სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?
"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

4 სექ­ტემ­ბერს, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 26 წლი ახალ­გაზ­რდა, გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. სამ­წუ­ხა­როდ, აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, ბიჭი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ორი და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ნინო ომა­ნა­ძის ძმის­შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნი­ნომ მისი ფო­ტო­ე­ბი თა­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გიგა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მას მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კლუბ "დეჟა­ვუ­ში" კონ­დინ­ცი­ო­ნერს ამონ­ტა­ჟებ­დნენ და სწო­რედ ამ დროს აფეთ­ქდა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი. მთე­ლი დღე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს არ­კვევ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის, ხა­თუ­ნა ნო­ზა­ძის თა­ნაკ­ლა­სე­ლის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მის­გან გა­ი­გო ოჯახ­მა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი.

ხა­თუ­ნა ნო­ზა­ძე:

- შოკ­ში ვარ, იმის და­ჯე­რე­ბა მი­ჭირს, რომ 26 წლის ულა­მა­ზე­სი ბიჭი ცო­ცხა­ლი აღარ არის. თქვენ არ იცით, რო­გო­რი ახალ­გაზ­რდა და­კარ­გა ქვე­ყა­ნამ. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, მშრო­მე­ლი, თბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა.

ტე­ლე­ვი­ზი­ით როცა გავ­რცელ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის კად­რე­ბი და ით­ქვა აფეთ­ქე­ბა მოხ­დაო, ამ კად­რებ­ში და­ი­ნა­ხეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა გი­გას მან­ქა­ნა. მას მერე ყველ­გან ეძებ­დნენ, მაგ­რამ ვერ­სად პო­უ­ლობ­დნენ. გი­გას მა­მი­დამ, ნი­ნომ და­მი­რე­კა, - კად­რებ­ში ჩანს გი­გას მან­ქა­ნა და ბავ­შვს ვერ­სად ვპო­უ­ლობთ, იქ­ნებ და­მეხ­მა­რო გარ­კვე­ვა­შიო. ტი­რო­და, დაჭ­რი­ლებ­ში არ არის გიგა, მისი ძმა­კა­ცე­ბი არი­ა­ნო...

გა­დავ­რე­კე და ჯერ მი­თხრეს 23 წლის არი­სო, მივ­წე­რე ნი­ნოს, - მგო­ნი გა­დავ­რჩით-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ლე­ვე მომ­წე­რეს 26 წლის ახალ­გაზ­რდა, გვა­რად, გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შიო. სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დი, დე­და­მისს ამ ამ­ბავს ვერ ვე­ტყო­დი და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი მა­მი­დის­თვის მეთ­ქვა, ჩემ­გან გა­ი­გო ნი­ნომ, რომ მისი უთ­ბი­ლე­სი ძმის­შვი­ლი ცო­ცხა­ლი აღარ იყო. დღემ­დე შოკ­ში ვარ. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მა­მი­დას და ძმის­შვილს, ყვე­ლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. ულა­მა­ზე­სი ბიჭი იყო გიგა.

იმე­დია, გა­ირ­კვე­ვა რა მოხ­და და რას შე­ე­წი­რა, მაგ­რამ რა უნდა ქნას დე­დამ, ოჯახ­მა?!

თქვენ არ იცით, რა სიმ­წრით გა­ზარ­და შვი­ლე­ბი დე­და­მის­მა. მე­უღ­ლეს გა­ცი­ლე­ბუ­ლია და სამი ვაჟ­კა­ცის გა­ზარ­და და ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა ად­ვი­ლი არ არის. გიგა უფ­რო­სი შვი­ლი იყო. ადრე"მის­ტერ მას­ტერ­ში" მუ­შა­ობ­და, ნუ­ლი­დან და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, თბი­ლის­ში ბინა იყი­და, ცოლი შე­ირ­თო, შვი­ლი ჰყავ­და და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­როდ­ნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, შრო­მას არას­დროს თა­კი­ლობ­და. თა­ვი­სით მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კაცი იყო. ჩვენ­თვის უც­ნო­ბია იქ რა მოხ­და, იმე­დია გა­ირ­კვე­ვა, მაგ­რამ ეს ვე­რა­ნა­ი­რი ნუ­გე­შია დე­დის­თვის... ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობს მისი ოჯა­ხი, არ ვიცი, რო­გორ უნდა მი­ვუ­სამ­ძიმ­რო დე­და­მისს. ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია რა უნდა მოხ­დეს. მე­უღ­ლე ბორ­ჯო­მე­ლი ჰყავს, იქ ყო­ფი­ლა დე­და­მის­თან, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ამ­ბობ­და თურ­მე, - გული ცუდს მიგ­რძნობ­სო. ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, ლე­გენ­დე­ბი და­დის მათ სიყ­ვა­რულ­ზე. აღ­მერ­თებ­და გიგა თა­ვის ცოლს, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და უცებ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია."

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
1

ღმერთმა გაანათლოს! სასუფეველი დაუმკვიდრდეს მართალთა შორის! თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებს! უფალო, შეგვეწიე! რა გვჭირს__ სულ ცუდი, ცუდი! დაზაფრულს აღარც ტელევიზორის ყურება მინდა, აღარც ,,ახალი ამბების" გახსნა! აბა, სიკვდილი ვის უნდა და _ რა იქნება, ძალიან გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუთვალისწინებელიც კი გავითვალისწინოთ! 

ლალი
2

ხუთშაბათს დაკრძალეს 20 წლის ბიჭი, სამუშაოზე დენმა დაარტყა, ჩვენი ახლობელის შვილი, პირველი დღე გავიდა სამსახურში, 8 წელი იბრძოდნენ მისი სიცოხლისათვის მშობლები, სულ გაყიდეს ყველაფერი, ბოლოს სასწაულებრივად გამოგლიჯეს მინინგიტს, და ყველას უკვირდა, უცებ კი სამუშაომ შეიწირა, სიმწრით გამოჯანმრთელებული ბავშვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლი ახალგაზრდა, გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ორი დაშავებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია. გიგა გრიგალაშვილი ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილი აღმოჩნდა. ნინომ მისი ფოტოები თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა. გიგა დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და პატარა შვილი დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის და მისი თანამშრომლები კლუბ "დეჟავუში" კონდინციონერს ამონტაჟებდნენ და სწორედ ამ დროს აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. მთელი დღე სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და ტრაგედიის მიზეზებს არკვევდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია. გიგა გრიგალაშვილი თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომლის, ხათუნა ნოზაძის თანაკლასელის შვილი აღმოჩნდა. როგორც შევიტყვეთ, მისგან გაიგო ოჯახმა ეს საშინელი ამბავი.

ხათუნა ნოზაძე:

- შოკში ვარ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ 26 წლის ულამაზესი ბიჭი ცოცხალი აღარ არის. თქვენ არ იცით, როგორი ახალგაზრდა დაკარგა ქვეყანამ. ძალიან ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე, მშრომელი, თბილი და გამორჩეული ახალგაზრდა.

ტელევიზიით როცა გავრცელდა შემთხვევის ადგილის კადრები და ითქვა აფეთქება მოხდაო, ამ კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. გიგას მამიდამ, ნინომ დამირეკა, - კადრებში ჩანს გიგას მანქანა და ბავშვს ვერსად ვპოულობთ, იქნებ დამეხმარო გარკვევაშიო. ტიროდა, დაჭრილებში არ არის გიგა, მისი ძმაკაცები არიანო...

გადავრეკე და ჯერ მითხრეს 23 წლის არისო, მივწერე ნინოს, - მგონი გადავრჩით-მეთქი, მაგრამ მალევე მომწერეს 26 წლის ახალგაზრდა, გვარად, გრიგალაშვილი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროშიო. საშინელ დღეში ჩავვარდი, დედამისს ამ ამბავს ვერ ვეტყოდი და იძულებული გავხდი მამიდისთვის მეთქვა, ჩემგან გაიგო ნინომ, რომ მისი უთბილესი ძმისშვილი ცოცხალი აღარ იყო. დღემდე შოკში ვარ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამიდას და ძმისშვილს, ყველა განადგურებულია. საშინელი ამბავი მოხდა. ულამაზესი ბიჭი იყო გიგა.

იმედია, გაირკვევა რა მოხდა და რას შეეწირა, მაგრამ რა უნდა ქნას დედამ, ოჯახმა?!

თქვენ არ იცით, რა სიმწრით გაზარდა შვილები დედამისმა. მეუღლეს გაცილებულია და სამი ვაჟკაცის გაზარდა და ფეხზე დაყენება ადვილი არ არის. გიგა უფროსი შვილი იყო. ადრე"მისტერ მასტერში" მუშაობდა, ნულიდან დაიწყო ცხოვრება, თბილისში ბინა იყიდა, ცოლი შეირთო, შვილი ჰყავდა და ბედნიერად ცხოვროდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და კარგი მოსწავლე იყო, შრომას არასდროს თაკილობდა. თავისით მიაღწია ყველაფერს. საუკეთესო შვილი, საუკეთესო ადამიანი, ჩამოყალიბებული კაცი იყო. ჩვენთვის უცნობია იქ რა მოხდა, იმედია გაირკვევა, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია დედისთვის... ბორჯომში ცხოვრობს მისი ოჯახი, არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო დედამისს. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა მოხდეს. მეუღლე ბორჯომელი ჰყავს, იქ ყოფილა დედამისთან, როცა ეს უბედურება მოხდა. ამბობდა თურმე, - გული ცუდს მიგრძნობსო. ისეთი სიყვარული ჰქონდათ, ლეგენდები დადის მათ სიყვარულზე. აღმერთებდა გიგა თავის ცოლს, ბედნიერები იყვნენ და უცებ ამხელა ტრაგედია."

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა