მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"100-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს" - ფსიქოლოგისა და მოყვარული ფლორისტის ულამაზესი ყვავილების ბაღი ფოთში
"100-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს" - ფსიქოლოგისა და მოყვარული ფლორისტის ულამაზესი ყვავილების ბაღი ფოთში

დალი და ლელა ებ­რა­ლი­ძე­ებს მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე-მეყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ. მათ­თვის გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა, მცე­ნა­რე­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა-მოვ­ლა უკვე წლე­ბია, ცხოვ­რე­ბის წე­სად იქცა. დალი ფოთ­ში, დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ლელა თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე. ჩვე­ნი სტუ­მა­რი დალი ებ­რა­ლი­ძე, პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია. ამ­ჟა­მად ფო­თის თე­ატ­რში არ­ქი­ვი და მუ­ზე­უ­მი აბა­რია, უშ­ვებს თე­ატ­რა­ლურ გა­ზეთს.

"თე­ატ­რის რე­კონ­სტრუქ­ცია რომ დამ­თავ­რდე­ბა, არ­ქი­ვი მუ­ზე­უ­მად უნდა გა­და­ვა­კე­თოთ... ბა­ტონ რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თე­ატ­რში გა­ზეთს ვუშ­ვებთ... ჩვენს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­საც უყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და, ალ­ბათ, მცე­ნა­რე­ებს თე­ატ­რშიც მო­ვამ­რავ­ლებთ," - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი დალი, რო­მე­ლიც ცოდ­ნით პრო­ფე­სი­ო­ნალ მეყ­ვა­ვი­ლე­ებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

დალი ებ­რა­ლი­ძე:

- ფოთი სა­ზღვაო ქა­ლა­ქია და აქ ყო­ველ­თვის ბევ­რი უცხო ყვა­ვი­ლი ხა­რობ­და, რომ­ლე­ბიც არც ჩვენს ეზო­სა და სახ­ლს აკ­ლდა. 48 წლის ჩი­ნუ­რი ვარ­დი დე­დას ბი­ცო­ლას­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გვერ­გო და ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ყვა­ვი­ლი, სა­ი­და­ნაც მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და­ი­წყო. მერე ჩემი გა­ტა­ცე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ჰობი გახ­და... სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი, რა­ი­მე ყვა­ვი­ლი ჩა­მო­მე­ტა­ნა. მოკ­ლედ, ეზო­ში ნელ-ნელა ბევ­რი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე დაგ­როვ­და. ყვე­ლას მოვ­ლა ცოტა რთუ­ლია და ახლა ვცდი­ლობ, რა­ღა­ცე­ბი შე­ვამ­ცი­რო. 100-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა მა­ინც იქ­ნე­ბა. მათ შო­რის არის ხე­ე­ბი, ვარ­დე­ბი, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი, ეზოს მცე­ნა­რე­ე­ბი - ბი­ფენ­ბა­ხი­ე­ბი, ჩი­ნუ­რი ვარ­დე­ბი, პე­ტუ­ნი­ე­ბი, გლა­დი­ო­ლუ­სე­ბი. ეზო­ში ყვე­ლა სე­ზონ­ზე რა­ღაც უნდა ყვა­ო­დეს. ვცდი­ლობ, უფრო უცხო ყვა­ვი­ლე­ბი მქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, არის­ტო­ლო­ხია და­თეს­ვი­დან მე­ექ­ვსე-მეშ­ვი­დე წელს უნდა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მე­სა­მე წელს აყ­ვავ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ხის იპო­მეა (ანუ აბი­ლი­ლი) მო­ვამ­რავ­ლე, რო­მელ­საც ჩვენ­თან დი­ლის ვარდს ეძა­ხი­ან, თუმ­ცა მისი უკვე ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი არ­სე­ბობს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჭრელ­ფო­თო­ლაა. ახლა კვი­რის­ტა­ვე­ბი ყვა­ვის, გე­ორ­გი­ნე­ბი... ვცდი­ლობ, მრა­ვალ­წლი­ა­ნებ­ზე გა­და­ვი­დე.

- ანუ ყო­ველ­წლი­უ­რად თესლსაც აგ­რო­ვებთ?

- დიახ, და სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც ვი­წერ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ჯუჯა ყვა­ვი­ლე­ბი, რად­გან ფოთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტა­ნის მცე­ნა­რე დიდი წვი­მე­ბის გამო მა­ღა­ლი იზ­რდე­ბა და დე­კო­რა­ტი­უ­ლო­ბას კარ­გავს... ორი წე­ლია, ვარ­დე­ბის მომ­რავ­ლე­ბა და­ვი­წყე. მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს მათ ვუთ­მობ, დედა კი ლა­მის 24 სა­ა­თი ეზო­შია. ეს დიდი დატ­ვირ­თვაა, მაგ­რამ გან­ტვირ­თვაც გახ­ლავთ. ყვა­ვი­ლე­ბის­თვის 200 კვმ გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, ხოლო სა­დაც ბე­ტო­ნია დას­ხმუ­ლი, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი გვაქვს. ქოთ­ნებ­ში ხე­ე­ბიც მაქვს ჩარ­გუ­ლი. ასე ნელა იზ­რდე­ბა, კომ­პაქ­ტუ­რო­ბას, დე­კო­რა­ტი­უ­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და იოლი მო­სავ­ლე­ლია.

- უცხო­ე­თი­დან გა­მო­წე­რილ მცე­ნა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმე­დი თუ გაგცრუ­ე­ბი­ათ?

- ეს ხან­და­ხან მა­შინ ხდე­ბა, როცა კერ­ძო მე­წარ­მის­გან ვი­წერ. ამი­ტომ ძი­რი­თა­დად ვი­წერ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ან ამე­რი­კი­დან. მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვთ - თუ შე­სა­ბა­მი­სი თეს­ლი არ ჩა­მო­ვი­და ან სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბით, მივ­წერ, მპა­სუ­ხო­ბენ, მიც­ვლი­ან და მიგ­ზავ­ნი­ან.

- ფოთ­ში ბევ­რი ლა­მა­ზი ეზოა. თქვე­ნი ბაღი რით გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- არ ვცდი­ლობ, და­ვარ­ცხნი­ლი ეზო მქონ­დეს, მიყ­ვარს ფე­რე­ბის "აფეთ­ქე­ბა", ამი­ტომ უფრო ინ­გლი­სუ­რი სტი­ლის ბა­ღია, ანუ მხო­ლოდ მე რომ მი­ვაგ­ნებ, რო­მელ კუ­თხე­ში რა ყვა­ვი­ლი მაქვს. ეს თით­ქოს ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის იმი­ტა­ცი­ას ქმნის. რა თქმა უნდა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ყვა­ვი­ლიც ბევ­რი გვაქვს.

- ზამ­თარ­შიც ხომ უნდა მცე­ნა­რე­ებს მოვ­ლა?

- ზამ­თარ­ში მცე­ნა­რე­ებ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ. ყვა­ვი­ლე­ბის სხვა მოყ­ვა­რუ­ლებ­თა­ნაც მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მცე­ნა­რე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ოთახ­ში შე­მო­მაქვს და აქა­უ­რო­ბა ჯუნ­გლებს ემ­სგავ­სე­ბა...

- მოყ­ვა­რუ­ლი მეყ­ვა­ვი­ლე ბო­ტა­ნი­კო­სის მსგავ­სად, მცე­ნა­რე­ებს სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებთ...

- ეს ჩემი ბო­ტა­ნი­კის მას­წავ­ლებ­ლის, გო­გუ­ცა ჯუ­ღე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყვა­ვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ გა­მიღ­რმა­ვა.უცხო მცე­ნა­რეს რომ მო­უ­ა­რო, სა­ხე­ლიც უნდა იცო­დე, რომ გა­ი­გო, რა უყ­ვარს და რა - არა. ამ მი­ზე­ზი­თაც და­ვი­წყე მათი და­სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა. ვცდი­ლობ, ყვე­ლა მცე­ნა­რის ლა­თი­ნუ­რი და ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა ვი­ცო­დე. რუ­სუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა თით­ქმის ყვე­ლა­სი ვიცი, რად­გან ფოთ­ში ბევ­რი იყო რუსი მეყ­ვა­ვი­ლე, რომ­ლებ­საც უცხო ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ და ყო­ველ­თვის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით ყიდ­დნენ.

- პი­რა­დი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­დან რას გა­იხ­სე­ნებთ?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ შრო­შა­ნის კალ­მით გამ­რავ­ლე­ბა ვცა­დე. რო­გორც წესი, ბოლ­ქვით ან თეს­ლით მრავ­ლდე­ბა. შემ­თხვე­ვით გა­და­მი­ტყდა, მაგ­რამ კარ­გი სა­ხე­ო­ბის შრო­შა­ნის გა­დაგ­დე­ბა და­მე­ნა­ნა და წყალ­ში ჩავ­დე, ცოტა ხან­ში კი და­ფეს­ვი­ან­და. შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე, რომ შრო­შა­ნის კალ­მით გამ­რავ­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ არის. ეგ­ზო­ტი­კუ­რი ყვა­ვი­ლე­ბის თეს­ლე­ბის და­თეს­ვაც მიც­დია და გა­მო­დის, ანუ პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია ისეთ ყვა­ვი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც რთუ­ლად მრავ­ლდე­ბა.

- ფოთ­ში ნი­ა­და­გი ნო­ტი­ოა და, ალ­ბათ, მცე­ნა­რე­ებს ხში­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა.

- არა, ზა­ფხულ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი მორ­წყვა მა­ინც უნდა. სა­ერ­თოდ, ივ­ლის-აგ­ვის­ტო მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც პრობ­ლე­მებს ქმნის, რად­გან მავ­ნე­ბე­ლი და სოკო აქ­ტი­ურ­დე­ბა, ამი­ტომ ყო­ვე­ლი წვი­მის შემ­დეგ შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა, წვი­მებს შო­რის პე­რი­ოდ­ში კი ნი­ა­და­გი მალე შრე­ბა, ქვი­ში­ა­ნია და მორ­წყვა უნდა.

- მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რეც ბევ­რი გაქვთ...

- ეზო­ში ერთ ნა­წილს ტრო­პი­კულ ტყეს ვე­ძა­ხით, სა­დაც არის ორი უზარ­მა­ზა­რი პალ­მა, ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, ნე­კერ­ჩხლე­ბიც...

- რა რჩე­ვას მის­ცემთ ჩვენს მკი­თხველს?

- სა­ნამ რა­მეს შე­ი­ძენთ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ მცე­ნა­რე­ზე, რომ იცო­დეთ, შეძ­ლებთ თუ არა მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.ვცდი­ლობ, ბაღ­ში ერ­თნა­ი­რი და ერ­თნა­ი­რად მო­სავ­ლე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი და­ვაჯ­გუ­ფო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მქონ­დეს მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაღს მავ­ნებ­ლე­ბი­სა და სო­კოს­გან იცავს. თა­ნაც ისი­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლიც არის. ვი­საც ეზო აქვს, ვურ­ჩევ­დი, მათ­თან მუდ­მი­ვად რა­ღაც ყვა­ო­დეს. თუ ივ­ლის-აგ­ვის­ტოს ამინ­დე­ბი მრა­ვალ­წლი­ან ყვა­ვი­ლებს აფუ­ჭებს, ასეთ დროს გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი ყვა­ვი­ლე­ბია. ცოტა გვი­ან და­თე­სეთ და არა - ადრე გა­ზა­ფხულ­ზე, ზო­გი­ერ­თის და­თეს­ვა კი ზა­ფხულ­შიც შე­იძ­ლე­ბა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყ­ვა­ვი­ლოს. მოკ­ლედ, ეცა­დეთ, ეზო მუდ­მი­ვად იყოს ცო­ცხა­ლი და ფე­რა­დი.

ავტორი:

"100-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს" - ფსიქოლოგისა და მოყვარული ფლორისტის ულამაზესი ყვავილების ბაღი ფოთში

"100-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს" - ფსიქოლოგისა და მოყვარული ფლორისტის ულამაზესი ყვავილების ბაღი ფოთში

დალი და ლელა ებრალიძეებს მოყვარული მებაღე-მეყვავილეები კარგად იცნობენ. მათთვის გარემოზე ზრუნვა, მცენარეების გამრავლება-მოვლა უკვე წლებია, ცხოვრების წესად იქცა. დალი ფოთში, დედასთან ერთად ცხოვრობს, ლელა თბილისში, ვერაზე. ჩვენი სტუმარი დალი ებრალიძე, პროფესიით ფსიქოლოგია. ამჟამად ფოთის თეატრში არქივი და მუზეუმი აბარია, უშვებს თეატრალურ გაზეთს.

"თეატრის რეკონსტრუქცია რომ დამთავრდება, არქივი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ... ბატონ რამაზ იოსელიანის ინიციატივით, თეატრში გაზეთს ვუშვებთ... ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელსაც უყვარს ყვავილები და, ალბათ, მცენარეებს თეატრშიც მოვამრავლებთ," - გვეუბნება ქალბატონი დალი, რომელიც ცოდნით პროფესიონალ მეყვავილეებს არ ჩამოუვარდება.

დალი ებრალიძე:

- ფოთი საზღვაო ქალაქია და აქ ყოველთვის ბევრი უცხო ყვავილი ხარობდა, რომლებიც არც ჩვენს ეზოსა და სახლს აკლდა. 48 წლის ჩინური ვარდი დედას ბიცოლასგან მემკვიდრეობით გვერგო და ეს იყო ჩემი პირველი ყვავილი, საიდანაც მცენარეების სიყვარული დაიწყო. მერე ჩემი გატაცება სერიოზული ჰობი გახდა... სადაც უნდა წავსულიყავი, ვცდილობდი, რაიმე ყვავილი ჩამომეტანა. მოკლედ, ეზოში ნელ-ნელა ბევრი სახეობის მცენარე დაგროვდა. ყველას მოვლა ცოტა რთულია და ახლა ვცდილობ, რაღაცები შევამცირო. 100-ზე მეტი სახეობა მაინც იქნება. მათ შორის არის ხეები, ვარდები, ქოთნის ყვავილები, ეზოს მცენარეები - ბიფენბახიები, ჩინური ვარდები, პეტუნიები, გლადიოლუსები. ეზოში ყველა სეზონზე რაღაც უნდა ყვაოდეს. ვცდილობ, უფრო უცხო ყვავილები მქონდეს. მაგალითად, არისტოლოხია დათესვიდან მეექვსე-მეშვიდე წელს უნდა აყვავებულიყო, მაგრამ მესამე წელს აყვავდა. რამდენიმე სახის იპომეა (ანუ აბილილი) მოვამრავლე, რომელსაც ჩვენთან დილის ვარდს ეძახიან, თუმცა მისი უკვე ახალი სახეობები არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ჭრელფოთოლაა. ახლა კვირისტავები ყვავის, გეორგინები... ვცდილობ, მრავალწლიანებზე გადავიდე.

- ანუ ყოველწლიურად თესლსაც აგროვებთ?

- დიახ, და საზღვარგარეთიდანაც ვიწერ. განსაკუთრებით მიყვარს ჯუჯა ყვავილები, რადგან ფოთში ჩვეულებრივი ტანის მცენარე დიდი წვიმების გამო მაღალი იზრდება და დეკორატიულობას კარგავს... ორი წელია, ვარდების მომრავლება დავიწყე. მთელ თავისუფალ დროს მათ ვუთმობ, დედა კი ლამის 24 საათი ეზოშია. ეს დიდი დატვირთვაა, მაგრამ განტვირთვაც გახლავთ. ყვავილებისთვის 200 კვმ გვაქვს გამოყოფილი, ხოლო სადაც ბეტონია დასხმული, ქოთნის ყვავილები გვაქვს. ქოთნებში ხეებიც მაქვს ჩარგული. ასე ნელა იზრდება, კომპაქტურობას, დეკორატიულობას ინარჩუნებს და იოლი მოსავლელია.

- უცხოეთიდან გამოწერილ მცენარეებთან დაკავშირებით იმედი თუ გაგცრუებიათ?

- ეს ხანდახან მაშინ ხდება, როცა კერძო მეწარმისგან ვიწერ. ამიტომ ძირითადად ვიწერ ევროპული ქვეყნებიდან ან ამერიკიდან. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ - თუ შესაბამისი თესლი არ ჩამოვიდა ან სათანადო რაოდენობით, მივწერ, მპასუხობენ, მიცვლიან და მიგზავნიან.

- ფოთში ბევრი ლამაზი ეზოა. თქვენი ბაღი რით გამოირჩევა?

- არ ვცდილობ, დავარცხნილი ეზო მქონდეს, მიყვარს ფერების "აფეთქება", ამიტომ უფრო ინგლისური სტილის ბაღია, ანუ მხოლოდ მე რომ მივაგნებ, რომელ კუთხეში რა ყვავილი მაქვს. ეს თითქოს ველური ბუნების იმიტაციას ქმნის. რა თქმა უნდა, ეგზოტიკური ყვავილიც ბევრი გვაქვს.

- ზამთარშიც ხომ უნდა მცენარეებს მოვლა?

- ზამთარში მცენარეებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტში ბევრს ვკითხულობ. ყვავილების სხვა მოყვარულებთანაც მაქვს ურთიერთობა. მცენარეების უმეტესობა ოთახში შემომაქვს და აქაურობა ჯუნგლებს ემსგავსება...

- მოყვარული მეყვავილე ბოტანიკოსის მსგავსად, მცენარეებს სახელწოდებებით მოიხსენიებთ...

- ეს ჩემი ბოტანიკის მასწავლებლის, გოგუცა ჯუღელის დამსახურებაა. ყვავილების სიყვარული მასთან ურთიერთობამ გამიღრმავა.უცხო მცენარეს რომ მოუარო, სახელიც უნდა იცოდე, რომ გაიგო, რა უყვარს და რა - არა. ამ მიზეზითაც დავიწყე მათი დასახელების დამახსოვრება. ვცდილობ, ყველა მცენარის ლათინური და ქართული დასახელება ვიცოდე. რუსული დასახელება თითქმის ყველასი ვიცი, რადგან ფოთში ბევრი იყო რუსი მეყვავილე, რომლებსაც უცხო ყვავილები ჰქონდათ და ყოველთვის სახელწოდებებით ყიდდნენ.

- პირადი ექსპერიმენტებიდან რას გაიხსენებთ?

- რამდენიმე წლის წინ შროშანის კალმით გამრავლება ვცადე. როგორც წესი, ბოლქვით ან თესლით მრავლდება. შემთხვევით გადამიტყდა, მაგრამ კარგი სახეობის შროშანის გადაგდება დამენანა და წყალში ჩავდე, ცოტა ხანში კი დაფესვიანდა. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე, რომ შროშანის კალმით გამრავლება მაინცდამაინც გავრცელებული არ არის. ეგზოტიკური ყვავილების თესლების დათესვაც მიცდია და გამოდის, ანუ პატარა ექსპერიმენტები ჩამიტარებია ისეთ ყვავილებზე, რომლებიც რთულად მრავლდება.

- ფოთში ნიადაგი ნოტიოა და, ალბათ, მცენარეებს ხშირი მორწყვა არ სჭირდება.

- არა, ზაფხულში ყოველდღიური მორწყვა მაინც უნდა. საერთოდ, ივლის-აგვისტო მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, რაც პრობლემებს ქმნის, რადგან მავნებელი და სოკო აქტიურდება, ამიტომ ყოველი წვიმის შემდეგ შეწამვლა სჭირდება, წვიმებს შორის პერიოდში კი ნიადაგი მალე შრება, ქვიშიანია და მორწყვა უნდა.

- მარადმწვანე მცენარეც ბევრი გაქვთ...

- ეზოში ერთ ნაწილს ტროპიკულ ტყეს ვეძახით, სადაც არის ორი უზარმაზარი პალმა, ტროპიკული მცენარეები, ნეკერჩხლებიც...

- რა რჩევას მისცემთ ჩვენს მკითხველს?

- სანამ რამეს შეიძენთ, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია იმ მცენარეზე, რომ იცოდეთ, შეძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას.ვცდილობ, ბაღში ერთნაირი და ერთნაირად მოსავლელი მცენარეები დავაჯგუფო. ასევე მნიშვნელოვანია, მქონდეს მცენარეები, რომლებიც ბაღს მავნებლებისა და სოკოსგან იცავს. თანაც ისინი დეკორატიულიც არის. ვისაც ეზო აქვს, ვურჩევდი, მათთან მუდმივად რაღაც ყვაოდეს. თუ ივლის-აგვისტოს ამინდები მრავალწლიან ყვავილებს აფუჭებს, ასეთ დროს გამოსავალი ერთწლიანი ყვავილებია. ცოტა გვიან დათესეთ და არა - ადრე გაზაფხულზე, ზოგიერთის დათესვა კი ზაფხულშიც შეიძლება, რომ მოგვიანებით იყვავილოს. მოკლედ, ეცადეთ, ეზო მუდმივად იყოს ცოცხალი და ფერადი.

"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა