მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე
"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

რა ვქნათ, სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში შევ­ხე­დოთ. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგა­ვართ იტა­ლი­ე­ლებს და ეს­პა­ნე­ლებს, ვიდ­რე სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებს, ან გერ­მა­ნე­ლებს, - ასე უპა­სუ­ხა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­სულ კვი­რას ქორ­წილ­ში მყოფ ორ სტუ­მარს ახა­ლი კორ­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ვირუს­თან მი­მარ­თე­ბით ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რომ იმა­ზე მეტი ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს, ვიდ­რე დღეს სა­ჭი­როა, მა­შინ ამას სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა, რაც დიდ დის­კომ­ფორ­ტს გა­მო­იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს ის ინ­ტერ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში საკ­მა­რი­სია, იმის­თვის, რომ ინ­ფექ­ცია მთელ ქვე­ყა­ნა­ში არ გავ­რცელ­დეს. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ახერ­ხებს. ოპ­ტის­მის­ტი ვარ და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას მო­ვა­ხერ­ხებთ. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ზედ­მე­ტად გავ­თა­მამ­დეთ და უგუ­ლე­ბელ­ვყოთ საფრ­თხე. ჩვენ ძა­ლი­ან უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ იმას, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ და უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია.

ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, და­მი­ჯე­რეთ, არ არის ისე­თი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს მისი შეს­რუ­ლე­ბა. ესაა პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბით ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა. ეს მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბია და რო­გორ­ღაც, ნუ გა­ვა­ტანთ ქარს იმას,რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ. მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ყვე­ლა საფრ­თხემ უკვე ჩა­ი­ა­რა, ეს თვი­თონ შე­ი­ცავს უდი­დეს საფრ­თხეს. ეს არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ნუ ჩავ­თვლით, რომ ყვე­ლა საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად შემ­თხვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო, ეს ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კას, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პა­სუ­ხობს, რომ არა.

:არა, იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან, რო­დე­საც პან­დე­მია იწყე­ბო­და რის­კის მო­ლო­დი­ნი მა­შინ მეტი იყო. არა­ვინ ვი­ცო­დით, რა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბო­და ეს პან­დე­მია. საფრ­თხე იყო იმი­სა, რომ სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბის გა­რე­შე და­ა­ვა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის სახე მი­ე­ღო. ახლა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ძი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა, მათ შო­რის ჩვენც, თუ რა მო­ლო­დი­ნი უნდა გვქონ­დეს, რა შემ­თხვე­ვებ­ში. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ექი­მე­ბიც და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დიც ვთვლით, რომ ამ მო­ცუ­ლო­ბის მა­ტე­ბა და ისიც, რომ ზო­გი­ერთ ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე არ წარ­მო­ად­გენს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს ქვეყ­ნის­თვის, არ მო­ი­თხოვს სა­გან­გე­ბო ზო­მებს და ჩა­კეტ­ვას. ქვე­ყა­ნამ ის­წავ­ლა პან­დე­მი­ის მარ­თვა მათ შო­რის კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი გა­ცი­ლე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლია და დღე­ში, ის ორი თუ სამი ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის­თვის რა­ი­მე დიდ დატ­ვირ­თვას არ წარ­მო­ად­გენს“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ხალხი რომ ამოხუთეთ ნიღბებში მაშინ არა ვართ ლაღი ერი და ტიკარაძეს რომ მოუნდა და 400 ექიმი ერთად ვგულაობთ მაშინ რა ხდება?

არააა
0

ლაღი სადრა ვართ ბატონო თენგიზ დეპრესიული და გაუბედურებულ;ი ერი ვართ ბარემაც გვინდა სილაღე და სიხარული მაგრამ ვინ გვაძლევს ბედნუიერების უფლებას ეეეეხ.

ავტორი:

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს, ან გერმანელებს, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გასულ კვირას ქორწილში მყოფ ორ სტუმარს ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, რაც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს მოსახლეობაში.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტისმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია.

ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას,რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად შემთხვევების დაფიქსირებისა ხელისუფლებამ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ არა.

:არა, იმიტომ, რომ თავიდან, როდესაც პანდემია იწყებოდა რისკის მოლოდინი მაშინ მეტი იყო. არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა ეს პანდემია. საფრთხე იყო იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო. ახლა, მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენც, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რა შემთხვევებში. ამ გამოცდილების საფუძველზე ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება და ისიც, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით მომზადებულია და დღეში, ის ორი თუ სამი ათეული შემთხვევა კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება

კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება?

"უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის" - ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა