კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
"ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით",- აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ესეიგი საწყალ ქალს მთელი რიგი დაავადებები ქონია და თანხმლებიო უკუღმაა თუ როგორაა.კორონა სანამ მოვიდოდა მანამდე იყო ცუდად და თანმხლები როგორ გამოდის.
ესე იგი აზროვნებაში ურევენ,ლოგიკაშიც არ ჯდება და მერე ხალხი რომ იძახის კორონაზე არ არსებობს,გრიპზე უფრო სუსტია და ასეთები,მერე უკვირთ.