პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ
"8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან სამი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ხოლო სამი - უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ შემ­თხვე­ვას, ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, მათი ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

„ქვე­ყა­ნა­ში გუ­შინ 1010 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლდათ, დაგ­ვე­მა­ტა 8 შემ­თხვე­ვა და დღე­ის­თვის გახ­ლავთ „კო­ვიდ19“-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1018 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გვყავს 10 ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და მათი რა­ო­დე­ნო­ბა გახ­და - 895. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რი­ცხვი უკვე 87.9% -ია. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 146 პა­ცი­ენ­ტი.

8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 3 გახ­ლავთ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი, 3 არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის ერთი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია. 2 შემ­თხვე­ვის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია. ამ ორ ადა­მი­ან­თან ვირუ­სი გუ­შინ და­დას­ტურ­და და გაგ­რძელ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, რა­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, მკურ­ნა­ლო­ბას 19 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­ნაგ­რძობს, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო ან სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქია.

„ჩვენ გვყავ­და 19 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გა­მო­ჯან­მრთელ­და ერთი ადა­მი­ა­ნი და დაგ­ვე­მა­ტა კვლავ 1 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ამ­დე­ნად, ისევ გვყავს 19 პა­ცი­ენ­ტი. ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის რუ­ტი­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც უც­ვლე­ლია. არა­ვის­თან არ შე­იმ­ჩნე­ვა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა, ანუ დამ­ძი­მე­ბა. ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლოდ და სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქად ფას­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ავტორი:

"8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

"8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი - უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„ქვეყანაში გუშინ 1010 დადასტურებული შემთხვევა გახლდათ, დაგვემატა 8 შემთხვევა და დღეისთვის გახლავთ „კოვიდ19“-ით ინფიცირების 1018 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 10 ახალი გამოჯანმრთელებული და მათი რაოდენობა გახდა - 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რიცხვი უკვე 87.9% -ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 146 პაციენტი.

8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ ორ ადამიანთან ვირუსი გუშინ დადასტურდა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მკურნალობას 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო ან საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენ გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი და დაგვემატა კვლავ 1 დადასტურებული შემთხვევა. ამდენად, ისევ გვყავს 19 პაციენტი. ახალი პაციენტის რუტინული კვლევების მიხედვით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. არავისთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, ანუ დამძიმება. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად ფასდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

77 წლის მამაკაცი, რომელსაც მაგისტრალზე სატვირთო დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქართული ხალხური მოტივებიდან სექსუალურ "ტვერკამდე" - ანი მალაზონიას ტრანსფორმაცია და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ის 18 ივლისის მონაცემები