მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ თუ დასავლეთით - ევროპისაკენ? - სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" - რას წერს გერმანული გამოცემა?
"ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ თუ დასავლეთით - ევროპისაკენ? - სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ­ში «Cicero» გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "სა­ნი­მუ­შო სა­ქარ­თვე­ლო გზა­გა­სა­ყარ­თან დგას" (ავ­ტო­რი - ოლი­ვერ რო­სო­ფი), რო­მელ­შიც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი. რო­გორც ადრე, ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე დი­ლე­მა დგას: საით - ჩრდი­ლო­ე­თით, რუ­სე­თი­სა­კენ თუ და­სავ­ლე­თით, ევ­რო­პი­სა­კენ?

"სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­ტა­ბი­ლურ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­ნი­მუ­შო სა­ხელ­მწი­ფოდ ით­ვლე­ბო­და,დღეს კი მისი მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თმა მოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას პრო­და­სავ­ლუ­რი გზი­დან გა­და­ახ­ვე­ვი­ნოს. მას შემ­დეგ რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ რამ­დე­ნად­მე გა­ნელ­და, რუ­სეთ­მა კრი­ზი­სის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. მოს­კო­ვი იმი­თაც სარ­გებ­ლობს, რომ და­სავ­ლე­თის ყუ­რა­დღე­ბა ახლა ბე­ლა­რუ­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მია მი­პყრო­ბი­ლი"“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ის პრო­ლოგ­ში, რომ­ლის შემ­დეგ ავ­ტო­რი უფრო ვრცლად იხი­ლავს ქარ­თულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ დი­ლე­მას.

"რუ­სეთ­თან 2008 წლის ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს მიღ­წე­უ­ლი - იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მან უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა არა­მარ­ტო ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თი წევ­რიც... ხელი მო­ე­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, უკვე ლა­პა­რა­კობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში მი­ღე­ბის შე­სა­ხე­ბაც... ანუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ადრე თუ გვი­ან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შან­სი.

გა­წევ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო წლე­ბის სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რე­სიც, რის შე­დე­გა­დაც ის კავ­კა­სი­ა­ში სა­ნი­მუ­შო სა­ხელ­მწი­ფოდ გა­და­იქ­ცა. საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ რუ­კას შევ­ხე­დოთ, რომ მივ­ხვდე­ბით, თუ რო­გო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს - ეს ქვე­ყა­ნა და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის ვაჭ­რო­ბა­ში საკ­ვან­ძო წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. "ციფ­რულ აბ­რე­შუ­მის დიდ გზა­ზე".

მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნი­მუ­შო ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ამ თან­და­თან გა­ფერ­მკრთა­ლე­ბა და­ი­წყო. მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბით, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი რომ მი­ზი­დუ­ლი­ყო, ქვე­ყა­ნა ერთ დიდ "პო­ტი­ომ­კი­ნის სოფ­ლად" გა­და­იქ­ცა, რაც ევ­რო­პი­სა­კენ მის მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს. იმავდრო­უ­ლად ძლი­ერ­დე­ბა ზე­წო­ლა მოს­კო­ვის მხრი­სა­გა­ნაც, რო­მე­ლიც 2008 წელს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ზღვრებს აფხა­ზეთ­ში და სამ­ხრეთ ოსეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სიღ­რმე­ში სწევს. "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის" რე­ა­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­დას­ტურ­და. მოს­კო­ვი ხში­რად სარ­გებ­ლობს კი­ბერ­ნე­ტი­კუ­ლი შე­ტე­ვე­ბით ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

და­სავ­ლე­თის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბაც, რომ­ლი­თაც იზღუ­დე­ბა და­სავ­ლე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, ეს კი ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პას­თან. მთავ­რო­ბის ასეთ ნა­ბი­ჯებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­ტრაქ­ტე­ბი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა-შე­წყვე­ტი­სა­კენ ინფრაქსტრუქ­ტუ­რი თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში - სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რე­ბის და ნავ­თობ-გა­ზის ობი­ექ­ტე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ციფ­რო­ვი­ზა­ცი­ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ პრო­ცეს­მა თა­ვის პიკს მი­აღ­წია ივ­ლის­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს არე­გუ­ლი­რებს. ამ ჩარ­ჩო­ებ­ში ჯდე­ბა ბოლო დროს და­წყბე­უ­ლი ტე­ნე­დენ­ცი­აც, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "კა­უ­კა­ზუს ონ­ლა­ინს“ ეხე­ბა: 2019 წელს ჰოლ­დინ­გმა NEQSOL-მა იყი­და Caucasus Online-ს აქ­ცი­ე­ბის 49% და მის გან­ვი­თა­რე­ბას გეგ­მავ­და - ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რის კა­ბე­ლით ერ­თმა­ნეთ­თან ევ­რო­პის, კავ­კა­სი­ი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბას (ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის დიდი გზის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით). ამის შე­სა­ხებ NEQSOL-მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­საც დრო­უ­ლად აც­ნო­ბა, მისი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო საქ­მის კურ­სში იყო , მაგ­რამ დღეს მთავ­რო­ბა, მო­ი­მი­ზე­ზა რა ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­დად­გა ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც NEQSOL-ს ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და კონ­ტრაქ­ტის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბას აი­ძუ­ლებს.

რა თქმა უნდა, ასეთ მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლე­ბე­ლია ზი­ა­ნი არ მი­ეყ­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პარტნი­ო­რის - სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი­სათ­ვის: 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პწე­რი­ოდ­თან სე­და­რე­ბით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი 42%-ით შემ­ცირ­და. ალ­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა 15%-მდე შე­უმ­ცი­რა, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია არ გა­მოს­წორ­დე­ბა.

თუ სა­ქარ­თვე­ლო პო­ზი­ტი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გზი­დან და­შო­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, მა­შინ ასე­თი პო­ლი­ტი­კა ქვე­ყა­ნას სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებს გა­უ­ჩენს. ამა­ვე მი­ზე­ზით ციფ­რუ­ლი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა თურ­ქეთ­ში ან რუ­სეთ­ში აღ­მოჩ­ნდეს, რაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კონ­სტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც თვით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე ევ­რო­პი­სათ­ვის.

სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­ლა­ხა­ვად:

პირ­ვე­ლი - თბი­ლისს შე­უძ­ლია დღე­ვან­დე­ლი გზით ია­როს, გახ­დეს იოლი ლუკ­მა მოს­კო­ვი­სათ­ვის და ამით ევ­რო­კავ­ში­რის­გან დახ­მა­რე­ბა წა­ერ­თვას და მე­ო­რე - უარი თქვას უკვე მი­ღე­ბულ ზო­მებ­ზე, მო­ახ­დი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფორ­სი­რე­ბა თა­ვის ციფ­რულ და ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში და ამით მოს­კოვ­ზე ნაკ­ლე­ბად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დეს.

ევ­რო­პა­მაც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის იმ მიზ­ნის­თვი­საც, რომ შე­ზღუ­დოს რუ­სე­თის გავ­ლე­ნა შავ ზღვა­ზე და ამით უფრო მჭიდ­როდ და­უ­ახ­ლოვ­დეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს. ბრი­უ­სელ­მა უნდა ისარ­გებ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბით, რათა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს.

ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ღია იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, სრუ­ლი­ად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პის ინ­ტე­რე­სებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ბუ­ფე­რულ ქვეყ­ნად იქ­ცე­ვა. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
79

ჩვენი ახლანდელი მთავრობის ყველაზე დიდი სირცხვილი არის მისი უკბილო და ყოვლად მავნებლური საგარეო პოლიტიკა, უფრო სწორად საგარეო პოლიტიკის არარსებობა

gaga
636

საქართველოს გადარჩენის ერთად-ერთი გზა რუსეთია. მას შემდეგ რაც საქართველომ ჩრდილოეთიდან ამომავალ მზეს ზურგი აქცია და ამერიკა-ევროპის მზეს მიეფიცხა, დაიწყო ჭკნობა და ლპობა, ჩამოხმა და განახევრდა ტერიტორიულადაც და მოსახლეობის რაოდენობის მხრივაც. საქრთველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ისე გაღარიბდა და გაუბედურდა, რომ დღესაც თურქი და ევროპელი მოხუცების მოვლითღა შოულობს ლუკმა-პურს! ევროპა და ამერიკა მხოლოდ იმაზე ფიქრობს კიდევ რაში და როგორ გამოიყენოს საქართველო და როგორ მიიღოს ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი. ამერიკელებმა და ევროპელებმა ისე უსირცხვილოდ აჩუქეს რუსთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და სასიკვდილოდ გაწირეს იქ მცხოვრები ქართველები, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ, რომ სინდისის ქეჯნაც კი არ უგრძვნიათ. ასე რომ, ვიდრე ჯერ კიდევ, თუნდაც ცალი თვალით გვიცქერის ჩრდილოეთის მზე, მისკენ უნდა მივტრიალდეთ, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება და ნელ-ნელა გავიყინებით ამერიკა-ევროპის მზიდან წამოსული სითბოს მოლოდინში!

ავტორი:

"ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ თუ დასავლეთით - ევროპისაკენ? - სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" - რას წერს გერმანული გამოცემა?

"ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ თუ დასავლეთით - ევროპისაკენ? - სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანულ ჟურნალში «Cicero» გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" (ავტორი - ოლივერ როსოფი), რომელშიც გაანალიზებულია ქვეყნის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი. როგორც ადრე, ახლაც საქართველოს წინაშე დილემა დგას: საით - ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ თუ დასავლეთით, ევროპისაკენ?

"საქართველო დიდი ხნის განმავლობაში არასტაბილურ კავკასიის რეგიონში სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლებოდა,დღეს კი მისი მთავრობის ზოგიერთმა მოქმედებამ შეიძლება ქვეყანას პროდასავლური გზიდან გადაახვევინოს. მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო ევროკავშირის ინტერესი საქართველოს მიმართ რამდენადმე განელდა, რუსეთმა კრიზისის თავის სასარგებლოდ გამოყენება დაიწყო. მოსკოვი იმითაც სარგებლობს, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა ბელარუსის მოვლენებისადმია მიპყრობილი"“, - ნათქვამია პუბლიკაციის პროლოგში, რომლის შემდეგ ავტორი უფრო ვრცლად იხილავს ქართულ საგარეო პოლიტიკურ დილემას.

"რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მიღწეული - იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან უკან ჩამოიტოვა არამარტო ევროკავშირში მიღების კანდიდატი ქვეყნები, არამედ უშუალოდ ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც... ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უკვე ლაპარაკობდნენ საქართველოს ნატოში მიღების შესახებაც... ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ნამდვილად ჰქონდა ადრე თუ გვიან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსი.

გაწევრების სასარგებლოდ მეტყველებდა საქართველოს ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროგრესიც, რის შედეგადაც ის კავკასიაში სანიმუშო სახელმწიფოდ გადაიქცა. საკმარისია მხოლოდ რუკას შევხედოთ, რომ მივხვდებით, თუ როგორი სტრატეგიული მდებარეობა აქვს საქართველოს - ეს ქვეყანა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობაში საკვანძო წერტილს წარმოადგენს, განსაკუთრებით ე.წ. "ციფრულ აბრეშუმის დიდ გზაზე".

მაგრამ საქართველოს სანიმუშო ქვეყნის რეპუტაციამ თანდათან გაფერმკრთალება დაიწყო. მთავრობის მოქმედებით, უცხოური ინვესტიციები რომ მიზიდულიყო, ქვეყანა ერთ დიდ "პოტიომკინის სოფლად" გადაიქცა, რაც ევროპისაკენ მის მოძრაობას აფერხებს. იმავდროულად ძლიერდება ზეწოლა მოსკოვის მხრისაგანაც, რომელიც 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს სიღრმეში სწევს. "მცოცავი ოკუპაციის" რეალობა რამდენჯერმე დადასტურდა. მოსკოვი ხშირად სარგებლობს კიბერნეტიკული შეტევებით ქართული ინტერნეტ-საიტების წინააღმდეგ.

დასავლეთის შეშფოთებას იწვევს თვითონ საქართველოს მთავრობის მოქმედებაც, რომლითაც იზღუდება დასავლელი ინვესტორების უფლებები, ეს კი ხელს უშლის ქვეყნის ინტეგრაციას ევროპასთან. მთავრობის ასეთ ნაბიჯებს მიეკუთვნება ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების დარღვევა-შეწყვეტისაკენ ინფრაქსტრუქტური თითქმის ყველა სფეროში - საზღვაო ნავსადგურების და ნავთობ-გაზის ობიექტებიდან დაწყებული, ციფროვიზაციით დასრულებული. ამ პროცესმა თავის პიკს მიაღწია ივლისში მიღებული კანონპროექტით, რომელიც ელექტრონული სახის კომუნიკაციებს არეგულირებს. ამ ჩარჩოებში ჯდება ბოლო დროს დაწყბეული ტენედენციაც, რომელიც კომპანია "კაუკაზუს ონლაინს“ ეხება: 2019 წელს ჰოლდინგმა NEQSOL-მა იყიდა Caucasus Online-ს აქციების 49% და მის განვითარებას გეგმავდა - ინტერნეტკავშირის კაბელით ერთმანეთთან ევროპის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის, ასევე აზიის ქვეყნების დაკავშირებას (ციფრული აბრეშუმის დიდი გზის პროექტის მიხედვით). ამის შესახებ NEQSOL-მა საქართველოს მთავრობასაც დროულად აცნობა, მისი გეგმების შესახებ ყველა სამინისტრო საქმის კურსში იყო , მაგრამ დღეს მთავრობა, მოიმიზეზა რა ინფორმაციის ნაკლებობა, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც NEQSOL-ს ქონების დაბრუნებასა და კონტრაქტის დეზავუირებას აიძულებს.

რა თქმა უნდა, ასეთ მოქმედებას შეუძლებელია ზიანი არ მიეყნებინა საქართველოს, როგორც საიმედო პოლიტიკურ-ეკონომიკური პარტნიორის - საინვესტიციო კლიმატისათვის: 2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პწერიოდთან სედარებით, ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები 42%-ით შემცირდა. ალბათ, კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ფინანსური დახმარება 15%-მდე შეუმცირა, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.

თუ საქართველო პოზიტიური რეფორმების გზიდან დაშორებას გააგრძელებს, მაშინ ასეთი პოლიტიკა ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს გაუჩენს. ამავე მიზეზით ციფრული ცენტრი, რომელიც შეიძლებოდა საქართველოში ყოფილიყო, შეიძლება თურქეთში ან რუსეთში აღმოჩნდეს, რაც, რასაკვირველია, კონსტრპროდუქტიული იქნება როგორც თვით საქართველოსთვის, ასევე ევროპისათვის.

საქართველოს მხოლოდ ორი შესაძლებლობა აქვს ამ პრობლემის გადასალახავად:

პირველი - თბილისს შეუძლია დღევანდელი გზით იაროს, გახდეს იოლი ლუკმა მოსკოვისათვის და ამით ევროკავშირისგან დახმარება წაერთვას და მეორე - უარი თქვას უკვე მიღებულ ზომებზე, მოახდინოს საერთაშორისო ინვესტიციების ფორსირება თავის ციფრულ და ეკონომიკურ სფეროში და ამით მოსკოვზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეს.

ევროპამაც უნდა გააცნობიეროს საქართველოს სტრატეგიული ღირებულება, მათ შორის იმ მიზნისთვისაც, რომ შეზღუდოს რუსეთის გავლენა შავ ზღვაზე და ამით უფრო მჭიდროდ დაუახლოვდეს კავკასიის რეგიონს. ბრიუსელმა უნდა ისარგებლოს საქართველოსთან თანამშრომლობით, აგრეთვე ქართული საზოგადოების პროევროპული განწყობით, რათა კანონიერების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

ძლიერი საქართველო, რომელიც ღია იქნება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად, სრულიად შეესაბამება ევროპის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო რუსეთს და ევროკავშირს შორის ბუფერულ ქვეყნად იქცევა. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან თანამშრომელს კოცნიდა, პანდემიისას წესები დაარღვია - ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა? გინდ გიკოცნიათ, გინდ "კომენდანტის საათი" დაგირღვევიათო" - გოცირიძე

"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე

"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან