

რო­დის მი­მარ­თა­ვენ მუ­სი­კა­თე­რა­პი­ას? კონ­კრე­ტუ­ლად რა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ის ადა­მი­ა­ნებს?

მუ­სი­კა­თე­რა­პი­ას მი­მარ­თა­ვენ რო­გორც სპე­ცი­ფი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დროს (რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ღვე­ვა), ასე­ვე ტი­პი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დრო­საც. მა­გა­ლი­თად: ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­დაწ­ვა, ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სი და ა.შ. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ ჯან­მრთე­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხით. ეს თე­რა­პია ეფექ­ტუ­რია ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­თან, 1 წლი­დან ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ჩათ­ვლით.

რას ნიშ­ნავს ნორ­დოფ-რო­ბინ­სის თე­რა­პია?

ნორ­დოფ-რო­ბინ­სის მუ­სი­კა­თე­რა­პია 1950-იან წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის პოლ ნორ­დო­ფი­სა და ინ­გლი­სე­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის კლა­ივ რო­ბინ­სის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ამ დროს ისი­ნი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვებ­თან მუ­შა­ობ­დნენ. თუმ­ცა შემ­დგომ, 70-იან წლებ­ში ნორ­დოფ-რო­ბინ­სის თე­რა­პია დამ­კვიდ­რდა ვი­ტენ/ჰერ­დე­კეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი კვლე­ვე­ბის სე­რი­ე­ბი მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გებ­თან ერ­თად, რო­გო­რი­ცაა: ინ­ტენ­სი­უ­რი მე­დი­ცი­ნა, ნევ­რო­ლო­გია, ფსი­ქო­სო­მა­ტი­კა, ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გია, პე­დი­ატ­რია, გე­რი­ატ­რია, პა­ლი­ა­ტი­უ­რი მე­დი­ცი­ნა და სხვა. მე­თო­დის სა­ხელ­წო­დე­ბა სწო­რედ ავ­ტო­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. სპე­ცი­ფი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს მე­თო­დი არის აქ­ტი­უ­რი ინ­ტე­რაქ­ცია თე­რა­პევტსა და თე­რა­პი­ის მიმ­ღებს შო­რის. მუ­სი­კა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბად. მე­თო­დი არის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ერ­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე ინ­დი­ვიდს.

რით გან­სხვავ­დე­ბა მუ­სი­კა­თე­რა­პია არტთე­რა­პი­ის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან? რა არის მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

მუ­სი­კა არის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი, ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან. მუ­სი­კას შე­უძ­ლია ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტზე - აზ­რობ­რივ, ქცე­ვით და ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე.

ვინ ატა­რებს მუ­სი­კა­თე­რა­პი­ას?

მუ­სი­კა­თე­რა­პი­ას ატა­რებს მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მუ­სი­კა­თე­რა­პევტთან ერ­თად კო­თე­რა­პევ­ტი ერ­თვე­ბა თე­რა­პი­ულ პრო­ცეს­ში. ჩვენს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რულ გუნდში არის ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ითავ­სებს კო­თე­რა­პევ­ტის ფუნ­ქცი­ა­საც.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ იყო ფსი­ქო­ლო­გი და გქონ­დეს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არ ნიშ­ნავს, იყო მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტი. არც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სო­ბა და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი ფლო­ბა არის საკ­მა­რი­სი მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა თე­რა­პი­უ­ლი კუ­თხით, სა­ჭი­რო­ებს აკა­დე­მი­ურ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას. მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის კურ­სის სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი წარ­მარ­თვი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთა­ვა­რი მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტი ფლობ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­გის­ტრის ხა­რისხს მუ­სი­კა­თე­რა­პი­ა­ში, ან ფლობ­დეს მა­გის­ტრის ხა­რისხს მო­ნა­თე­სა­ვე დარ­გებ­ში (ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი­ა­ში და მუ­სი­კი­სის პე­და­გო­გი­კა­ში) და მუ­შა­ობ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­გის­ტრის ხა­რის­ხი­სა და აგ­რეთ­ვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტის აქ­ტი­უ­რი სუ­პერ­ვი­ზი­ის ქვეშ.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი ცენ­ტრის შე­სა­ხებ, რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს ის მომ­ხმა­რე­ბელს?

ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი "ბე­კა­რი“ და­არ­სდა 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. იგი სთა­ვა­ზობს სერ­ვი­სებს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. "ბე­კარ­ში’’ შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რი თე­რა­პია. ამის გარ­და მსურ­ველს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს დის­ტან­ცი­უ­რი ონ­ლა­ინ-თე­რა­პი­ის სერ­ვი­სი­თაც. მინ­და სი­ა­მა­ყით ავღ­ნიშ­ნო, რომ ჩვენ­თან თე­რა­პი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ენა­ზე.

რო­გო­რია მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის კურ­სი, რამ­დენ შეხ­ვედ­რას მო­ი­ცავს კურ­სი, რა ხდე­ბა შეხ­ვედ­რე­ბის დროს?

მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის კურ­სის და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლი 3 თე­რა­პია ტარ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. ამ დროს ხდე­ბა თე­რა­პი­ის მიმ­ღე­ბის რე­სურ­სე­ბი­სა და დე­ფი­ცი­ტე­ბის შეს­წავ­ლა, შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტი ცენ­ტრის ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად შე­ად­გენს სა­მო­მავ­ლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­მუ­შო გეგ­მას. სრუ­ლი პირ­ვე­ლი კურ­სი მო­ი­ცავს (3+19) 22 თე­რა­პი­ას, რის შემ­დე­გაც გარ­კვე­ულ შე­დე­გებ­ზე „გავ­დი­ვართ“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით ხდე­ბა მუ­სი­კა­თე­რა­პი­ით მკუ­რა­ლო­ბა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლო­ბა ახლა იკი­დებს ფეხს და თან­და­თან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ქარ­თვე­ლი ერი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მუ­სი­კა­ლუ­რო­ბით, ვფიქ­რობ, ეს კი­დევ უფრო ზრდის მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის ეფექ­ტუ­რო­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­თე­რა­პევ­ტე­ბი, ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში არ არის შექ­მნი­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მი­ა­ნი­ჭებ­და ხა­რისხს და ლი­ცენ­ზი­ას სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

მოგ­ვი­ყე­ვით ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რია, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რეთ მუ­სი­კა­თე­რა­პი­ით

მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის სე­ანსზე მობ­რძან­და შუა ხნის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრა­ვალ­მხრი­ვი სო­მა­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი, გუ­ლის ფრი­ა­ლი და აგ­რეთ­ვე გა­მუდ­მე­ბით ტი­რო­და. ვერც ექი­მე­ბი, ვერც თვი­თონ ვერ ხსნიდ­ნენ მის ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას. გა­უ­კეთ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, თუმ­ცა ორ­გა­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ და­ფიქ­სირ­და. მუ­სი­კა­თე­რა­პი­ა­ზე პა­ცი­ენ­ტი გად­მო­ა­მი­სა­მარ­თა ფსი­ქი­ატრმა. პირ­ველ ორ სე­ანსზე მას გა­მუდ­მე­ბუ­ლად ეტი­რე­ბო­და და ვერ აგ­რძე­ლებ­და დაკ­ვრას. მე­სა­მე სე­ანსზე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე იმპრო­ვი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მან და­ი­წყო ნაღ­ვლი­ა­ნი სიმ­ღე­რის ღი­ღი­ნი, უცებ ისევ შე­წყვი­ტა, და­ი­წყო ტი­რი­ლი და მო­ინ­დო­მა თე­რა­პი­ის ოთა­ხი­დან გას­ვლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე დღეს და­მი­რე­კა ამ ქალ­ბა­ტო­ნის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა და მაც­ნო­ბა, რომ სე­ან­სის შემ­დეგ მას გა­ახ­სენ­და ბავ­შვო­ბა­ში მომ­ხდა­რი დრა­მა­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ახ­სოვ­და, გან­დევ­ნი­ლი ჰქონ­და ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან. ექიმ­მა დას­ვა დი­აგ­ნო­ზი პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლით გაგ­რძელ­და მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის კურ­სი. ის აღარ ტი­რო­და, შე­ეძ­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი მუ­ზი­ცი­რე­ბა ჩემ­თან ერ­თად და სულ მალე მო­ეხ­სნა ყო­ველ­გვა­რი სო­მა­ტუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი.

„ბე­კა­რი“ ყო­ველ­თვის მზა­დაა და­ეხ­მა­როს სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. მუ­სი­კა, რო­მე­ლიც უძ­ლი­ე­რე­სი მკურ­ნა­ლია, და­გეხ­მა­რე­ბათ, მო­ი­პო­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ლა­ღე, რაც ცხოვ­რე­ბას მარ­თლაც ღი­რე­ბულს ხდის.

ირა
0

აევე უყურეთ იმედეს,იქ ყველა (ბედნიერია)

ავტორი:

მუსიკათერაპია და "ბეკარი" - როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება და სილაღე მარტივად

მუსიკათერაპია და "ბეკარი" - როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება და სილაღე მარტივად

ყველა ვთანხმდებით, რომ მუსიკა საოცარი რამ არის და მას აქვს ძალა, ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანზე, შეუცვალოს გუნება–განწყობა, აუმაღლოს მოტივაცია, განაწყოს საქმის კეთებისკენ ან სულაც ძილ–ბურანში გაახვიოს. მუსიკა თავისი მრავალფეროვნებით არის ყველა ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან.

ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მუსიკათერაპია, რომლის შესახებაც, მუსიკის შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ბევრმა არ იცის. მუსიკათერაპიის ცენტრი საქართველოშიც არსებობს. ქართულ–გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“ დაფუძნდა „სმარტ კაპიტალის“ პატრონაჟით, ქალბატონ ნანა გოთუას და მარინა რაიდტ–ალთუნაშვილის მიერ, რომელიც არის მუსიკათერაპიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი. ქალბატონი მარინა გერმანიიდან სწორედ ამ პროექტისთვის იმყოფება საქართველოში. ცენტრისა და მუსიკათერაპიის უნიკალურობაზე კი ახლა თავად გვესაუბრება.

რას ნიშნავს მუსიკათერაპია?

მუსიკალური თერაპია არის მუსიკის მიზანმიმართული გამოყენება თერაპიული ურთიერთობის კონტექსტში. მისი მიზანია: აღადგინოს, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მუსიკათერაპია - ეს ბედნიერებისა და სილაღის თერაპიაა.

როდის მიმართავენ მუსიკათერაპიას? კონკრეტულად რა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ის ადამიანებს?

მუსიკათერაპიას მიმართავენ როგორც სპეციფიკური მდგომარეობებისა და საჭიროებების დროს (როგორიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა), ასევე ტიპიური მდგომარეობების დროსაც. მაგალითად: ქრონიკული სტრესი, სამსახურეობრივი გადაწვა, ემოციური დისბალანსი და ა.შ. ასევე წარმატებულად ვმუშაობთ ჯანმრთელობის მენეჯმენტის კუთხით. ეს თერაპია ეფექტურია ყველა ასაკის ადამიანთან, 1 წლიდან ხანდაზმულობის ჩათვლით.

რას ნიშნავს ნორდოფ-რობინსის თერაპია?

ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპია 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, ამერიკელი კომპოზიტორის პოლ ნორდოფისა და ინგლისელი ფსიქოთერაპევტის კლაივ რობინსის ერთობლივი ძალისხმევით, ამ დროს ისინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობდნენ. თუმცა შემდგომ, 70-იან წლებში ნორდოფ-რობინსის თერაპია დამკვიდრდა ვიტენ/ჰერდეკეს უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური კვლევების სერიები მედიცინის სხვადასხვა დარგებთან ერთად, როგორიცაა: ინტენსიური მედიცინა, ნევროლოგია, ფსიქოსომატიკა, ონკოგინეკოლოგია, პედიატრია, გერიატრია, პალიატიური მედიცინა და სხვა. მეთოდის სახელწოდება სწორედ ავტორების სახელებიდან გამომდინარეა. სპეციფიკას რაც შეეხება, ეს მეთოდი არის აქტიური ინტერაქცია თერაპევტსა და თერაპიის მიმღებს შორის. მუსიკა, გამოყენებულია კომუნიკაციის საშუალებად. მეთოდი არის ერთერთი ყველაზე აპრობირებული, ვინაიდან ერგება ნებისმიერი ტიპის განვითარებისა და მდგომარეობის მქონე ინდივიდს.

რით განსხვავდება მუსიკათერაპია არტთერაპიის სხვა მიმართულებებისგან? რა არის მისი უპირატესობები?

მუსიკა არის ყველა ადამიანის ცხოვრების მეგზური, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან. მუსიკას შეუძლია ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის არსებობის ყველა ასპექტზე - აზრობრივ, ქცევით და ემოციურ დონეზე.

ვინ ატარებს მუსიკათერაპიას?

მუსიკათერაპიას ატარებს მუსიკათერაპევტი და საჭიროების შემთხვევაში მუსიკათერაპევტთან ერთად კოთერაპევტი ერთვება თერაპიულ პროცესში. ჩვენს მულტიდისციპლინარულ გუნდში არის ნეიროფსიქოლოგიც, რომელიც ასევე ითავსებს კოთერაპევტის ფუნქციასაც.

უნდა აღინიშნოს, რომ იყო ფსიქოლოგი და გქონდეს მუსიკალური განათლება, არ ნიშნავს, იყო მუსიკათერაპევტი. არც წარმატებული მუსიკოსობა და ინსტრუმენტების ვირტუოზული ფლობა არის საკმარისი მუსიკათერაპიის განხორციელებისთვის. მუსიკის გამოყენება თერაპიული კუთხით, საჭიროებს აკადემიურ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. მუსიკათერაპიის კურსის სწორი და ეფექტიანი წარმართვისათვის აუცილებელია მთავარი მუსიკათერაპევტი ფლობდეს საერთაშორისო მაგისტრის ხარისხს მუსიკათერაპიაში, ან ფლობდეს მაგისტრის ხარისხს მონათესავე დარგებში (ნეიროფსიქოლოგიაში და მუსიკისის პედაგოგიკაში) და მუშაობდეს საერთაშორისო მაგისტრის ხარისხისა და აგრეთვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მუსიკათერაპევტის აქტიური სუპერვიზიის ქვეშ.

მოგვიყევით თქვენი ცენტრის შესახებ, რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებელს?

ქართულ-გერმანული მუსიკალური თერაპიის ცენტრი "ბეკარი“ დაარსდა 2020 წლის სექტემბერში. იგი სთავაზობს სერვისებს ყველა ასაკის ადამიანს, საჭიროებებიდან გამომდინარე. "ბეკარში’’ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპია. ამის გარდა მსურველს შეუძლია ისარგებლოს დისტანციური ონლაინ-თერაპიის სერვისითაც. მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენთან თერაპიების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე.

როგორია მუსიკათერაპიის კურსი, რამდენ შეხვედრას მოიცავს კურსი, რა ხდება შეხვედრების დროს?

მუსიკათერაპიის კურსის დასაწყისში პირველი 3 თერაპია ტარდება ინდივიდუალურად. ამ დროს ხდება თერაპიის მიმღების რესურსებისა და დეფიციტების შესწავლა, შექმნილი შთაბეჭდილებების შემდეგ მუსიკათერაპევტი ცენტრის ფსიქოლოგთან ერთად შეადგენს სამომავლო ინდივიდუალურ სამუშო გეგმას. სრული პირველი კურსი მოიცავს (3+19) 22 თერაპიას, რის შემდეგაც გარკვეულ შედეგებზე „გავდივართ“.

საქართველოში რამდენად წარმატებით ხდება მუსიკათერაპიით მკურალობა?

საქართველოში მუსიკათერაპიით მკურნალობა ახლა იკიდებს ფეხს და თანდათან პოპულარული ხდება. ქართველი ერი განსაკუთრებით გამოირჩევა მუსიკალურობით, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ზრდის მუსიკათერაპიის ეფექტურობას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძნელად მოიძებნებიან სერთიფიცირებული მუსიკათერაპევტები, ვინაიდან ქვეყანაში არ არის შექმნილი სასწავლო პროგრამა ამ მიმართულებით, რომელიც მიანიჭებდა ხარისხს და ლიცენზიას სპეციალისტებს.

მოგვიყევით ერთი გამორჩეული ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ მუსიკათერაპიით

მუსიკათერაპიის სეანსზე მობრძანდა შუა ხნის ქალბატონი, რომელსაც 3 თვის განმავლობაში აღენიშნებოდა მრავალმხრივი სომატური პრობლემები, როგორიცაა: მაღალი წნევები, გულის ფრიალი და აგრეთვე გამუდმებით ტიროდა. ვერც ექიმები, ვერც თვითონ ვერ ხსნიდნენ მის ასეთ მდგომარეობას. გაუკეთდა ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევა, თუმცა ორგანული ცვლილებები არ დაფიქსირდა. მუსიკათერაპიაზე პაციენტი გადმოამისამართა ფსიქიატრმა. პირველ ორ სეანსზე მას გამუდმებულად ეტირებოდა და ვერ აგრძელებდა დაკვრას. მესამე სეანსზე ფორტეპიანოზე იმპროვიზაციის შემდეგ მან დაიწყო ნაღვლიანი სიმღერის ღიღინი, უცებ ისევ შეწყვიტა, დაიწყო ტირილი და მოინდომა თერაპიის ოთახიდან გასვლა. მოგვიანებით, იმავე დღეს დამირეკა ამ ქალბატონის მკურნალმა ექიმმა და მაცნობა, რომ სეანსის შემდეგ მას გაახსენდა ბავშვობაში მომხდარი დრამატული შემთხვევა, რომელიც მთელი წლების განმავლობაში არ ახსოვდა, განდევნილი ჰქონდა ცნობიერებიდან. ექიმმა დასვა დიაგნოზი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და პაციენტის სურვილით გაგრძელდა მუსიკათერაპიის კურსი. ის აღარ ტიროდა, შეეძლო თავისუფალი მუზიცირება ჩემთან ერთად და სულ მალე მოეხსნა ყოველგვარი სომატური ჩივილები.

„ბეკარი“ ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს. მუსიკა, რომელიც უძლიერესი მკურნალია, დაგეხმარებათ, მოიპოვოთ ბედნიერება და სილაღე, რაც ცხოვრებას მართლაც ღირებულს ხდის.

*303#-ის დისტანციური მომსახურებით ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით