პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან
"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია გერ­მა­ნი­ა­ში, შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი. რო­გორც ჩანს, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სიც კარ­გად მი­დის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯა­ბა­ურ­მა კლი­ნი­კი­დან ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დღეს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია იუ­ბი­ლა­რია და მი­ლოც­ვებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იღებს.

"ცოტ­ნე 44, ისევ ბრძო­ლა­ში... მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტუ­რად, HB" - წერს ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ანა ჯა­ბა­უ­რი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ულო­ცავს ძმას და­ბა­დე­ბის დღეს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

"დღეს ცოტ­ნეს და­ბა­დე­ბის დღეა. ვუ­ლო­ცავთ! უჩ­ვე­უ­ლო პი­რო­ბებ­ში ხვდე­ბა ამ თა­რიღს, ჰა­ი­დელ­ბერ­გის შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში. გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბი საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი ნელა, მაგ­რამ სა­ი­მე­დოდ წინ მი­დის. ეს ფო­ტოც, რო­მე­ლიც რა­მო­დე­ნი­მე დღის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მივა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო გერ­მა­ნი­ა­ში ახორ­ცი­ე­ლებს ყო­ველ­დღი­ურ მო­ნი­ტო­რინგს. და­ფი­ნან­სე­ბა არ შე­წყვე­ტი­ლა და არც შე­წყდე­ბა.".

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის, 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
6

ცოტნეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ნამდვილად ბევრი გადაიტანეს ზვიადის შვილებმა , თავი შემოგვწირა ზვიადიმ და ჩვენ კიდევ ვერ გამოვერკვიეთ, რომ სამშობლოზე ძვირფასი არაფერი არ არის.

ოლიკო
0

ცოტნე,გილოცავ დაბადების დღეს და მალე გამოჯამრთელებას 

ავტორი:

"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან

"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან

უკვე რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია გერმანიაში, შმიდერის კლინიკაში მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს მისი მეუღლე ანა ჯაბაური. როგორც ჩანს, ცოტნეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მკურნალობის პროცესიც კარგად მიდის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯაბაურმა კლინიკიდან ახალი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დღეს ცოტნე გამსახურდია იუბილარია და მილოცვებს საავადმყოფოში იღებს.

"ცოტნე 44, ისევ ბრძოლაში... მაგრამ ოპტიმისტურად, HB" - წერს ფოტოს კომენტირებისას ანა ჯაბაური.

სოციალურ ქსელში ულოცავს ძმას დაბადების დღეს კონსტანტინე გამსახურდია.

"დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.".

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

დავით ნარმანიამ 2020 წელს 45 ათასი ლარის ოდენობის პრემია აიღო - რა ქონებას ფლობს სემეკის თავმჯდომარე