პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ცე­მულ საქ­მე­ზე, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის სხდო­მა­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მოწ­მის სა­ხით და­ბა­რე­ბულ იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მ.ბ, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ყე­ნა მის­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და ახლო ნა­თე­სა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დგომ, დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ დ.ც.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ და უფრო მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ბრალ­დე­ბულ დ.ც.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 30000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

„პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე დ.ც.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით და 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით 2020 წლის 29 აპ­რილს წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 27 აპ­რილს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა დ.ც.-მ მე­უღ­ლეს მ.ბ.-ს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ერთჯე­რა­დად გა­ის­რო­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ც. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, ბრალ­დე­ბულ დ.ც.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით 2020 წლის 30 აპ­რილს მი­მარ­თა, რაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ასე­ვე 2020 წლის 18 ივ­ნი­სის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბულ დ.ც-ს მი­მართ არ შეც­ვლი­ლა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა და დარ­ჩა პა­ტიმ­რო­ბა­ში.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე, 2020 წლის 26 ივ­ნისს არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის სხდო­მა­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მოწ­მის სა­ხით და­ბა­რე­ბულ იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მ.ბ, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ყე­ნა მის­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და ახლო ნა­თე­სა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დგომ, დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ დ.ც.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ და უფრო მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ბრალ­დე­ბულ დ.ც.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 30000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა. დ.ც.-ს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 წლამ­დე ვა­დით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის, მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. 2020 წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ზე დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია 2311 პი­რის მი­მართ, რაც მი­უ­თი­თებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის ზრდის ტენ­დენ­ცი­ა­ზე.

ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ კვლავ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მკაც­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა. გაზ­რდი­ლია პრო­კუ­რორ­თა მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. კერ­ძოდ, ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ბრალ­დე­ბულ პირ­თა მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი­დან 2019 წელს პა­ტიმ­რო­ბა მო­თხოვ­ნი­ლი იქნა 92%-ის მი­მართ. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც.

პრინ­ცი­პუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის ეტაპ­ზე, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მკაც­რი სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრის მო­თხოვ­ნა­ში, რა­საც აქვს რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე ზო­გადპ­რე­ვენ­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თვა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი უმ­კაც­რე­სი პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცი­რე­ბა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ზურააი ესაა ჩვენი ქვეყნის სამართალი და სიმართლე,არაფერი არ გვეშველება სანამ თანასწორი არ ვიქნებით კანონის წინაძე,რიგითი თუ თანამდებობის პირი,რიგითი ადამიანი რომ ყოფილიყო ხომ უსიტყვოდ დააპატიმრებდნენ და მიუსჯიდნენ,ვაი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ,მეუღლეს იარაღი ესროლა და არ დააპატიმრეს.

ალეკო
0

ცოლიც მაგარი ვინმე ყოფილა. ჯერ უჩივლა და მერე თურმე ჩვენება არ მისცა „ახლო ნათესავის" წინააღმდეგ. 

ავტორი:

პროკურატურა დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოცემულ საქმეზე, არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

უწყების ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით.

„პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 2020 წლის 30 აპრილს მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ასევე 2020 წლის 18 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ დ.ც-ს მიმართ არ შეცვლილა აღკვეთის ღონისძიება და დარჩა პატიმრობაში.

მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დ.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის, მათ შორის პროკურატურის აქტიური მუშაობის შედეგია ოჯახურ დანაშაულზე ყოველწლიურად მზარდი სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულზე დევნა დაწყებულია 2311 პირის მიმართ, რაც მიუთითებს აღნიშნული ტიპის დანაშაულზე მომართვიანობის ზრდის ტენდენციაზე.

ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2019 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 92%-ის მიმართ. აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის პარალელურად საკმაოდ მაღალია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელიც.

პრინციპული და თანმიმდევრულია პროკურატურის პოლიტიკა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე, რაც გამოიხატება მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნაში, რასაც აქვს როგორც კერძო, ასევე ზოგადპრევენციული დატვირთვა. საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული უმკაცრესი პოლიტიკის მიზანია ოჯახური დანაშაულის შემცირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"გამოძიებას არაფერს ვუმალავ" - შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" ფოტოგრაფს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ

ფოთის სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც მეუღლე დანით აწამა

"სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ