პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 მიზეზი რატომ აკეთებს აქცენტს ბრიტანული ცენტრი ონლაინ სწავლებაზე
3 მიზეზი რატომ აკეთებს აქცენტს ბრიტანული ცენტრი ონლაინ სწავლებაზე

დაკო ლო­მი­ძე, ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­რექ­ტო­რი:

ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრში უკვე მე-17 აკა­დე­მი­უ­რი წელი და­ი­წყო. აგ­ვის­ტოს არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბულ სას­წავ­ლო წელს პრი­ო­რი­ტე­ტი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას მი­ვა­ნი­ჭეთ. Callan Method Organization - ინ­გლი­სის ქა­ლა­ნის მე­თო­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭა. ინ­გლი­სე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ბოლო წლე­ბია გვარ­წმუ­ნებ­დნენ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის და­ნერგვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მის ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­დნენ ჩვენს აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ყო­ველ­თვის მიგ­ვაჩ­ნდა ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი ამით დი­დად არ მო­ი­ხიბ­ლე­ბოდ­ნენ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­ნერგვა­ზე თავს ვი­კა­ვებ­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ CMO-ს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მა­შინ გა­მოგ­ვად­გა, როცა პან­დე­მი­ამ და ე.წ. “ლო­ქ­და­უნ­მა” გვი­ბიძ­გა სრუ­ლად გა­დავ­რთუ­ლი­ყა­ვით ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე. სწო­რედ მა­შინ ვნა­ხეთ, რომ შე­დე­გებ­მა ჩვენს მო­ლო­დი­ნებს ნამ­დვი­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მსმე­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკუ­კავ­ში­რი­სას აფიქ­სი­რებ­და ქა­ლა­ნის მე­თო­დის ონ­ლა­ინ კურ­სე­ბით აღ­ტა­ცე­ბას და ძი­რი­თა­დად ის სამი მი­ზე­ზი სა­ხელ­დე­ბო­და, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ინ­გლი­სუ­რი ენის ქა­ლა­ნის მე­თო­დით შეს­წავ­ლა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი ხდე­ბა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა რა არის ეს ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი, რა­მაც გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ, რომ ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და?

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ მომ­ხმა­რებ­ლის ანუ ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრის მსმე­ნე­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია. სწო­რედ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი:

პრველ რიგ­ში მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა დრო­ის მე­ნე­ჯმენტს. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დრო ყვე­ლა­ზე დიდი კა­პი­ტა­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი დრო­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ათ­ვი­სე­ბას ცდი­ლო­ბენ. ქა­ლა­ნის მე­თო­დით მო­გეხ­სე­ნე­ბათ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა ინ­გლი­სუ­რი ენა და ამ დროს კი­დევ თუ გა­მო­ვაკ­ლებთ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და­ხარ­ჯულ დროს ეს რა თქმა უნდა დრო­ის და­ზოგ­ვის თვალ­საზ­რი­სით გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტურს ხდის მე­თოდს.

მე-2 ონ­ლა­ინ კურ­სზე მსმე­ნელს შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს გაკ­ვე­თილ­ზე მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან იქ­ნე­ბა ეს სახ­ლი, სამ­სა­ხუ­რი, კაფე-ბარი, პარ­კი თუ სხვა სივ­რცე. ეს კი ამ ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მე­თო­დით ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლას ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის.

და მე-3 ონ­ლა­ინ კურ­სზე ჯგუ­ფე­ბი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნია, მაქ­სი­მუმ 5 მსმე­ნელს ვა­რე­გის­ტრი­რებთ თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში, და ეს შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას კი­დევ უფრო ზრდის, ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი მსმე­ნე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში თით­ქმის ორ­მაგ­დე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრი რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ მე-17 წე­ლია ინ­გლი­სურ ენას სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლა­ნის მე­თო­დით ას­წავ­ლის, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ადა­მი­ანს სმე­ნია ქა­ლა­ნის მე­თო­დის შე­სა­ხებ და მრა­ვალს მისი ეფექ­ტუ­რო­ბა თა­ვის თავ­ზეც გა­მო­უც­დია. თუ შე­გიძ­ლი­ათ ორი­ო­დე სი­ტყვით ქა­ლა­ნის მე­თოდს შე­სა­ხებ გვი­თხრათ მათ­თვის ვის­თვი­საც ეს მე­თო­დი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია?

ქა­ლა­ნის მე­თო­დი, ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის, უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დია, ეს მე­თო­დი ბრი­ტა­ნელ­მა ლინგვის­ტმა ბა­ტონ­მა - რო­ბინ ქა­ლან­მა, ენის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად შექ­მნა. ქა­ლა­ნის მე­თო­დი ე.წ. პირ­და­პი­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დია და ის ტვი­ნის რეფ­ლექ­სურ მუ­შა­ო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. სწრა­ფი კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი ადა­მი­ნა­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას უცხო ენა ის­წავ­ლოს მსგავ­სად, რო­გორც ბავ­შვი სწავ­ლობს თა­ვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უ­ბარს. ასე, რომ აქ­ტი­უ­რი კი­თხვა-პა­სუ­ხი, მსმე­ნე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­უბ­რის პრო­ცეს­ში, თით­ქმის “სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის” გა­რე­შე წარ­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი წარ­მო­უდ­გენ­ლად ეფექ­ტურ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში. ქა­ლა­ნის მე­თო­დი მთელს მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით, ინ­გლი­სურ ენას, მსოფ­ლი­ოს 50 ქვეყ­ნის 400-მდე სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან, მათ შო­რის სა­ქარ­თველ­ში, სა­დაც ინ­გლი­სის ქა­ლა­ნის მე­თო­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CMO) მიერ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ლი­ცენ­ზია ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თვა და კონ­ტრო­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი მხა­რის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

CMO-ს მრა­ვა­ლი წე­ლია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი აქვს ქა­ლა­ნის მე­თო­დით ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბა, გარ­და პე­და­გოგ­თან ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა, შექ­მნი­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ისე­თი არ­ხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, სა­დაც სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი, ასე­ვე ვი­დეო-აუ­დიო სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში შეს­რუ­ლე­ბა, შექ­მნი­ლია იგი­ვე ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბოს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც აქამ­დე მსგავ­სი კურ­სე­ბით უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­უ­ღია. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ, ახალ მომ­ხმა­რებ­ლებს, ვთა­ვა­ზობთ, რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე და­ეს­წრონ 3 უფა­სო საც­დელ გაკ­ვე­თილს, რათა თა­ვად დარ­წმუნ­დნენ მე­თო­დის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რისხში.

R

ავტორი:

3 მიზეზი რატომ აკეთებს აქცენტს ბრიტანული ცენტრი ონლაინ სწავლებაზე

3 მიზეზი რატომ აკეთებს აქცენტს ბრიტანული ცენტრი ონლაინ სწავლებაზე

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

ბრიტანულ ცენტრში უკვე მე-17 აკადემიური წელი დაიწყო. აგვისტოს არდადეგების შემდეგ განახლებულ სასწავლო წელს პრიორიტეტი ონლაინ სწავლებას მივანიჭეთ. Callan Method Organization - ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ რამოდენიმე წლის წინ საქართველოში მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მოგვანიჭა. ინგლისელი პარტნიორები ბოლო წლებია გვარწმუნებდნენ ონლაინ სწავლების დანერგვის მნიშვნელობაზე და შესაბამის ტრენინგებს უტარებდნენ ჩვენს აკადემიურ პერსონალს. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის მიგვაჩნდა ჩვენი მსმენელები ამით დიდად არ მოიხიბლებოდნენ ონლაინ გაკვეთილების დანერგვაზე თავს ვიკავებდით. აღმოჩნდა, რომ CMO-ს რეკომენდაციები და ონლაინ სწავლების ინსტრუქციები მაშინ გამოგვადგა, როცა პანდემიამ და ე.წ. “ლოქდაუნმა” გვიბიძგა სრულად გადავრთულიყავით ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სწორედ მაშინ ვნახეთ, რომ შედეგებმა ჩვენს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მსმენელების უმრავლესობა უკუკავშირისას აფიქსირებდა ქალანის მეთოდის ონლაინ კურსებით აღტაცებას და ძირითადად ის სამი მიზეზი სახელდებოდა, რომელთა მეშვეობითაც ინგლისური ენის ქალანის მეთოდით შესწავლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და ეფექტური ხდება.

ძალიან საინტერესოა რა არის ეს ძირითადი საკითხები, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ონლაინ კურსები ბრიტანული ცენტრისთვის პრიორიტეტული გახდა?

როგორც მოგახსენეთ მომხმარებლის ანუ ბრიტანული ცენტრის მსმენელების კმაყოფილება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია. სწორედ მათთან ურთიერთობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ონლაინ კურსების მრავალი დადებითი მიმართულებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებები:

პრველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა დროის მენეჯმენტს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში დრო ყველაზე დიდი კაპიტალია და ადამიანები დროის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისებას ცდილობენ. ქალანის მეთოდით მოგეხსენებათ დაჩქარებულად ისწავლება ინგლისური ენა და ამ დროს კიდევ თუ გამოვაკლებთ გადაადგილებაში დახარჯულ დროს ეს რა თქმა უნდა დროის დაზოგვის თვალსაზრისით გაცილებით ეფექტურს ხდის მეთოდს.

მე-2 ონლაინ კურსზე მსმენელს შეუძლია ჩაერთოს გაკვეთილზე მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან იქნება ეს სახლი, სამსახური, კაფე-ბარი, პარკი თუ სხვა სივრცე. ეს კი ამ ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო მეთოდით ინგლისური ენის სწავლას ჩვენი მსმენელებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

და მე-3 ონლაინ კურსზე ჯგუფები მცირერიცხოვანია, მაქსიმუმ 5 მსმენელს ვარეგისტრირებთ თითოეულ ჯგუფში, და ეს შესაბამისად სწავლების ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან თითოეული მსმენელის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში თითქმის ორმაგდება.

ბრიტანული ცენტრი როგორც აღნიშნეთ მე-17 წელია ინგლისურ ენას საქართველოში ქალანის მეთოდით ასწავლის, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს სმენია ქალანის მეთოდის შესახებ და მრავალს მისი ეფექტურობა თავის თავზეც გამოუცდია. თუ შეგიძლიათ ორიოდე სიტყვით ქალანის მეთოდს შესახებ გვითხრათ მათთვის ვისთვისაც ეს მეთოდი ჯერ კიდევ უცნობია?

ქალანის მეთოდი, ინგლისური ენის შესწავლის, უნიკალური მეთოდია, ეს მეთოდი ბრიტანელმა ლინგვისტმა ბატონმა - რობინ ქალანმა, ენის სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შექმნა. ქალანის მეთოდი ე.წ. პირდაპირი სწავლების მეთოდია და ის ტვინის რეფლექსურ მუშაობაზეა დაფუძნებული. სწრაფი კითხვა-პასუხის რეჟიმი ადამინაებს აძლევს საშუალებას უცხო ენა ისწავლოს მსგავსად, როგორც ბავშვი სწავლობს თავის მშობლიურ ენაზე საუბარს. ასე, რომ აქტიური კითხვა-პასუხი, მსმენელის მაქსიმალური ჩართულობა საუბრის პროცესში, თითქმის “საშინაო დავალების” გარეშე წარმართული პროცესი წარმოუდგენლად ეფექტურ შედეგებს იძლევა უმოკლეს ვადებში. ქალანის მეთოდი მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით, ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია ბრიტანულ ცენტრს აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლიც ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება.

CMO-ს მრავალი წელია აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით ონლაინ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორიცაა: ინტერაქტიული სწავლების ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ასევე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაცია.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებოს სტერეოტიპული დამოკიდებულება ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქამდე მსგავსი კურსებით უარყოფითი გამოცდილება მიუღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ახალ მომხმარებლებს, ვთავაზობთ, რეგისტრაციამდე დაესწრონ 3 უფასო საცდელ გაკვეთილს, რათა თავად დარწმუნდნენ მეთოდის ეფექტურობასა და სწავლების ხარისხში.

R

განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა

როგორ არის შესაძლებელი ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტის განვადებით გამოწერა?

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე