პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია
"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ-ს ბე­ბი­ის ლი­ა­ნა ხო­მა­სუ­რი­ძის თქმით, მისი შვილ­თაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა.

ამის შე­სა­ხებ მან პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ზ.ხ-ს მშობ­ლებ­თან ერ­თად შიმშლობს.

"ჩემი შვილ­თაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა. მო­ვი­თხოვ, სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს. ნამ­დვი­ლი მკვლე­ლი იპო­ვონ და უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. თუ ჩემი ტყუ­ის, კი ბა­ტო­ნო, და­სა­ჯონ, რო­გორც სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს" - ამ­ბობს ლი­ა­ნა ხო­მა­სუ­რი­ძე.

და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ ხვა­ლი­დან ყვე­ლა იმ არას­რულ­წლოვ­ნის მშო­ბე­ლი შე­უ­ერ­თდე­ბა, ვინც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა.

"3 დღე ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­შიმ­ში­ლებ, სამი დღის შემ­დეგ მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. ხვალ ყვე­ლა სხვა მშო­ბე­ლი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

ასე ყველა მართალი როგორ არის, აბა ვინ მოკლა საცოდავი ბიჭი, 

მოგხვნიათ პატრონი
6

ნამუსი რომ გქონდეთ, ყოველგვარი შიმშილობის გარეშე, პირდაპირ უნდა იკლავდეთ თავებს!

ავტორი:

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ბებიის ლიანა ხომასურიძის თქმით, მისი შვილთაშვილი უდანაშაულოა.

ამის შესახებ მან პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ზ.ხ-ს მშობლებთან ერთად შიმშლობს.

"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა. მოვითხოვ, სამართლიან სასამართლოს. ნამდვილი მკვლელი იპოვონ და უდანაშაულოები გაათავისუფლონ. თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ, როგორც სასამართლო გადაწყვეტს" - ამბობს ლიანა ხომასურიძე.

დაკავებული არასრულწლოვნის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მათ ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა.

"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა

"ვრეკავდით და ვერავის დავუკავშირდით" - რას აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც, სავარაუდოდ, შატილის გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსი ეკუთვნოდა

ჯანდაცვის სამინისტრო ხევსურეთის ავარიაში დაშავებულების მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს