პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი
„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი

„შენ წინ­სა­ფარს არ იმ­სა­ხუ­რებ... აი, იმ წინ­სა­ფარს იმ­სა­ხუ­რებ!“ - სა­ნამ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი წი­ნა­და­დე­ბას და­ას­რუ­ლებ­და და „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზო­ნის ოქ­როს­ფე­რი წინ­საფ­რის პირ­ველ მფლო­ბელს და­ა­სა­ხე­ლებ­და, მა­ყუ­რე­ბელ­მა ბევ­რი ინერ­ვი­უ­ლა. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა თა­ვად სო­ლო­მონ მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ნერ­ვი­უ­ლო­ბას ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბო­და. ჟი­უ­რიმ სწო­რედ მას გა­დას­ცა ოქ­როს წინ­სა­ფა­რი, შე­დე­გად სო­ლო­მონ­მა მე­ო­თხე სე­ზო­ნის დიდ თორ­მე­ტე­ულ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მე­ო­თხე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ტრი­უმ­ფა­ტო­რის ნერ­ვი­უ­ლო­ბა ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ოქ­როს წინ­საფ­რით ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი სა­ცო­ლეს­თან მი­ვი­და და მას ხელი სთხო­ვა. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა „მას­ტერ­შეფ­ში“ და რა გეგ­მე­ბი აქვს სო­ლო­მონ მძი­ნა­რაშ­ვილს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­დის გა­გიჩ­ნდათ კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი?

- ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი. ვფიქ­რობ, ნიჭი ბა­ბუ­ი­სა და მა­მის­გან გა­მომ­ყვა. ბა­ბუა სამ­ხედ­რო მზა­რე­უ­ლი იყო, მა­მაც ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებს.

შო­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში მა­მა­ჩემს ვეხ­მა­რე­ბო­დი ხოლ­მე. და­მო­უ­კი­დებ­ლად მომ­ზა­დე­ბა ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი კერ­ძი, რო­მე­ლიც მო­ვამ­ზა­დე, იყო კარ­ტო­ფი­ლი ოჯა­ხუ­რად, ჩემი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი. მახ­სოვს, დიდი შე­ქე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ამან დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე შე­მეს­წავ­ლა კუ­ლი­ნა­რია.

- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას რამე დაბ­რკო­ლე­ბა ხომ არ შეგ­ხვდათ? ხომ იყო (და დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი) სტე­რე­ო­ტი­პე­ბი მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ჩემს ოჯახ­ში არ იყო, თუმ­ცა სა­ნამ კუ­ლი­ნა­რი­ის შეს­წავ­ლას და­ვი­წყებ­დი, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ერთ-ერთ ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას, გა­მოც­დე­ბის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. გუ­ლის სიღ­რმე­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და კუ­ლი­ნა­რის პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი, ამი­ტომ გა­მოც­დე­ბამ­დე ოჯახ­ში გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ მე კუ­ლი­ნა­რი­ის სწავ­ლა მინ­დო­და. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე და მას შემ­დეგ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ.

- „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ვისი იდეა იყო?

- ჩემი სა­ცო­ლის. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის „მას­ტერ­შეფს“ უყუ­რებ­და, ქარ­თულ­საც და მე­უბ­ნე­ბო­და, მეც მე­ცა­და ბედი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვა­დაც მინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ აქამ­დე ვერ ვრის­კავ­დი.

- რა მო­ლო­დი­ნე­ბი გქონ­დათ? ფიქ­რობ­დით, რომ ოქ­როს წინ­სა­ფარს აი­ღებ­დით?

- სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჟი­უ­რის­თან გას­ვლამ­დე ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ წინ­სა­ფარს ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. მო­ვის­მი­ნე მათი შე­ფა­სე­ბა - და­დე­ბი­თიც, უარ­ყო­ფი­თიც... ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი და ეჭ­ვე­ბი გა­მიჩ­ნდა, უკვე აღარ ვფიქ­რობ­დი, რომ იქი­დან წინ­საფ­რით გა­მო­ვი­დო­დი.

შეფი ლე­ვა­ნი ჩემ­თან რომ მო­ვი­და და მი­თხრა, წინ­სა­ფა­რი არ გე­კუთ­ვნი­სო, ეგ იყო პიკი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი! ყო­ვე­ლი წამი სა­უ­კუ­ნედ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. როცა მი­თხრეს, ოქ­როს წინ­სა­ფა­რი აი­ღეო, მა­გის მერე აღა­რა­ფე­რი აღარ მეს­მო­და, შოკ­ში ვი­ყა­ვი. ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ მე ეს შევ­ძე­ლი და ოქ­როს წინ­სა­ფა­რი მო­ვი­პო­ვე.

- ასე­თი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორ მო­იკ­რი­ბეთ ძალა, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ და შეყ­ვა­რე­ბულს ხელი სთხო­ვეთ?

- არა­ნაკ­ლებ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ხე­ლის თხოვ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ვი­ღე. რო­გორც გი­თხა­რით, „მას­ტერ­შეფ­ში“ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ვე­დი და არ მინ­დო­და იმე­დი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა. ვი­ფიქ­რე: „მე თუ დღეს წინ­სა­ფარს მი­ვი­ღებ, გა­ვა­კე­თებ იმას, რაც დიდი ხა­ნია მინ­და.“ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად მი­ე­წყო: ჟი­უ­რის წი­ნა­შე გა­მო­ვე­დი, ჩემი კერ­ძი მო­ე­წო­ნათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვის ნაც­ვლად ოქ­როს წინ­სა­ფა­რი მომ­ცეს... ამ დღეს იდე­ა­ლუ­რამ­დე მხო­ლოდ ერთი რამ აკ­ლდა და ის ერ­თიც გა­ვა­კე­თე - საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ხელი ვთხო­ვე.

- თქვე­ნი სა­ცო­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

- დიახ, ვერ მიხ­ვდა, რა­ტომ გა­მო­ვი­ქე­ცი უკან, რას ვა­პი­რებ­დი... ბე­ჭე­დი რომ ვაჩ­ვე­ნე, სა­ოც­რად გა­უკ­ვირ­და. ეს დღე არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა - ერთ დღეს გან­ვი­ცა­დე 2 ყვე­ლა­ზე დიდი - პი­რა­დუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- რას უნდა ვე­ლო­დოთ სო­ლო­მონ მძი­ნა­რაშ­ვი­ლის­გან „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზონ­ში?

- ჩე­მე­ბუ­რი ხედ­ვა მაქვს ქარ­თულ და ევ­რო­პულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე. შე­ვეც­დე­ბი, მე­ო­თხე სე­ზო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ! მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს, შემ­დეგ - ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს - გა­ვუ­მარ­თლო იმე­დე­ბი. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მო­ვი­პო­ვე - საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ხელი ვთხო­ვე და დამ­თან­ხმდა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­ვი­მარ­ჯვო!

ავტორი:

„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი

„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი

„შენ წინსაფარს არ იმსახურებ... აი, იმ წინსაფარს იმსახურებ!“ - სანამ ლევან კობიაშვილი წინადადებას დაასრულებდა და „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ოქროსფერი წინსაფრის პირველ მფლობელს დაასახელებდა, მაყურებელმა ბევრი ინერვიულა. რა თქმა უნდა, ჩვენი ნერვიულობა თავად სოლომონ მძინარაშვილის ნერვიულობას ვერ გაუტოლდებოდა. ჟიურიმ სწორედ მას გადასცა ოქროს წინსაფარი, შედეგად სოლომონმა მეოთხე სეზონის დიდ თორმეტეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა.

მეოთხე სეზონის პირველი გადაცემის ტრიუმფატორის ნერვიულობა ამით არ დამთავრებულა, ოქროს წინსაფრით ხელდამშვენებული საცოლესთან მივიდა და მას ხელი სთხოვა. როგორ აღმოჩნდა „მასტერშეფში“ და რა გეგმები აქვს სოლომონ მძინარაშვილს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?

- ბავშვობიდან მქონდა კულინარიისადმი სიყვარული და ინტერესი. ვფიქრობ, ნიჭი ბაბუისა და მამისგან გამომყვა. ბაბუა სამხედრო მზარეული იყო, მამაც ძალიან კარგად ამზადებს.

შორეულ ბავშვობაში მამაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე. დამოუკიდებლად მომზადება ცოტა მოგვიანებით დავიწყე. პირველი კერძი, რომელიც მოვამზადე, იყო კარტოფილი ოჯახურად, ჩემი საყვარელი კერძი. მახსოვს, დიდი შექება დაიმსახურა და ამან დიდი სტიმული მომცა, რომ პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა კულინარია.

- პროფესიის არჩევისას რამე დაბრკოლება ხომ არ შეგხვდათ? ხომ იყო (და დღესაც არის შემორჩენილი) სტერეოტიპები მზარეულის პროფესიასთან დაკავშირებით.

- სტერეოტიპები ჩემს ოჯახში არ იყო, თუმცა სანამ კულინარიის შესწავლას დავიწყებდი, არჩევანის წინაშე დავდექი. უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას, გამოცდებისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდი. გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა კულინარის პროფესიას დავუფლებოდი, ამიტომ გამოცდებამდე ოჯახში გამოვაცხადე, რომ მე კულინარიის სწავლა მინდოდა. კულინარიული კოლეჯი დავამთავრე და მას შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობ.

- „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება ვისი იდეა იყო?

- ჩემი საცოლის. სხვადასხვა ქვეყნის „მასტერშეფს“ უყურებდა, ქართულსაც და მეუბნებოდა, მეც მეცადა ბედი. სიმართლე გითხრათ, თავადაც მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ აქამდე ვერ ვრისკავდი.

- რა მოლოდინები გქონდათ? ფიქრობდით, რომ ოქროს წინსაფარს აიღებდით?

- საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ჟიურისთან გასვლამდე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ წინსაფარს ვიმსახურებდი. მოვისმინე მათი შეფასება - დადებითიც, უარყოფითიც... ძალიან ავნერვიულდი და ეჭვები გამიჩნდა, უკვე აღარ ვფიქრობდი, რომ იქიდან წინსაფრით გამოვიდოდი.

შეფი ლევანი ჩემთან რომ მოვიდა და მითხრა, წინსაფარი არ გეკუთვნისო, ეგ იყო პიკი - ფსიქოლოგიური სტრესი! ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. როცა მითხრეს, ოქროს წინსაფარი აიღეო, მაგის მერე აღარაფერი აღარ მესმოდა, შოკში ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ მე ეს შევძელი და ოქროს წინსაფარი მოვიპოვე.

- ასეთი ნერვიულობის შემდეგ როგორ მოიკრიბეთ ძალა, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ და შეყვარებულს ხელი სთხოვეთ?

- არანაკლებ ვნერვიულობდი, ხელის თხოვნის გადაწყვეტილება რომ მივიღე. როგორც გითხარით, „მასტერშეფში“ მისი ინიციატივით მივედი და არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა. ვიფიქრე: „მე თუ დღეს წინსაფარს მივიღებ, გავაკეთებ იმას, რაც დიდი ხანია მინდა.“ ყველაფერი იდეალურად მიეწყო: ჟიურის წინაშე გამოვედი, ჩემი კერძი მოეწონათ, ჩვეულებრივის ნაცვლად ოქროს წინსაფარი მომცეს... ამ დღეს იდეალურამდე მხოლოდ ერთი რამ აკლდა და ის ერთიც გავაკეთე - საყვარელ ადამიანს ხელი ვთხოვე.

- თქვენი საცოლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...

- დიახ, ვერ მიხვდა, რატომ გამოვიქეცი უკან, რას ვაპირებდი... ბეჭედი რომ ვაჩვენე, საოცრად გაუკვირდა. ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება - ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება.

- რას უნდა ველოდოთ სოლომონ მძინარაშვილისგან „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონში?

- ჩემებური ხედვა მაქვს ქართულ და ევროპულ სამზარეულოზე. შევეცდები, მეოთხე სეზონი განსაკუთრებული იყოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! მინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შემდეგ - ჩემს საყვარელ ადამიანებს - გავუმართლო იმედები. ცხოვრებისეული გამარჯვება უკვე მოვიპოვე - საყვარელ ადამიანს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „მასტერშეფში“ გავიმარჯვო!

ეკა ბესელიას შვილი დაინიშნა  - ვინ არის პარლამენტარის სარძლო? (ფოტოები ნიშნობიდან)

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"