პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი სამსახურშიც მაკითხავდა... ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთზე, პოლიტიკაზე..." - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილებზე, ოჯახზე და პოლიტიკაში წასვლაზე
"გიორგი სამსახურშიც მაკითხავდა... ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთზე, პოლიტიკაზე..." - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილებზე, ოჯახზე და პოლიტიკაში წასვლაზე

იუ­რისტ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, არა­სო­დეს ერი­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კას და ღიად სა­უბ­რობ­და სა­მარ­თლებ­რივ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე. 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, დღე არ გავა, ტე­ლე­ეკ­რან­ზე არ გა­მოჩ­ნდეს და ამ სკან­და­ლურ, გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე არ ისა­უბ­როს.

მისი ბრძო­ლის შე­დე­გად, დღეს ამ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე ზის. ისიც ცნო­ბი­ლია, შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­ულ პი­რებ­საც ამ ტრა­გე­დი­ის პო­ლი­ტი­ზე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, ამი­ტომ არა­ერ­თხელ ეს­რო­ლეს ტა­ლა­ხი და არა­ერ­თი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბა გა­ის­მა მისი მი­სა­მარ­თით.

ამის გამო, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მშობ­ლებ­საც კი დას­ჭირ­დათ იმის გან­მარ­ტე­ბა, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რს, ბი­ძას ენ­დო­ბი­ან და ყვე­ლას მო­უ­წო­დეს, ხელი აი­ღონ მის ლან­ძღვა­ზე. მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს მოკ­ვლი­თაც კი და­ე­მუქ­რა ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის მამა, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე. დღეს ხო­მა­სუ­რი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია სამი სხვა­დას­ხვა მუხ­ლით, მათ შო­რის - მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის გა­მოც.ნი­კო­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, არა­ერ­თი საქ­მე აქვს თა­ვად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და კარ­გად იცის გა­მო­ძი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კაც, ამი­ტომ ამ­ბობს, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლია, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია და და­ის­ჯე­ბა.

ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საც მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რო­რად, მაგ­რამ სა­ნამ ადე­იშ­ვი­ლის დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევ­და, იქი­დან წა­მო­ვი­და და ად­ვო­კა­ტუ­რა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ბა­ტო­ნი მი­რი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­შიც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" 2014 წელს წა­მო­ვი­და და ამ­ბობს, რომ ეს მისი პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. წლე­ბია, რო­გორც ად­ვო­კა­ტი, არა­ერთ ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­უ­ცავს.

- გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე და მა­მა­მი­სი ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. გი­ორ­გი რო­გორც კი წა­მო­ი­ზარ­და, დავ­მე­გობ­რდით. ღმერ­თმა ინე­ბა და ხში­რად მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და, სამ­სა­ხურ­შიც მო­დი­ო­და, მი­რე­კავ­და, ვუ­რე­კავ­დი. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. სა­ერ­თოდ, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, დი­დებ­მა დი­დაქ­ტი­კა ჩა­უ­ტა­რონ ახალ­გაზ­რდებს და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­დეს ეს მათ­თვის, მაგ­რამ გი­ორ­გის, პი­რი­ქით, ჰქონ­და სურ­ვი­ლი, რომ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე ჩემი აზრი მო­ეს­მი­ნა.

ხში­რად მა­კი­თხავ­და და ვსა­უბ­რობ­დით ყვე­ლა­ფერ­ზე - ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სულ ვხუმ­რობ­დით, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე ბავ­შვი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ხელი მი­კან­კა­ლებს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ რა­ი­მე ხუმ­რო­ბის და­წე­რას და­ვა­პი­რებ: სულ გი­ორ­გი მახ­სენ­დე­ბა, იმ­დე­ნად კარ­გი ხუმ­რო­ბა იცო­და. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. თან ვფიქ­რობ - პი­რი­ქით, ეს არის გი­ორ­გის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ჩემი ასე­თი ფორ­მით და არა ვთქვათ, ტრა­გიზ­მით... მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მო­მავ­ლის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და. ასე­თი გარ­თო­ბე­ბის­თვის დროს იშ­ვი­ა­თად გა­მო­ნა­ხავ­და. თვე­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბო­და წა­სუ­ლი­ყო მსგავს წვე­უ­ლე­ბა­ზე...

ჩე­ხეთ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა და აქ იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ ჯა­რის სა­კი­თხი მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა. "სა­ბურ­თა­ლოს" გუნ­დი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო მი­სით. ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა, დიდი ქველ­მოქ­მე­დი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი ყო­ფი­ლა. გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ენით აღუ­წე­რე­ლია ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლის თა­ნად­გო­მა მისი ოჯა­ხის მი­მართ. გი­ორ­გი შვი­ლი­ვით უყ­ვარ­და, დიდ პერ­სპექ­ტი­ვას ხე­დავ­და მას­ში. რის­თვის მოკ­ლეს ასე­თი ბავ­შვი, ეს მა­ინც გვი­თხრან მკვლე­ლებ­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბი­ან.

- გი­ორ­გის საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გლან­ძღა­ვენ, იყო მუ­ქა­რე­ბიც. ეს ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის. გვი­ამ­ბეთ ოჯახ­ზე.

- ჩემი მე­უღ­ლე, მერი წიკ­ლა­უ­რი პრო­ფე­სი­ით პე­დი­ატ­რია. ბიჭი 16 წლი­საა, გო­გო­ნა - 10-ის. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო გა­მოვ­ნა­ხო. მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ივა­ნე ხომ არ ადევ­ნებს თვალ­ყურს ამ მოვ­ლე­ნებს, კა­ცია უკვე და არ გა­ღი­ზი­ან­დეს ან არ გა­ბო­როტ­დე­სო. ვუ­პა­სუ­ხე, სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი.

ასე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ სულ სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლა: თურ­მე ყვე­ლა­ფერს ადევ­ნებს თვალ­ყურს. იმ კო­მენ­ტა­რებ­საც კი­თხუ­ლობს, სა­დაც მა­მას ულან­ძღა­ვენ, ყვე­ლა გა­და­ცე­მაც აქვს ნა­ნა­ხი. ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის სრუ­ლი შოკი იყო. სა­ერ­თოდ, დინ­ჯი, უთ­ქმე­ლი ბავ­შვია, ამ­ბობს მა­შინ, როცა სა­ჭი­როა. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ხომ არ გვე­ხუმ­რე­ბა-მეთ­ქი. არა, თურ­მე ზე­პი­რად იცის ყვე­ლა­ფე­რი. აა­ნა­ლი­ზებ­და ამას. პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ვერ შე­ვა­ტყვე. ეტყო­ბა, მე რომ მშვი­დად ვი­ყა­ვი, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რა, ამან მარ­თლა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი ხართ და რო­გორც ვხე­დავთ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბით პო­ლი­ტი­კა­ში. რა­ტომ მი­ი­ღეთ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- პო­ლი­ტი­კა­ში ახლა არ ჩავ­რთულ­ვარ, 2006 წლი­დან სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი, და­წყე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ით, სა­დაც სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნა­დაც. რო­გორც აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­ზე მკვეთ­რი პრო­ტეს­ტი მქონ­და, ეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მოთ­ქმულ პრო­ტეს­ტად რომ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამი­ტომ ჩა­ვერ­თე პო­ლი­ტი­კა­ში. შემ­დგომ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და 2014 წლამ­დე იქ ვსაქ­მი­ა­ნობ­დი. ვხე­დავ­დი მათ შეც­დო­მებს, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვი­ტან­დი ამას, სა­ნამ 2014 წელს ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე შს მი­ნის­ტრად არ და­ნიშ­ნეს. ეს უკვე იმ­დე­ნად დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო ჩემ­თვის და ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ სას­წრა­ფოდ დავ­წე­რე პარ­ტი­ი­დან წა­მოს­ვლის გან­ცხა­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში იდგა და ჩვენს დარ­ბე­ვებ­ში პრე­მი­ებ­საც იღებ­და, შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს!..

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, რთუ­ლია, ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში ვერ შეხ­ვალ, პლატ­ფორ­მა, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს შენ­თვის მი­სა­ღე­ბი. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის წრე, რომ­ლებ­თა­ნაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დიდ­ხანს მქონ­და. ცოტა კო­რო­ნა­მაც შეგ­ვი­შა­ლა ხელი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, შე­იკ­რი­ბა ჯგუ­ფი - მა­რი­ამ ჯაში, ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე - და და­ვა­ფუძ­ნეთ პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო-სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სი". კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა მაქვს.

ვერ ვი­ტან პარ­ტი­ულ და­პი­რე­ბებს, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ, გა­და­წე­რილ პროგ­რა­მებს, ეს ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა. სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­ჩი­ვით და­ბა­ლი მარ­თლშეგ­ნე­ბის დო­ნის გამო, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია და გრძნობს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არა­გულ­წრფე­ლო­ბას და ხე­დავს მათ პი­რად ინ­ტე­რე­სებს. და­ახ­ლო­ე­ბით 700-800 ათა­სი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ორ­გა­ნუ­ლად ვერ იტანს ვერც "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", ასე­ვე აქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრე­ტენ­ზი­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ და ხმას არას­დროს მის­ცემს. ახლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ვუ­პა­სუ­ხოთ ამ ელექ­ტო­რა­ტის მო­თხოვ­ნებს, რომ ეს ხალ­ხი ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი გახ­დეს. გულ­წრფე­ლად უნდა ესა­უბ­რო ამომ­რჩე­ველს და სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ტი­კა­ში ად­გილს და­იმ­კვიდ­რებ. მე და გედი ფო­ფხა­ძე დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ, ჩემი კურ­სე­ლია, ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა და ვიცი მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ გა­წა­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ბექა ნაც­ვლიშ­ვილს, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძეს, მა­რი­ამ ჯაშს სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა აქვთ და იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ზე დიდი კომ­ფორ­ტია ჩემ­თვის. ყვე­ლა­ნი ცენ­ტრის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ვართ, ყვე­ლას გვაქვს კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი ფუნ­და­მენ­ტი, ანუ არა­ლი­ბე­რა­ლუ­რი, რა­ცი­ო­ნა­ლურ-კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ასე ვთქვათ, მთლი­ა­ნად ხედ­ვე­ბის თან­ხვედ­რა. ჩემი ხედ­ვა ცოტა რა­დი­კა­ლურ ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავს, იმი­ტომ, რომ ვთვლი, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა უნდა იყოს კლეპ­ტოკ­რა­ტი­ის გან­დევ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ე­ბი­დან. ეს ხალ­ხი თუ არ გავ­რე­კეთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა­თა ამო­ცა­ნა, ეს არის უკურ­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სენი, რო­მე­ლიც სამი ათე­უ­ლი წე­ლია, რო­გორც სიმ­სივ­ნე, და­უნ­დობ­ლად ანად­გუ­რებს ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს.

აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ხალ­ხი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლით და­წყე­ბუ­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძით, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­თა და იმ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ფუ­ლის კე­თე­ბის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხალ­ხი და ამ მდი­დარ­თა ფე­ნამ ჩა­იგ­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 30 წე­ლია; ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცე­მენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და სა­შუ­ა­ლო ფე­ნის­თვის დარ­ჩა ნული შან­სი. სა­ერ­თოდ, 60 და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ი­დან 55 იტყვის, რომ ბი­ძი­ნა უნდა წა­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, ზოგი ხმა­მაღ­ლა იტყვის, ზოგი - ხმა­დაბ­ლა... ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სლო­გა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ასე უნდა ჟღერ­დეს: რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მდი­და­რი ქვე­ყა­ნა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი მდი­და­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში!..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
30

საარჩევნო კამპანია, ვინც შენ ხმა მოგცეს............

კახა
15

არ ჩანს ეს კაი კაცი, 2004 წლამდე რა პროკუტატურა მონასტერი იყო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გიორგი სამსახურშიც მაკითხავდა... ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთზე, პოლიტიკაზე..." - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილებზე, ოჯახზე და პოლიტიკაში წასვლაზე

"გიორგი სამსახურშიც მაკითხავდა... ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთზე, პოლიტიკაზე..." - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილებზე, ოჯახზე და პოლიტიკაში წასვლაზე

იურისტ მირიან ნიკოლაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, არასოდეს ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკას და ღიად საუბრობდა სამართლებრივ სფეროში არსებულ პრობლემებზე. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, დღე არ გავა, ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს და ამ სკანდალურ, გახმაურებულ საქმეზე არ ისაუბროს.

მისი ბრძოლის შედეგად, დღეს ამ საქმეში ბრალდებული ყველა პირი განსასჯელის სკამზე ზის. ისიც ცნობილია, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, გარკვეულ პირებსაც ამ ტრაგედიის პოლიტიზება სურდათ, მაგრამ მირიან ნიკოლაძემ ამის საშუალება არ მისცა, ამიტომ არაერთხელ ესროლეს ტალახი და არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გაისმა მისი მისამართით.

ამის გამო, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსაც კი დასჭირდათ იმის განმარტება, რომ მათი ოჯახის წევრს, ბიძას ენდობიან და ყველას მოუწოდეს, ხელი აიღონ მის ლანძღვაზე. მირიან ნიკოლაძეს მოკვლითაც კი დაემუქრა ერთ-ერთი ბრალდებულის მამა, თამაზ ხომასურიძე. დღეს ხომასურიძე ბრალდებულია სამი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის - მირიან ნიკოლაძეზე განხორციელებული მუქარის გამოც.ნიკოლაძე წლების მანძილზე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, არაერთი საქმე აქვს თავად გამოძიებული და კარგად იცის გამოძიების სპეციფიკაც, ამიტომ ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმე სამართლებრივად გამართულია, ყველა დამნაშავე გამოვლენილია და დაისჯება.

ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც მუშაობდა პროკურორად, მაგრამ სანამ ადეიშვილის დაკვეთების შესრულება მოუწევდა, იქიდან წამოვიდა და ადვოკატურაში გადაინაცვლა. ბატონი მირიანი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც, "ქართული ოცნებიდან" 2014 წელს წამოვიდა და ამბობს, რომ ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო. წლებია, როგორც ადვოკატი, არაერთ ხმაურიან საქმეში მონაწილეობდა და უამრავი ადამიანი დაუცავს.

- გიორგი შაქარაშვილთან თქვენს ურთიერთობაზეც გვიამბეთ.

- ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საოცარი ურთიერთობა გვქონდა. მე და მამამისი ერთად გაზრდილები ვართ. გიორგი როგორც კი წამოიზარდა, დავმეგობრდით. ღმერთმა ინება და ხშირად მეკონტაქტებოდა, სამსახურშიც მოდიოდა, მირეკავდა, ვურეკავდი. ძალიან წესიერი და კეთილშობილი ახალგაზრდა იყო. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, დიდებმა დიდაქტიკა ჩაუტარონ ახალგაზრდებს და მომაბეზრებელი გახდეს ეს მათთვის, მაგრამ გიორგის, პირიქით, ჰქონდა სურვილი, რომ რაღაც საკითხებზე ჩემი აზრი მოესმინა.

ხშირად მაკითხავდა და ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. სულ ვხუმრობდით, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, სიცოცხლით აღსავსე ბავშვი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელი მიკანკალებს, სოციალურ ქსელში თუ რაიმე ხუმრობის დაწერას დავაპირებ: სულ გიორგი მახსენდება, იმდენად კარგი ხუმრობა იცოდა. საოცარი ბიჭი იყო. თან ვფიქრობ - პირიქით, ეს არის გიორგისთან ურთიერთობის გაგრძელება, ჩემი ასეთი ფორმით და არა ვთქვათ, ტრაგიზმით... მობილიზებული იყო, თავისი სპორტული მომავლისთვის თავდაუზოგავად შრომობდა. ასეთი გართობებისთვის დროს იშვიათად გამონახავდა. თვეში ერთხელ შეიძლებოდა წასულიყო მსგავს წვეულებაზე...

ჩეხეთში პრაქტიკულად კონტრაქტი გააფორმა და აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჯარის საკითხი მოგვეგვარებინა. "საბურთალოს" გუნდი ძალიან კმაყოფილი იყო მისით. ტარიელ ხეჩიკაშვილი საოცარი პიროვნება, დიდი ქველმოქმედი, მოსიყვარულე კაცი ყოფილა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ენით აღუწერელია ბატონი ტარიელის თანადგომა მისი ოჯახის მიმართ. გიორგი შვილივით უყვარდა, დიდ პერსპექტივას ხედავდა მასში. რისთვის მოკლეს ასეთი ბავშვი, ეს მაინც გვითხრან მკვლელებმა. დარწმუნებული ვარ, საკადრისად დაისჯებიან.

- გიორგის საქმიდან გამომდინარე, ხშირად გლანძღავენ, იყო მუქარებიც. ეს ალბათ განსაკუთრებით მტკივნეული იქნება თქვენი შვილებისთვის. გვიამბეთ ოჯახზე.

- ჩემი მეუღლე, მერი წიკლაური პროფესიით პედიატრია. ბიჭი 16 წლისაა, გოგონა - 10-ის. ყოველთვის ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გამოვნახო. მათთან გატარებული ყოველი წუთი დიდი ბედნიერებაა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ივანე ხომ არ ადევნებს თვალყურს ამ მოვლენებს, კაცია უკვე და არ გაღიზიანდეს ან არ გაბოროტდესო. ვუპასუხე, საერთოდ არ აინტერესებს-მეთქი.

ასე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვანაირად ყოფილა: თურმე ყველაფერს ადევნებს თვალყურს. იმ კომენტარებსაც კითხულობს, სადაც მამას ულანძღავენ, ყველა გადაცემაც აქვს ნანახი. ამის მოსმენა ჩემთვის სრული შოკი იყო. საერთოდ, დინჯი, უთქმელი ბავშვია, ამბობს მაშინ, როცა საჭიროა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ გვეხუმრება-მეთქი. არა, თურმე ზეპირად იცის ყველაფერი. აანალიზებდა ამას. პრინციპული ადამიანია, ნერვიულობა ვერ შევატყვე. ეტყობა, მე რომ მშვიდად ვიყავი, ჩემი დამოკიდებულება გაიზიარა, ამან მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე.

- წარმატებული ადვოკატი ხართ და როგორც ვხედავთ, აქტიურად ჩაებით პოლიტიკაში. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- პოლიტიკაში ახლა არ ჩავრთულვარ, 2006 წლიდან სხვადასხვა პარტიის წევრი ვიყავი, დაწყებული საქართველოს კონსერვატიული პარტიით, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი, მათ შორის გენერალურ მდივნადაც. როგორც აქტიურ მოქალაქეს, სააკაშვილის რეჟიმზე მკვეთრი პროტესტი მქონდა, ეს სამზარეულოში გამოთქმულ პროტესტად რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ ჩავერთე პოლიტიკაში. შემდგომ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი და 2014 წლამდე იქ ვსაქმიანობდი. ვხედავდი მათ შეცდომებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვიტანდი ამას, სანამ 2014 წელს ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრად არ დანიშნეს. ეს უკვე იმდენად დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომ სასწრაფოდ დავწერე პარტიიდან წამოსვლის განცხადება. წარმოიდგინეთ, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც წინა ხელისუფლების სამსახურში იდგა და ჩვენს დარბევებში პრემიებსაც იღებდა, შს მინისტრად დანიშნეს!..

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რთულია, ყველა პარტიაში ვერ შეხვალ, პლატფორმა, მსოფლმხედველობა, ღირებულებები უნდა იყოს შენთვის მისაღები. ასეთი აღმოჩნდა ჩემი უახლოესი მეგობრების წრე, რომლებთანაც კონსულტაციები დიდხანს მქონდა. ცოტა კორონამაც შეგვიშალა ხელი, მაგრამ საბოლოოდ, შეიკრიბა ჯგუფი - მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე - და დავაფუძნეთ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი". კონკრეტული ხედვა მაქვს.

ვერ ვიტან პარტიულ დაპირებებს, ეკონომიკური განვითარების თითიდან გამოწოვილ, გადაწერილ პროგრამებს, ეს ჩემთვის სასაცილოა. საერთოდ, საზოგადოებას ვუჩივით დაბალი მართლშეგნების დონის გამო, მაგრამ იმავდროულად, საზოგადოებას აქვს ძლიერი ინტუიცია და გრძნობს პოლიტიკოსების არაგულწრფელობას და ხედავს მათ პირად ინტერესებს. დაახლოებით 700-800 ათასი ადამიანია, რომელიც ორგანულად ვერ იტანს ვერც "ნაცმოძრაობას", ასევე აქვს საფუძვლიანი პრეტენზიები "ქართული ოცნების" მიმართ და ხმას არასდროს მისცემს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვუპასუხოთ ამ ელექტორატის მოთხოვნებს, რომ ეს ხალხი ჩვენი ამომრჩეველი გახდეს. გულწრფელად უნდა ესაუბრო ამომრჩეველს და საბოლოოდ, პოლიტიკაში ადგილს დაიმკვიდრებ. მე და გედი ფოფხაძე დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩემი კურსელია, ჩემი შვილის ნათლიაა და ვიცი მისი შეხედულებები.

ლევან გოგიჩაიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწამებული ადამიანები არიან, ბექა ნაცვლიშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, მარიამ ჯაშს სწორი პოლიტიკური ხედვა აქვთ და იმდენად დადებითი ადამიანები არიან, რომ ეს ყველაზე დიდი კომფორტია ჩემთვის. ყველანი ცენტრისტული მიმართულების ვართ, ყველას გვაქვს კონსერვატორული ფუნდამენტი, ანუ არალიბერალური, რაციონალურ-კონსერვატორული, შეიძლება ასე ვთქვათ, მთლიანად ხედვების თანხვედრა. ჩემი ხედვა ცოტა რადიკალურ ელემენტებსაც შეიცავს, იმიტომ, რომ ვთვლი, ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს კლეპტოკრატიის განდევნა ხელისუფლების სადავეებიდან. ეს ხალხი თუ არ გავრეკეთ, არაფერი გამოვა. ეს არის ჩვენი ამოცანათა ამოცანა, ეს არის უკურნებელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სენი, რომელიც სამი ათეული წელია, როგორც სიმსივნე, დაუნდობლად ანადგურებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს.

აქ იგულისხმება ხალხი, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მამუკა ხაზარაძით, ვანო ჩხარტიშვილითა და იმ პარლამენტარებით დამთავრებული, რომლებსაც ფულის კეთების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ეს არის უპასუხისმგებლო ხალხი და ამ მდიდართა ფენამ ჩაიგდო ხელისუფლება 30 წელია; ისინი ერთმანეთს გადასცემენ ძალაუფლებას და საშუალო ფენისთვის დარჩა ნული შანსი. საერთოდ, 60 დარეგისტრირებული პარტიიდან 55 იტყვის, რომ ბიძინა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ზოგი ხმამაღლა იტყვის, ზოგი - ხმადაბლა... ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიის სლოგანი დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს: რაც შეიძლება მეტი მდიდარი ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები მდიდარი ხელისუფლებაში!..წაიკითხეთ სრულად

სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში ათობით ბავშვის მოწამვლასთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრი "იავნანა" განცხადებას ავრცელებს

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება