პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ცოტა ხან­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გის ჩა­ტა­რე­ბა იგეგ­მე­ბა, რა დრო­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ახალ დე­ტა­ლებს გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რა უკვე ბრალ­დე­ბულ 5 პირს ბრალს და­უმ­ძი­მებს. მათ ბრალ­დე­ბას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი და­ე­მა­ტე­ბა.

რო­გორც სან­დო წყა­როს­გან შე­ვი­ტყვეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე ხელთ აქვს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­შიც 10 კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლია და სწო­რედ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს ელო­დე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ­ჯე­რად 14 კი­თხვა გა­უგ­ზავ­ნა ექ­სპერ­ტებს.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში სამი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ჩა­ერ­თო. კახა ერის­თა­ვი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის თხოვ­ნით თა­ვი­დან­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ექ­სპერ­ტი­ზა­ში, ასე­ვე ჩა­ერ­თნენ: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრ "ვექ­ტო­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე და ასე­ვე ნევ­რო­ლო­გი მან­ჯგა­ლა­ძე.

ექ­სპერ­ტებ­მა დას­კვნა და­დეს და ძი­რი­თად 10 კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უკვე გას­ცეს.

რო­გორც ჩანს, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ გა­ამ­ყა­რა არ­სე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი და ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ამ საქ­მე­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" იმ მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც გა­ე­კიდ­ნენ გაქ­ცე­ულ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს. ძველ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს - ზ.ხ-ს, ა.ქ.-ს და არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მძი­მე ბრალ­დე­ბას გა­და­ურ­ჩე­ბა "ტო­ი­ო­ტას" მძღო­ლი, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ ის ბი­ჭებს არ გა­კი­დე­ბია და მან­ქა­ნას­თან დარ­ჩა. შე­გახ­სე­ნებთ, ამ საქ­მე­ზე 17 პი­რია პა­ტიმ­რო­ბა­ში, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს ელო­დე­ბი­ან. პირ­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში ცალ­სა­ხად ნათ­ქვა­მია, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს სხე­ულ­ზე სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი 12-მდე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
1

არ დაინდოთ არავინ ! ყველანი ციხეში 

ლადო
0

რუსეთში ვმუშაობდი ერთ-ერთ კლინიკაში,ეს კარგა ხნის ამბავია,საშინელი ჩხუბის შედეგად დაღუპულა რამოდენიმე.ვიზეც ეჭვიჰქონდათ ისინი არ ამხელდნენ სიმართლეს.მამაჩემი ექიმი იყო და ამბობდა ნებისმიერ დამნაშავეს თუ მისცემ დიდ ღრმა ნარკოზს ,როცა ნარკოზიდან გამოდიან თუ რაიმე საიდუმლო იციან ყველაფერს დაფქვავენო.....და ამ ბიჭსაც ათქმევინეს ყველაფერი.არ შეიძლებოდა ამ მეთოდის გამოყენება მართლა თუ ასეა.?..........რამდენი უბედურება მოხდა.

ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

პროკურატურაში ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგის ჩატარება იგეგმება, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებენ.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალს დაუმძიმებს. მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.

როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, პროკურატურას უკვე ხელთ აქვს სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც 10 კითხვაზე პასუხი გაცემულია და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებოდნენ სამართალდამცავები. ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს.

ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში სამი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე.

ექსპერტებმა დასკვნა დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს.

როგორც ჩანს, ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება "ტოიოტა ქამრის" იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს - ზ.ხ-ს, ა.ქ.-ს და არჩილ გაგნიძეს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება "ტოიოტას" მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა. შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში, ისინი სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. პირველი ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს