პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი
რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აცხა­დებს, რომ "თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა" ბე­ლა­რუს­ში რუ­სე­თი პო­ლი­ცი­ას გაგ­ზავ­ნის. ამის შე­სა­ხებ BBC Rossiya 1TV-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რო­მელ­საც პუ­ტინ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

პუ­ტი­ნის თქმით, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს თხოვ­ნით რუ­სეთ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის რე­ზერ­ვი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

"ალექ­სან­დრ გრი­გო­რიჩ­მა მთხო­ვა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი რე­ზერ­ვი და მე ეს გა­ვა­კე­თე. თუმ­ცა, ჩვენ შევ­თან­ხმდით ასე­ვე, რომ ის არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე სი­ტუ­ა­ცია უკონ­ტრო­ლო არ გახ­დე­ბა და ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ ლო­ზუნ­გებს ამო­ფა­რე­ბუ­ლი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი არ გა­დავ­ლენ გარ­კვე­ულ ზღვარს და არ შე­უდ­გე­ბი­ან ნგრე­ვას, არ და­ი­წყე­ბენ მან­ქა­ნე­ბის, შე­ნო­ბე­ბის, ბან­კე­ბის დაწ­ვას, არ ეც­დე­ბი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის და­კა­ვე­ბას და ა.შ.

ალექ­სან­დრ გრი­გო­რიჩ­თან სა­უბ­რი­სას ჩვენ მი­ვე­დით დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა დღეს არ არის და ვი­მე­დოვ­ნებ, არც იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ამ რე­ზერვს ჩვენ არ ვი­ყე­ნებთ. შევ­თან­ხმდით, რომ ამ ძა­ლას გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა", – ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

ცნო­ბის­თვის, ბე­ლა­რუს­ში 9 აგ­ვის­ტოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მოქ­მედ პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს ამომ­რჩე­ველ­თა 80.23%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, მის­მა მთა­ვარ­მა ოპო­ნენ­ტმა სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ კი, ამომ­რჩე­ველ­თა 9.9-ის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა. სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს და ის ახლა ლი­ე­ტუ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა და მხარ­დამ­ჭე­რებს ვი­დეო მი­მარ­თვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, ევ­რო­კავ­შირ­ში კი ლუ­კა­შენ­კო პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს. თა­ვად ლუ­კა­შენ­კო აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი უკვე ჩა­ტარ­და და რომ ქვე­ყა­ნა­ში სხვა არ­ჩევ­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბა.

იკა
0

ეს კაცი ამბობს არ ვერევიო სხვის საქმეებშიო?

ავტორი:

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ "თუ საჭირო იქნება" ბელარუსში რუსეთი პოლიციას გაგზავნის. ამის შესახებ BBC Rossiya 1TV-ზე დაყრდნობით წერს, რომელსაც პუტინმა ინტერვიუ მისცა.

პუტინის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა.

"ალექსანდრ გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების, ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ.

ალექსანდრ გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ. შევთანხმდით, რომ ამ ძალას გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება", – ამბობს პუტინი.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი, ამომრჩეველთა 9.9-ის მხარდაჭერა მოიპოვა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ქვეყნიდან გააძევეს და ის ახლა ლიეტუვაში იმყოფება და მხარდამჭერებს ვიდეო მიმართვების საშუალებით ესაუბრება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, ევროკავშირში კი ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. თავად ლუკაშენკო აცხადებს, რომ არჩევნები უკვე ჩატარდა და რომ ქვეყანაში სხვა არჩევნები აღარ იქნება.

ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

"ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების შიდა საქმეებში" - ვლადიმერ პუტინი

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"