პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე
"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კლიპს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მცი­რე­წლო­ვან­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ასა­ხავს, ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მმარ­თვე­ლი გუნ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტე­ბის, ცოტ­ნე ანა­ნი­ძი­სა და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი კლი­პი "ფე­ის­ბუქ­ში" გუ­შინ გავ­რცელ­და. ვი­დე­ორ­გოლ­ში მო­ზარ­დებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბი აც­ვი­ათ და მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხარ­დამ­ჭე­რი პლა­კა­ტე­ბი უჭი­რავთ.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს მათი კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ორ­გოლ­თან. მა­ჟო­რი­ტარ­მა კან­დი­და­ტებ­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­დეს, რომ კლი­პი რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტი მშობ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და მათ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნი­ათ.

ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი შე­საძ­ლოა მარ­თლაც არ იყო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეკ­ვე­თა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის სა­არჩვე­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ბავ­შე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უცხო არ არის.

ბოლო პე­რი­ოდ­ში არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­ვამ­ჩნევთ, რომ სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, ამომ­რჩე­ველ­თა შეხ­ვედ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი, სავ­სეა ბავ­შვებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ფო­ტო­ე­ბით.

პო­ლი­ტი­კა­ში ბავ­შვე­ბის, რო­გორც მო­მავ­ლი­სა და გულ­წრფე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს, გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა არ­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის­თვი­საც. თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ამ ხერ­ხს აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავ­დნენ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში მრავ­ლად მო­ი­პო­ვე­ბა ლე­ნი­ნის, სტა­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლე­რის ფო­ტო­ე­ბი ბავ­შვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" იუ­რის­ტი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, მო­ზარ­დე­ბის, რო­გორც უსუ­ლო საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ეს კონ­კრე­ტუ­ლი კლი­პი არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს ბავ­შვე­ბი, რო­გორც უსუ­ლო ობი­ექ­ტე­ბი, რად­გან მათ მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბი არ იყო მათი აზრი. უფ­რო­სებ­მა იმოქ­მე­დეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბით ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რაც არის ბავ­შვე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის მშო­ბელ­ზე, რა­ტომ მის­ცა ამის უფ­ლე­ბა ვინ­მეს, რომ მისი შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი ამ კამ­პა­ნი­ა­ში. შე­საძ­ლოა მათ არ აქვთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი დონე. თუ ეს ასეა, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ აუხ­სნას მშო­ბელს, რა­ტომ არის ეს სა­ზი­ა­ნო. მაგ­რამ აქ ჩვენ ვხე­დავთ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პა­სი­ურ რე­ა­გი­რე­ბას. რაც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას მოწ­მობს. ამას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ ჩვენ ვერ ვნა­ხეთ რამე სა­ხის რე­ა­გი­ე­რე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე. თუნ­დაც ცე­ეს­კოს­გან ვე­ლო­დით რა­ი­მე სა­ხის რე­აქ­ცი­ას, კო­მენ­ტა­რის დო­ნე­ზე მა­ინც" , - აცხა­დებს ambebi.ge -სთან ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გვიხ­სნის, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ბავ­შე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის სა­კი­თხზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ზო­გა­დად მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მსგავს შემ­თხვე­ვებ­საც მო­ი­ცა­ვენ.

"ჩვენ გვაქვს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ბავ­შვთა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში აშ­კა­რად ირ­ღვე­ვა ეს ნორ­მა. თუმ­ცა ვინ უნდა მო­ი­თხო­ვოს ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა?! გა­მო­დის, რომ მშობ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა იდა­ონ სა­სა­მარ­თლო­ში. ჩვენ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, არ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ მშობ­ლის სურ­ვი­ლის გა­რე­შე გა­ვა­სა­ჩივ­როთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქმე­დე­ბა და მო­ვი­თხო­ვოთ ამ პრაქ­ტი­კის აღ­კვე­თა. ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის რიგ ქვეყ­ნებ­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ი­ტა­ნონ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში და ბავ­შვის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა ამას არ სჭირ­დე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

  • რა­ტომ არის სა­ზი­ა­ნო ბავ­შე­ბის პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ებ­ში ჩარ­თვა?

"გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი მაია ქურ­ცი­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბაა იყოს ისეთ სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მას ეხე­ბა.

"და­უშ­ვე­ლია ბავ­შვე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა. მათი ისეთ ღო­ნი­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვა, სა­დაც მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი, სა­დაც ბავ­შვებს არ შე­ეძ­ლე­ბათ აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი და გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი აზრი. ეს შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის აქ­ტი­ვო­ბებს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სა­დაც შე­საძ­ლოა ბავ­შვე­ბი რა­ი­მე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ობი­ექ­ტად იქ­ცნენ", - ამ­ბობს მაია ქურ­ცი­კი­ძე.

"მშობ­ლებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ პირ­ვე­ლი - ეს არის ბავ­შვის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, რად­გან მას ვე­პყრო­ბით რო­გორც ობი­ექტს და არა, რო­გორც - პი­როვ­ნე­ბას. მე­ო­რე, ეს არის ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დარ­ღვე­ვა და მას­ზე სტიგ­მის მი­ყე­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, ეს ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გახ­დნენ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლე­ბი მო­მა­ვალ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში. რო­დე­საც ბავ­შვებ­მა სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­აპ­რო­ტეს­ტეს მათი გა­მო­ჩე­ნა მე­დი­ა­ში მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი გა­ი­ზარ­დნენ და სა­კუ­თა­რი ხედ­ვა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. " - გან­მარ­ტავს ambebi.ge -სთან ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bito
19

რამდენად არადამიანი უნდა იყო რომ რაღაც კლიპზე მართლა პოლიტიკა ააგო.ეს უვიცების ბაზარია და არა ბავშვთა უფლებების დაცვა...

დ.დ.
3

რა მოხდება რამოდენიმე წყვილი ნასკის შესაძენად, ერთ-ორი კაპიკი რომ გამოიყოს ბიუჯეტიდან. ნუთუ მართლა ამ დონის მათხოვრები ვართ!? ცოდვა არაა ეს ხალხი? ეს სურათი რომ ვინმე ევროპელმა ნახოს, სად გამოვყოთ მერე ჩვენი ჭკუით გატენილი თავები!

ავტორი:

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კლიპს, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მცირეწლოვანთა მონაწილეობას ასახავს, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების, ცოტნე ანანიძისა და ზაალ მიქელაძის მხარდასაჭერი კლიპი "ფეისბუქში" გუშინ გავრცელდა. ვიდეორგოლში მოზარდებს "ქართული ოცნების" მაისურები აცვიათ და მმართველი გუნდის მხარდამჭერი პლაკატები უჭირავთ.

მმართველი გუნდის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს მათი კავშირი აღნიშნულ ვიდეორგოლთან. მაჟორიტარმა კანდიდატებმა მედიასთან განაცხადეს, რომ კლიპი რამდენიმე აქტივისტი მშობლის ინიციატივა იყო და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

ეს კონკრეტული ფაქტი შესაძლოა მართლაც არ იყო პოლიტიკოსების შეკვეთა, თუმცა ქართული პოლიტიკისთვის საარჩვენო კამპანიაში ბავშების მონაწილეობის შემთხვევები უცხო არ არის.

ბოლო პერიოდში არჩევნების მონაწილე პარტიების საარჩევნო კამპანიას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ სარეკლამო პოსტერები, ვიდეორგოლები, ამომრჩეველთა შეხვედრების ამსახველი ფოტოალბომები, სავსეა ბავშვებთან ჩახუტებული პოლიტიკოსების ფოტოებით.

პოლიტიკაში ბავშვების, როგორც მომავლისა და გულწრფელობის სიმბოლოს, გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკაა არერთი სხვა ქვეყნისთვისაც. თუ ისტორიას გადავხედავთ, ამ ხერხს აქტიურად მიმართავდნენ ტოტალიტარული სახელმწიფოებიც. საარქივო მასალებში მრავლად მოიპოვება ლენინის, სტალინისა და ჰიტლერის ფოტოები ბავშვების გარემოცვაში.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში, სადაც ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერება გაცილებით მაღალია, მოზარდების, როგორც უსულო საგნების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის, მიუღებელია.

"ეს კონკრეტული კლიპი არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენეს ბავშვები, როგორც უსულო ობიექტები, რადგან მათ მიერ გახმოვანებული მესიჯები არ იყო მათი აზრი. უფროსებმა იმოქმედეს მარკეტინგული სტრატეგიებით ბავშვების მონაწილეობით, რაც არის ბავშვების ბოროტად გამოყენება. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არის მშობელზე, რატომ მისცა ამის უფლება ვინმეს, რომ მისი შვილი ყოფილიყო ჩართული ამ კამპანიაში. შესაძლოა მათ არ აქვთ ინფორმირებულობის შესაბამისი დონე. თუ ეს ასეა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ აუხსნას მშობელს, რატომ არის ეს საზიანო. მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან პასიურ რეაგირებას. რაც ბავშვთა უფლებების სფეროში არაკომპეტენტურობას მოწმობს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ რამე სახის რეაგიერება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. თუნდაც ცეესკოსგან ველოდით რაიმე სახის რეაქციას, კომენტარის დონეზე მაინც" , - აცხადებს ambebi.ge -სთან ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი გვიხსნის, რომ კონკრეტულად ბავშების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხზე საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს, თუმცა ზოგადად მოქმედი რეგულაციები მსგავს შემთხვევებსაც მოიცავენ.

"ჩვენ გვაქვს, როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბავშვთა ინტერესის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევებში აშკარად ირღვევა ეს ნორმა. თუმცა ვინ უნდა მოითხოვოს ბავშვის უფლებების დაცვა?! გამოდის, რომ მშობლის წინააღმდეგ უნდა იდაონ სასამართლოში. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ გვაქვს უფლება, რომ მშობლის სურვილის გარეშე გავასაჩივროთ პოლიტიკოსების ქმედება და მოვითხოვოთ ამ პრაქტიკის აღკვეთა. ევროპისა და ამერიკის რიგ ქვეყნებში უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით შეიტანონ სარჩელი სასამართლოში და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამას არ სჭირდება", - გვეუბნება ანა არგანაშვილი.

  • რატომ არის საზიანო ბავშების პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვა?

"გაეროს ბავშვთა ფონდის" კომუნიკაციის პროგრამის მენეჯერი მაია ქურციკიძე მიიჩნევს, რომ ბავშვის უფლებაა იყოს ისეთ საკითხებზე ინფორმირებული, რომელიც მას ეხება.

"დაუშველია ბავშვების მანიპულაციის ობიექტებად გამოყენება. მათი ისეთ ღონიძიებებში ჩართვა, სადაც მათი მონაწილეობა იქნება მინიმალური, სადაც ბავშვებს არ შეეძლებათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გამოხატონ თავიანთი აზრი. ეს შეეხება არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდის აქტივობებს, არამედ ნებისმიერ სხვა ღონისძიებებს, სადაც შესაძლოა ბავშვები რაიმე მანიპულაციის ობიექტად იქცნენ", - ამბობს მაია ქურციკიძე.

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ პირველი - ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა, რადგან მას ვეპყრობით როგორც ობიექტს და არა, როგორც - პიროვნებას. მეორე, ეს არის ბავშვის პერსონალური ინფორმაციის დარღვევა და მასზე სტიგმის მიყენება. შესაძლოა, ეს ბავშვები ძალიან მარტივად გახდნენ ბულინგის მსხვერპლები მომავალში. ძალიან კარგი მაგალითები არსებობს დასავლურ ქვეყნებში. როდესაც ბავშვებმა სამართლებრივად გააპროტესტეს მათი გამოჩენა მედიაში მას შემდეგ, რაც ისინი გაიზარდნენ და საკუთარი ხედვა ჩამოუყალიბდათ. " - განმარტავს ambebi.ge -სთან ანა არგანაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დაზიანებულია კიდურები, არის მოტეხილობები და დამწვრობა" - რა მდგომარეობაშია ქუთაისში, ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას დაშავებული მამაკაცი

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება ელექტრომომარაგება 19 სექტემბერს?