დიმიტრი გორდონის „იუთუბარხზე“ გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, რომლის დროსაც დიმიტრი გორდონმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის დაღეჭვის ეპიზოდი, რაზეც ვაშაძემ განაცხადა:
"რაც შეეხება ჰალსტუხს, არ ვიცი, გითხრათ თუ არა მიშამ ეს... იმის გამო, რომ იგი არანორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა (არანორმალური ცხოვრება კი იმას ნიშნავს, რომ მას წყვეტილად ეძინა, სახელმწიფო საქმეებით კვირაში 7 დღე იყო დაკავებული - დღე-ღამეში 24 საათით, თან არანორმალურად იკვებებოდა, მას უთხრეს, რომ როცა შესაძლებლობა გექნება, რაღაც დადე მაგიდაზე და დაღეჭე ხოლმეო... შემდეგ ეს მას ჩვევად გადაექცა. აი, აქედანაა იმ ავადსახსენებელი ჰალსტუხის ამბავი. წყარო
თარგმნა სიმონ კილაძემ
უი, უიი... კიდევ კარგი რამე ისეთი არ დაუდეს ცხვირწინ, თორე ხო გაიგდებდა ღრანჭში და კიდევ უფრო შეგვარცხვენდა ?
ზოგი ნერვიულობისგან სიგარეტს ღეჭავს, ზოგი ფანქარს, ზოგი ფრჩხილებს იკვნეტს, ზოგიც იმას ღეჭავს რაც ხელში მოხვდება. ეგრე მოუვიდა მასაც, რა გაუხურეთ საქმე, მითუმეტეს ეგეთი სანერვიულო ქონდა. დაანებეთ რა თავი ამ ალსტუხს, მეტი საფიქრალი და სალაპარაკო აღარ გავთ?
მაგას ქვეყანა ექცეოდა თავზე და იმიტომ ნერვიულობდა, დღეს დღევანდელ ანალოგიაზე არავინ ფიქრობს და ნერვიულობს და ამიტომ არავინ არაფერს არ ღეჭავს.