პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტთან უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ ვლინ­დე­ბა.

"თქვენ იცით, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სამი ქალ­ბა­ტო­ნი პო­ლიტ­რავ­მით. ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვა და კვლე­ვა. 2 პა­ცი­ენ­ტთან ჩა­ტარ­და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იქნა პო­ლიტ­რავ­მის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, პა­ცი­ენ­ტე­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა გვაქვს მიღ­წე­უ­ლი სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტთან, ჰე­მო­დი­ნამ­კის მარ­თვის მხრივ.

ასე­ვე ტრავ­მის შე­დე­გად 2 ქალ­ბა­ტონს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და გულ-მკერ­დის ღრუ, ფილ­ტვის ქსო­ვი­ლი, ამ ეტაპ­ზე, ფილ­ტვის ორი­ვე ქსო­ვი­ლი გაშ­ლი­ლია რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით, ოქ­სი­გე­ნა­ცი­ის პა­რა­მეტ­რე­ბი სტა­ბი­ლუ­რია.

იცით, რომ პა­ცი­ენ­ტებ­თან კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას იყო შარ­დის გა­მო­ყო­ფის არარ­სე­ბო­ბა, ამ ეტაპ­ზე შარ­დის ფუნ­ქცია ორ­გა­ნიზ­მში აღ­დგე­ნი­ლია. სა­მი­ვე მათ­გან­თან შე­მოყ­ვა­ნი­სას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქუ­ლი­დან ით­ვლე­ბო­და 4 ქუ­ლად. ამ ეტაპ­ზე, პა­ცი­ენ­ტებ­თან გა­მოვ­ლინ­და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლიკ­ვლე­ვე­ბით, არ­ცერ­თთან არ ვლინ­დე­ბა უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამ რთულ გზა­ზე, რაც უნდა გა­ი­ა­რონ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად 25 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს გაიტანეთ რა
37

უფალს ვთხოვ ამ ბავშვების გამოჯანმრთელებას მაგრამ ეს პიარშიკი რატომ იწერს ყველა სიკეთეს? ოპერაცია სხვამ გაუკეთა მკურნალი ექიმი სხვა ყავთ მაშინ მითხარით ეს რატომ იდგამს დაფნის გვირგვინებს სხვების ტრაგედიები ხარჯზე 

lisa09
0

smile smile smile smile smile

ავტორი:

ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

"თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში შემოყვანილი იქნა სამი ქალბატონი პოლიტრავმით. ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და კვლევა. 2 პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება.

ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე პაციენტთან, ჰემოდინამკის მართვის მხრივ.

ასევე ტრავმის შედეგად 2 ქალბატონს დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი, ამ ეტაპზე, ფილტვის ორივე ქსოვილი გაშლილია რენტგენოლოგიური კვლევით, ოქსიგენაციის პარამეტრები სტაბილურია.

იცით, რომ პაციენტებთან კლინიკაში შემოყვანისას იყო შარდის გამოყოფის არარსებობა, ამ ეტაპზე შარდის ფუნქცია ორგანიზმში აღდგენილია. სამივე მათგანთან შემოყვანისას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქულიდან ითვლებოდა 4 ქულად. ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება.

ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიულიკვლევებით, არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

"მესმის, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ თავზე ვერ დავისვამ" - როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა და რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მას

"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე" - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში