მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"
ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

რუ­სუ­ლი გა­ზე­თის "კო­მერ­სან­ტის" («КоммерсантЪ») 28 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია//რე­ცენ­ზია, სა­თა­უ­რით: "ძლი­ე­რი ქა­ლუ­რი "და­სა­წყი­სი": ფეს­ტი­ვა­ლის ოთხი ჯილ­დო ერ­თმა ფილმმა მი­ი­ღო", რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია ქარ­თუ­ლი კი­ნოს წარ­მა­ტე­ბა­ზე ქა­ლაქ სან-სე­ბას­ტი­ა­ნის (ეპა­ნე­თი) კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე (სტა­ტი­ის ავ­ტო­რი - ან­დრეი პლა­ხო­ვი).

"სან-სე­ბას­ტი­ა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი მხო­ლოდ ერთი ფილ­მის ტრი­უმ­ფით დას­რულ­და, რო­მელ­საც "და­სა­წყი­სი" ჰქვია. მისი ავ­ტო­რია ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ქალი დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი, რომ­ლის სრულ­მეტ­რა­ჟუ­ლი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი ერ­თდრო­უ­ლად ოთხი ჯილ­დო­თი აღი­ნიშ­ნა, მთა­ვა­რი პრი­ზის - "ოქ­როს ნი­ჟა­რის" ჩათ­ვლით. ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის არა­სო­დეს მი­უ­ღია", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

კი­ნო­სუ­რა­თი ფეს­ტი­ვალ­ზე კი­დევ სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და. დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი - სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი; ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი - სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი; დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი და რატი ონე­ლი - სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი.

"ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რემ ლუკა გუ­ა­და­ნი­ნომ ქარ­თულ ფილ­მს "შე­დევ­რი" უწო­და, რაც ესო­დენ იშ­ვი­ა­თია ჩვენს დრო­ში. დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, სწავ­ლობ­და აშშ-ში, თა­ვი­სი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ში. მან ეს სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი ფრან­გებ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო... თუმ­ცა "და­სა­წყი­სი" ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ფილ­მია, რო­მელ­შიც გად­მო­ცე­მუ­ლია ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. იმავდრო­უ­ლად ფილ­მს თა­ნა­მედ­რო­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტიც აქვს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ფილ­მის ში­ნა­არ­სი: გმი­რი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს მიყ­რუ­ე­ბულ პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და რად­გან იგი "იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის" ლი­დერ­ზეა გა­თხო­ვი­ლი, ამი­ტომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა­გან ტე­რორს გა­ნიც­დის. თუმ­ცა "თვით "იე­ღო­ვას მოწ­მე­თა" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ქალი და­ჩაგ­რუ­ლი და უუფ­ლე­ბოა - სექ­ტის პრინ­ცი­პი მა­მა­კა­ცის დო­მი­ნი­რე­ბაა და ამა­ში და­ეჭ­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ფილ­მის გმი­რი ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ელს ხვდე­ბა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმავ­დე­ბა და ბო­ლოს სექ­სუ­ა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­დის. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი, ვაი, ვაი
9

გასაგებია და სრულებით არ არის გასაკვირი ამ ფილმის ტრიუმფი, დღეისათვის ძალიან მარტივია „ტრიუმფობა“ ასეთი თემებით! იმედია არ დაბლოკავთ.

ნათია
5

სცენარი ისეთია,გასაგებია რატომ უწოდეს შედევრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

რუსული გაზეთის "კომერსანტის" («КоммерсантЪ») 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია//რეცენზია, სათაურით: "ძლიერი ქალური "დასაწყისი": ფესტივალის ოთხი ჯილდო ერთმა ფილმმა მიიღო", რომელშიც საუბარია ქართული კინოს წარმატებაზე ქალაქ სან-სებასტიანის (ეპანეთი) კინოფესტივალზე (სტატიის ავტორი - ანდრეი პლახოვი).

"სან-სებასტიანის კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ფილმის ტრიუმფით დასრულდა, რომელსაც "დასაწყისი" ჰქვია. მისი ავტორია ქართველი რეჟისორი ქალი დეა კულუმბეგაშვილი, რომლის სრულმეტრაჟული კინოდებიუტი ერთდროულად ოთხი ჯილდოთი აღინიშნა, მთავარი პრიზის - "ოქროს ნიჟარის" ჩათვლით. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია", - აღნიშნავს ავტორი.

კინოსურათი ფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი; ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი.

"ჟიურის თავმჯდომარემ ლუკა გუადანინომ ქართულ ფილმს "შედევრი" უწოდა, რაც ესოდენ იშვიათია ჩვენს დროში. დეა კულუმბეგაშვილი საქართველოშია დაბადებული, სწავლობდა აშშ-ში, თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მონაწილეობდა კანის კინოფესტივალში. მან ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი ფრანგებთან ერთად გადაიღო... თუმცა "დასაწყისი" ასპროცენტიანი ქართული ფილმია, რომელშიც გადმოცემულია ქართული ტრადიციები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული. იმავდროულად ფილმს თანამედროვე აქტუალური კონტექსტიც აქვს", - ნათქვამია სტატიაში.

ფილმის შინაარსი: გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი "იეღოვას მოწმეების" ლიდერზეა გათხოვილი, ამიტომ მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა "თვით "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე