პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი
დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 3 ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ - "112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბი­სოს სი­ახ­ლო­ვეს, შა­ტი­ლის გზა­ზე მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რის შე­დე­გა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ვარ­და კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე, ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბი­ან სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბიც.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მყო­ფი 12 მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა უსაფრ­თხო ტე­რო­ტო­რი­ა­ზე უკვე ამო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. გრძელ­დე­ბა ტრან­სპორ­ტში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის ძებ­ნი­სა და ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მგზავ­რთა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სხვა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - "112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

საცობი ბათუმის შესასვლელთან და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ქალაქში (ფოტოები სოციალური ქსელიდან)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"