პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს
"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

ზუგ­დიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის უპ­რე­ცე­დენ­ტო ძარ­ცვის საქ­მემ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის არა­ერ­თი მხა­რე წარ­მო­ა­ჩი­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ამ შემ­თხვე­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში რო­გორც თა­ვად ფაქ­ტის, ისე თავ­დამ­სხმე­ლის მი­მართ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გაჩ­ნდა. მა­შინ რო­დე­საც მძე­ვალს ტყვედ ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ათე­უ­ლო­ბით პირი და მათ სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სი­ვით ვრცელ­დე­ბო­და სა­ხუ­მა­რო "პოს­ტე­ბი" ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, პა­და­რო­ქ­სუ­ლი იყო რო­გორც თა­ვად მძევ­ლე­ბის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მძარ­ცვე­ლის მი­მართ. მის მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­დნენ კე­თილ­გან­წყო­ბას, მე­ტიც, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძა­ლა­დის პერ­სო­ნის რო­მან­ტი­ზე­ბაც კი მოხ­და.

რაზე მი­უ­თი­თებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ეს, ერთი შე­ხედ­ვით, უც­ნა­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი და რო­გორ იხ­სნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად? - AMBEBI.GE ესა­უბ­რა ფსი­ქო­ლოგ ნანა ჩა­ჩუ­ას.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გკი­თხოთ თავ­დამ­სხმე­ლის ფსი­ქო­ტი­პის შე­სა­ხებ. მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც მზად იყო სი­ცო­ცხლეს გა­მო­ე­სალ­მე­ბი­ნა მისი ტყვე­ე­ბი, მათ "კე­თი­ლად" ექ­ცე­ო­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტყვე­ე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ მძარ­ცვე­ლი მათ უთა­ნაგ­რძნობ­და, საკ­ვებს სთავ­ზობ­და და მათ დის­კომ­ფორტზე წუხ­და კი­დეც. რო­გორ ახ­სნით მის ასეთ ქცე­ვას?

- მო­დით, და­ვი­წყოთ ასე: რო­დის იღებს ადა­მი­ა­ნი თავ­ზე ხელს? - რო­დე­საც ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მში­შა­რაა. ყვე­ლა­ფერ­ზე წას­ვლა არის ში­შის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ეს მძარ­ცვე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მში­შა­რა ადა­მი­ა­ნია. ის იმ­ყო­ფე­ბო­და ძლი­ე­რი ში­შის ქვეშ, რაც შე­ე­ხე­ბა მის ე.წ. სი­კე­თე­ებ­ზე ლა­პა­რაკს, ეს ფაქ­ტე­ბი მას ოდ­ნა­ვა­დაც არ ახა­სი­ა­თებს და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბად. სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თშიშს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე იყო ერთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იყ­ვნენ სა­ერ­თო სივ­რცე­ში, სა­ერ­თო გან­საც­დე­ლის, ში­შის ქვეშ და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ისი­ნი თით­ქოს მხარს უჭერ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ. თუ სხვა­დას­ხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ, ის ვერც ხა­ჭა­პუ­რის შემ­თა­ვა­ზე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და ვერც კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის ჩამ­რთვე­ლი.

- რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ტი­ურ, კე­თილ­გან­წყო­ბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მძარ­ცვე­ლის მი­მართ გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ამას უწო­დე­ბენ "სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრომს" და ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. ამ ტერ­მინს სა­ფუძ­ვლად უდევს ბან­კის ანა­ლო­გი­უ­რი ძარ­ცვა ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მძევ­ლე­ბი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ მძარ­ცვე­ლებს, სიმ­პა­თი­ით იყ­ვნენ მო­ძა­ლა­დის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, ცი­ხე­შიც კი აკი­თხავ­დნენ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ბო­ლოს კი ისეც მოხ­და, რომ ტყვე და მძარ­ცვე­ლი და­ქორ­წინ­დნენ.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს შემ­დგნა­ი­რად იხ­სნე­ბა: მძე­ვა­ლი ამ დროს გა­ნიც­დის ძლი­ერ შიშს, და­ძა­ბუ­ლო­ბას, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, გა­ი­გი­ვე­ბას ახ­დენს მო­ძა­ლა­დეს­თან, იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნეს­თან. ამით ის სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბის, უსუ­სუ­რო­ბის, ში­შის ე.წ. გა­და­ფარ­ვას ახ­დენს. ამი­სი მა­გა­ლი­თე­ბი ხში­რად გვაქვს სკო­ლა­ში. თუ, მა­გა­ლი­თად, კლას­ში არის ისე­თი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად სუს­ტია, არ შე­უძ­ლია თა­ვის დაც­ვა, არის ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი, ცდი­ლობს და­უ­ახ­ლოვ­დეს მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს, უფრო ძლი­ერს. ცდი­ლობს მას აჩუ­ქოს რა­ღა­ცე­ე­ბი, შე­უს­რუ­ლოს მი­თი­თე­ბე­ბი და ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­ი­გოს მისი გული, რათა თავი უფრო და­ცუ­ლად იგ­რძნოს. "სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მის" მა­გა­ლი­თე­ბი ყო­ფი­ლა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­შიც და ა.შ.

ეს სინ­დრო­მი უჩ­ნდე­ბათ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ მყა­რი ში­ნა­გა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ეყ­რდნო­ბა და აქვს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­სო­დეს მო­იქ­ცე­ვა ასე. ის არც მო­ძა­ლა­დე იქ­ნე­ბა და არც - მო­ძა­ლა­დის მე­ხოტ­ბე. ეს არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის არ­ქო­ნას, იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით. ბი­ო­ლო­გი­უ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ანს გე­ნე­ტი­კუ­რად ერგო ფსი­ქი­კუ­რი სი­სუს­ტე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში - ადა­მი­ანს თა­ვი­სი აღ­ზრდის, ბავ­შვო­ბის მო­მენ­ტში, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო შე­ექ­მნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორს - აქ მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სო­ცი­უმ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი აზრი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს პი­როვ­ნე­ბის ქცე­ვას.

- მა­შინ, რო­დე­საც ათე­უ­ლო­ბით მძე­ვა­ლი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცდი­ლობ­და, ამ შემ­ზა­რავ ამ­ბავ­ში სა­ხუ­მა­რო ას­პექ­ტი და­ე­ნა­ხა და ემ­ხი­ა­რუ­ლა. ამას რო­გორ ახ­სნით?

- ვი­საც შე­უძ­ლია ასეთ დროს იხუმ­როს და არ შე­წუხ­დეს, არ უთა­ნაგ­რძნოს გან­საც­დელ­ში მყო­ფებს, მას აქვს სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა, სუს­ტია ასე­თი ადა­მი­ა­ნი. ეს ხუმ­რო­ბა არის ში­ში­სა­გან გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თის მხრივ და მე­ო­რეს მხრივ დაგ­რო­ვი­ლი აგ­რე­სი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია. ამ აგ­რე­სი­ა­საც სა­ფუძ­ვლად უდევს ისევ და ისევ შიში, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ სამი ფაქ­ტო­რით, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ - ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით.

ადა­მი­ან­თა ამ ნა­წილს უკვე ჰქვია მასა და არა ხალ­ხი. თა­ვის მხრივ ამ მა­სა­ში ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა . ამ პრობ­ლე­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ ადა­მი­ან­ში არ არის ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას მყა­რად ამ­ყო­ფებს ცხოვ­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფოლოგი
10

შიში ყოფოლა აბა ჩვენი ღმერთი. ისენ, მართალიცაა. აბა, დასჯის შიში არ ჰწონდეს ადამიანს, თუ იწამებდა ღმერთს... 

ggg
11

es amdeni vitom fsikologi da eksperti saidan chndebit ra??? adamianma dzaan zustad icoda ras aketebda da rogor. tunda imitom ro cavida da ver pouloben. konda dagegmili ukan daxevis gzac tundac imitom rom daeloda dabnelebas. ari momzadebuli daakvirtdit titi rogor uchiravs sasxlettan da ara saxelurze. daakvirdit pexit rom chaamtvria magidastan shusha. varjishis gareshe rameni shezlebs erti tkvit ra??? rac sheexeba xelyumbaras tu tavidanve sabrdzolo mzadkopnashi konda yumbara esegi 7 saati da meti xelshi echira mokumul mushtshi . ramdeni shedzlebt 7 saati mase gadzlot? xachapurs da komports ar shestavazebda. cdilobda ketilad ganecko tavisken xalxi. rac mtavaria tu namdvili meomari iko da tsesit tipi meomari iko mebrdzoli ar vgulisxmob samxedro iko tu policieli mebrdzoli , mdzevlebis daxocvis aranairi interesi da survili ar ekneboda, mshishara namdvilad ar iko

ავტორი:

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

ზუგდიდში საქართველოს ბანკის უპრეცედენტო ძარცვის საქმემ ქვეყანაში არსებული პრობლემების არაერთი მხარე წარმოაჩინა. განსაკუთრებით საინტერესოა ამ შემთხვევის ფსიქოლოგიური ასპექტი. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში როგორც თავად ფაქტის, ისე თავდამსხმელის მიმართ, არაადეკვატური დამოკიდებულებები გაჩნდა. მაშინ როდესაც მძევალს ტყვედ ჰყავდა აყვანილი ათეულობით პირი და მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, სოციალურ ქსელში ვირუსივით ვრცელდებოდა სახუმარო "პოსტები" ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, პადაროქსული იყო როგორც თავად მძევლების, ისე საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება მძარცველის მიმართ. მის მიმართ გამოხატავდნენ კეთილგანწყობას, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მოძალადის პერსონის რომანტიზებაც კი მოხდა.

რაზე მიუთითებს საზოგადოებაში არსებული ეს, ერთი შეხედვით, უცნაური რეაქციები და როგორ იხსნება ფსიქოლოგიურად? - AMBEBI.GE ესაუბრა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას.

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თავდამსხმელის ფსიქოტიპის შესახებ. მოძალადე, რომელიც მზად იყო სიცოცხლეს გამოესალმებინა მისი ტყვეები, მათ "კეთილად" ექცეოდა. გათავისუფლებული ტყვეები ყვებოდნენ, რომ მძარცველი მათ უთანაგრძნობდა, საკვებს სთავზობდა და მათ დისკომფორტზე წუხდა კიდეც. როგორ ახსნით მის ასეთ ქცევას?

- მოდით, დავიწყოთ ასე: როდის იღებს ადამიანი თავზე ხელს? - როდესაც ის აბსოლუტური მშიშარაა. ყველაფერზე წასვლა არის შიშის უკიდურესი გამოვლინება. ეს მძარცველიც სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია. ის იმყოფებოდა ძლიერი შიშის ქვეშ, რაც შეეხება მის ე.წ. სიკეთეებზე ლაპარაკს, ეს ფაქტები მას ოდნავადაც არ ახასიათებს დადებით პიროვნებად. სინამდვილეში საქმე შეეხება ურთიერთშიშს. ამ შემთხვევაში ორივე მხარე იყო ერთ მდგომარეობაში, იყვნენ საერთო სივრცეში, საერთო განსაცდელის, შიშის ქვეშ და გაუცნობიერებლად ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, ერთიანდებოდნენ. თუ სხვადასხვა მდგომარეობაში იქნებოდნენ, ის ვერც ხაჭაპურის შემთავაზებელი იქნებოდა და ვერც კონდინციონერის ჩამრთველი.

- რაც შეეხება პოზიტიურ, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, რომელიც მძარცველის მიმართ გაჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ამაზე რას გვეტყვით?

- ამას უწოდებენ "სტოკჰოლმის სინდრომს" და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ამ ტერმინს საფუძვლად უდევს ბანკის ანალოგიური ძარცვა ქალაქ სტოკჰოლმში. ამ შემთხვევაშიც მძევლები თანაუგრძნობდნენ მძარცველებს, სიმპათიით იყვნენ მოძალადის მიმართ განწყობილი, ციხეშიც კი აკითხავდნენ მოსანახულებლად. ბოლოს კი ისეც მოხდა, რომ ტყვე და მძარცველი დაქორწინდნენ.

ფსიქოლოგიურად ეს შემდგნაირად იხსნება: მძევალი ამ დროს განიცდის ძლიერ შიშს, დაძაბულობას, რის გამოც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, გაიგივებას ახდენს მოძალადესთან, იმ მომენტში ძალაუფლების მქონესთან. ამით ის საკუთარი უმწეობის, უსუსურობის, შიშის ე.წ. გადაფარვას ახდენს. ამისი მაგალითები ხშირად გვაქვს სკოლაში. თუ, მაგალითად, კლასში არის ისეთი ბავშვი, რომელიც ფიზიკურად სუსტია, არ შეუძლია თავის დაცვა, არის ბულინგის ობიექტი, ცდილობს დაუახლოვდეს მოძალადე ბავშვს, უფრო ძლიერს. ცდილობს მას აჩუქოს რაღაცეები, შეუსრულოს მითითებები და ყველანაირად მოიგოს მისი გული, რათა თავი უფრო დაცულად იგრძნოს. "სტოკჰოლმის სინდრომის" მაგალითები ყოფილა საკონცენტრაციო ბანაკებშიც და ა.შ.

ეს სინდრომი უჩნდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მყარი შინაგანი ფასეულობები. ადამიანი, რომელიც შინაგან ცხოვრებისეულ ფასეულობებს ეყრდნობა და აქვს არჩევანის თავისუფლება, არასოდეს მოიქცევა ასე. ის არც მოძალადე იქნება და არც - მოძალადის მეხოტბე. ეს არის დაფუძნებული პიროვნულ მოცემულობაზე. რაც შეეხება შინაგანი ფასეულობების არქონას, იგი გამოწვეულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზებით. ბიოლოგიურია, როდესაც ადამიანს გენეტიკურად ერგო ფსიქიკური სისუსტე, ფსიქოლოგიური მიზეზი მდგომარეობს შემდეგში - ადამიანს თავისი აღზრდის, ბავშვობის მომენტში, მშობლებთან ურთიერთობის პრობლემების გამო შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები. ხოლო რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს - აქ მხედველობაშია მისაღები სოციუმში დამკვიდრებული დამოკიდებულებები. სოციუმში გამეფებული აზრი დიდწილად განსაზღვრავს პიროვნების ქცევას.

- მაშინ, როდესაც ათეულობით მძევალი და მათი ოჯახის წევრები წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ და გადარჩენისთვის ლოცულობდნენ, სოციალურ ქსელში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობდა, ამ შემზარავ ამბავში სახუმარო ასპექტი დაენახა და ემხიარულა. ამას როგორ ახსნით?

- ვისაც შეუძლია ასეთ დროს იხუმროს და არ შეწუხდეს, არ უთანაგრძნოს განსაცდელში მყოფებს, მას აქვს საკუთარი უსუსურობის განცდა, სუსტია ასეთი ადამიანი. ეს ხუმრობა არის შიშისაგან გაქცევის საშუალება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაგროვილი აგრესიის რეალიზაცია. ამ აგრესიასაც საფუძვლად უდევს ისევ და ისევ შიში, რომელიც განპირობებულია იმ სამი ფაქტორით, რაზეც ვისაუბრეთ - ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით.

ადამიანთა ამ ნაწილს უკვე ჰქვია მასა და არა ხალხი. თავის მხრივ ამ მასაში ყოველ ადამიანს აქვს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემა . ამ პრობლემებს შორის ყველაზე მძიმე ის არის, რომ ადამიანში არ არის ის ფასეულობები, რომელიც მას მყარად ამყოფებს ცხოვრებაში.

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებთან 40:0 დამარცხდნენ

პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა