პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს
თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა, მარ­თა­ლია, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მხა­რე­ე­ბი ამ დრომ­დე ერ­თმა­ნეთს შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დე­და­ქა­ლა­ქის, სტე­პა­ნა­კერ­ტის და­ბომბვას გა­ნაგ­რძობს.

გარ­და ამი­სა, სომ­ხუ­რი მხა­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს იმ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­ზე თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ­ლი­თაც დაჭ­რი­ლე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა არ­სენ ტო­რი­სი­ან­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუსს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აგ­რე­სი­ას ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს, რაც კო­ვიდ 19-ის მი­მართ ეროვ­ნულ, რე­გი­ო­ნა­ლურ და გლო­ბა­ლურ რე­ა­გი­რე­ბას აფერ­ხებს და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი წერს, რომ 11 ოქ­ტომ­ბერ­საც კი, რო­დე­საც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თავს და­ეს­ხა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლი­თაც დაჭ­რი­ლე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სი­ტუ­ა­ცია ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ფრონ­ტის გას­წვრივ და­ძა­ბუ­ლი იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხუ­რი არ­მია აღ­დე­რე-აღ­და­მი­სა და ფი­ზუ­ლი-ჯაბ­რა­ი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­დას­ხმებს ცდი­ლობ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ­მა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ცო­ცხა­ლი ძა­ლის დიდი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და. და­ღუ­პუ­ლებს შო­რი­საა ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი არ­ტურ გრი­გო­რი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა მოს­კოვ­ში მი­აღ­წი­ეს, 10 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან მოქ­მე­დებს, თუმ­ცა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მხა­რე­ებ­მა მის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და­ი­წყეს.

ავტორი:

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მართალია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარეები ამ დრომდე ერთმანეთს შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვას განაგრძობს.

გარდა ამისა, სომხური მხარე აზერბაიჯანელებს იმ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტორისიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი აგრესიას ჯანდაცვის გლობალური კრიზისის ფონზე ახორციელებს, რაც კოვიდ 19-ის მიმართ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ რეაგირებას აფერხებს და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

ჯანდაცვის მინისტრი წერს, რომ 11 ოქტომბერსაც კი, როდესაც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა, აზერბაიჯანი თავს დაესხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია ღამის განმავლობაში მთელი ფრონტის გასწვრივ დაძაბული იყო. მათივე ინფორმაციით, სომხური არმია აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმებს ცდილობდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთმა მატერიალური და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. დაღუპულებს შორისაა ვიცე-პოლკოვნიკი არტურ გრიგორიანი.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს

"მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება" -  სერგეი ლავროვი