მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიდგინეს COVID-19... მეორე დღეა ველოდები სასწრაფოს, რომ გადამიყვანონ" - რას ჰყვება ბათუმში მცხოვრები ინფიცირებული მოქალაქე
"დამიდგინეს COVID-19... მეორე დღეა ველოდები სასწრაფოს, რომ გადამიყვანონ" - რას ჰყვება ბათუმში მცხოვრები ინფიცირებული მოქალაქე

ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი აჩი გო­გუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ ორი დღის წინ covid- 19 და­უდ­გი­ნეს. რო­გორც ახალ­გარ­და მა­მა­კა­ცი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტეს­ტმა მცდა­რი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, რად­გან მას და მის ოჯა­ხის წევ­რებს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გა­აჩ­ნი­ათ.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ ვი­ყა­ვი გა­ცი­ე­ბუ­ლი, Მქონ­და სი­ცხე. ვიმ­კურ­ნა­ლე "პა­რა­ცე­ტა­მო­ლით" და გა­მი­ა­რა ყვე­ლა ჩი­ვილ­მა. მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე ტეს­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ვარ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ტეს­ტის გა­კე­თე­ბის დროს მი­თხრეს, რომ 2 დღე­ში და­გი­რე­კავთ თუკი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხართ გა­და­გიყ­ვანთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დი­თო.

ორის მა­გივ­რად მე­ო­თხე დღეს შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მჭირს. მი­თხრეს, რომ სას­წრა­ფო მო­მა­კი­თხავ­და და გა­და­მიყ­ვან­და კლი­ნი­კა­ში. ვე­ლო­დე­ბი უკვე მე­ო­რე დღეა სას­წრა­ფოს და არა­ვინ არ მო­სუ­ლა, გა­დაყ­ვა­ნა­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი, არც მო­ვუ­კი­თხი­ვარ არა­ვის " - გვიყ­ვე­ბა აჩი გო­გუ­ა­ძე.

კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი მე-6-ე დღეა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს მე­უღ­ლე, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და დედ-მამა. Მათ­გან ტეს­ტი მხო­ლოდ მე­უღ­ლეს ჩა­უ­ტარ­და.

"ტეს­ტი გა­უ­კეთ­და მხო­ლოდ მე­უღ­ლეს და აჩ­ვე­ნა და­დე­ბი­თი. თა­ვი­დან რომ გვქონ­და სი­ცხე მას შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღეა არა­ვის არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გაგ­ვაჩ­ნია. Ჩვე­უ­ლებ­რივ ვართ.

პა­რა­ცე­ტა­მო­ლით თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი რჩე­ბა ავ­შე­ნე­ბულ­ვართ. თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა­ტომ არ მო­დის სას­წრა­ფო და რა­ტომ არ გა­დავ­ყა­ვართ კლი­ნი­კა­ში?!" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს აჩი გო­გუ­ა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენა
43

დაიცადე, ახლა არ ჭირდებით სათვალავში, ამ დღეებში მიგაერთებენ სტატისტიკაზე.

ALEXANDER
59

და, რა აუცილებელია ამის თაობაზე მთელ ქვეყანას ამცნო? ხომ შეგიძლია, უბრალოდ დაურეკო სასწრაფოს, ზედმეტი ბაზრის გარეშე. ათასობით ადამიანია ასეთ დღეში, ყველას უვლიან. შენ რითი ხარ გამორჩეული?

ავტორი:

"დამიდგინეს COVID-19... მეორე დღეა ველოდები სასწრაფოს, რომ გადამიყვანონ" - რას ჰყვება ბათუმში მცხოვრები ინფიცირებული მოქალაქე

"დამიდგინეს COVID-19... მეორე დღეა ველოდები სასწრაფოს, რომ გადამიყვანონ" - რას ჰყვება ბათუმში მცხოვრები ინფიცირებული მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები აჩი გოგუაძე ამბობს, რომ ორი დღის წინ covid- 19 დაუდგინეს. როგორც ახალგარდა მამაკაცი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, სავარაუდოდ, ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა, რადგან მას და მის ოჯახის წევრებს არანაირი სიმპტომი არ გააჩნიათ.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი გაციებული, Მქონდა სიცხე. ვიმკურნალე "პარაცეტამოლით" და გამიარა ყველა ჩივილმა. მაინც გადავწყვიტე ტესტი გამეკეთებინა. დამირეკეს და მითხრეს, რომ ვარ კოვიდინფიცირებული. ტესტის გაკეთების დროს მითხრეს, რომ 2 დღეში დაგირეკავთ თუკი ინფიცირებული ხართ გადაგიყვანთ სასწრაფო დახმარების ბრიგადითო.

ორის მაგივრად მეოთხე დღეს შემატყობინეს, რომ კორონავირუსი მჭირს. მითხრეს, რომ სასწრაფო მომაკითხავდა და გადამიყვანდა კლინიკაში. ველოდები უკვე მეორე დღეა სასწრაფოს და არავინ არ მოსულა, გადაყვანაზე ზედმეტია ლაპარაკი, არც მოვუკითხივარ არავის " - გვიყვება აჩი გოგუაძე.

კოვიდინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ მისი ოჯახი მე-6-ე დღეა თვითიზოლაციაშია. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და დედ-მამა. Მათგან ტესტი მხოლოდ მეუღლეს ჩაუტარდა.

"ტესტი გაუკეთდა მხოლოდ მეუღლეს და აჩვენა დადებითი. თავიდან რომ გვქონდა სიცხე მას შემდეგ, რამდენიმე დღეა არავის არანაირი სიმპტომი არ გაგვაჩნია. Ჩვეულებრივ ვართ.

პარაცეტამოლით თუ კორონავირუსი რჩება ავშენებულვართ. თუ ინფიცირებულები ვართ, რატომ არ მოდის სასწრაფო და რატომ არ გადავყავართ კლინიკაში?!" - ეუბნება AMBEBI.GE-ს აჩი გოგუაძე.

ვინ არიან ანუკი არეშიძის უფროსი ძმა და რძალი, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს

ქუთაისის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ - ისინი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდნენ

"ამდენ ტანჯვას უძლებს... მეუღლე გვერდიდან არ შორდება" - რას ჰყვება მეგობარი ზურა დოიჯაშვილზე, რომელიც 5 თვეა ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული