მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

სლო­ვა­კე­თი რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს სამ თა­ნამ­შრო­მელს ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

”სლო­ვა­კე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ”, - გა­ნა­ცხა­და სლო­ვა­კე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა.

”ამის გარ­და, ად­გი­ლი ჰქონ­და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე სლო­ვა­კე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო­დან გა­ცე­მუ­ლი ვი­ზე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს კი­დევ ერთი წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა ,” - აღ­ნიშ­ნა მან.

BBC-ი წერს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერთ-ერთი პირი ევ­რო­კავ­შირ­ში სლო­ვა­კე­თის ვი­ზით გა­ემ­გზავ­რა.

რუ­სეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სლო­ვა­კე­თის ამ ნა­ბიჯს სა­თა­ნა­დოდ უპა­სუ­ხე­ბენ.

ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გერ­მა­ნი­ამ ქვეყ­ნი­დან ორი რუსი დიმპლმა­ტი გა­ა­ძე­ვა, რა­საც რუ­სეთ­მა ორი გერ­მა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბით უპა­სუ­ხა.

ზე­ლი­ხან ხან­გოშ­ვი­ლი ბერ­ლინ­ში შარ­შან აგ­ვის­ტო­ში მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გერ­მა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რუსი ეროვ­ნე­ბის ვა­დიმ კ. და­ა­კა­ვეს. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბულს ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უკ­ვე­თა.

ავტორი:

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

”სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

”ამის გარდა, ადგილი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება ,” - აღნიშნა მან.

BBC-ი წერს, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიმპლმატი გააძევა, რასაც რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ზელიხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ