არსებული ინფორმაციით, წალკის რაიონში მცხოვრები ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს. როგორც სოციალურ ქსელში დავით კიზირია წერს, ოჯახიდან წაღებულია მანქანა, ფული და ტელეფონები.
"SOS! წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა - მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ...
დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს...
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება!
პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ - სხვა გზას ვერ ვხედავ. ((შსს უკვე ინფორმირებულია" - წერს კიზირია.
AMBEBI.GE აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს ელოდება.
ახალზელანდიელებო გაგებით მოეკიდეთ!!!!
ეგაა გასაოცარი დემოკრატია. ყაჩაღებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ საქმიანობის უფლება?! აპა რავა გინდებლარიენ? მარტო ბანკებს და ტოტალიზატორებს უნდა ეყაჩაღათ?! უმადურები რომ ხართ და ვერ ხედავთ, რა კეთდება