"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა.
როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან "ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდვურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 179 859 გადაიხადა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, 1-ელიდან 21- სექტემბრის ჩათვლით, მათ ბრენდირებული აქსესუარებისთვის თანხები არ გადაუხდიათ.
ბანერიდანაც რომ დაგვცინის!
ისევ ნაცქოცმოქკავშირი "გაიმარჯვებს" ხალხზე ხალხისვე ხელით , ასე იქნება აწ და მარადის , სანამ ხალხი არ ინებებს საკუთარ მოვალეობათა შესრულებას, ანუ სახელმწიფოს მართვას ! ასი წელია ხალხი უყურებს ზემოთ ვინ ვის აჯობებს და მერე მჯობნისაგან ელის შუშუბერებს, რა დამსახურებისათვის ? ოცი ლარი აიღე და ზემოთ "გამარჯვებულს " ხმა მიეცი , ჰოოდა იკმარე ! შუშუბერი ვისაც უნდა, ის შრომობს , მართალია ართმევენ მერე "გამარჯვებულის " დამქაშები სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებიდან, მაგრამ მაინც შრომობს, დანარჩენი დასტაში დამქაშის თანამდებობას ელოდება და ზოგი აღწევს კიდეც , ჩამოლაბორანტობამდე გრიალებს ნაპარით და წანართმევ მითვისებულით ! ეს სისტემა ბიძინას და მსგავს "გამრჯვებულებს" იმიტომ ჭირდებათ, რომ ხალხს ასე უნდა , აბა სხვა რამ მოინდომოს ხალხმა , ათი ბიძინა ვერ აღუდგება წინ , ოციც სააკაშვილი და ორი ვაშაძე , ერთ სოფელში ორი ვაშაძე ,ორივე გიორგი , ერთი სოფლიდან, კი, ასეა !