სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს
ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

"კაკო ნი­კა­კოი" - ასე იც­ნო­ბენ "კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" ქარ­თველ ე.წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს აკა­კი ბი­ლა­ნიშ­ვილს, რომ­ლის სა­ხე­ლიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას შემ­დეგ გა­ახ­სენ­და, რაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს მისი შვი­ლი, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე "კაწ­რო" და­უ­კავ­შირ­დეს.

68 წლის აკა­კი ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­და­ნაა. Прайм Крайм-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის წარ­სულ­ში ოთხჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი და სა­პყრო­ბი­ლე­ში ჯამ­ში 14 წელი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. 1990-იან წლებ­ში, თა­ვის მე­გო­ბარ, "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" ტრის­ტან სი­ჭი­ნა­ვას­თან ერ­თად, ციმ­ბირ­ში, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, "ქურ­დულ სამ­ყა­როს ავი­თა­რებ­და". იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კე­მე­რო­ვო­სა და ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში მე­გობ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე "ქურ­დი მო­ნათ­ლეს".

2007-დან 2009 წლამ­დე უკ­რა­ი­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ამ­გზავ­რეს.

ასა­კი­სა და შე­ლა­ხუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ა­პა­ტიმ­რეს იმ პი­რო­ბით, რომ ქვე­ყა­ნას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვებ­და, რის შემ­დე­გაც, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

2013 წლის ივ­ნის­ში „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ისევ და­ა­კა­ვეს და ისევ დე­პორ­ტა­ცია გა­უ­კე­თეს. მა­შინ ბი­ლა­ნიშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა 5 წლით აეკ­რძა­ლა.

2013 წელს და­კა­ვე­ბი­სას გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში, ბი­ლა­ნიშ­ვილს ეუბ­ნე­ბი­ან რომ ისა­უბ­როს, თუმ­ცა ის უარს ამ­ბობს. შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ეუბ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლად თქვას რა­ი­მე და ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს - "რა ვიცი, მა­გის დე­დაც". კი­თხვა­ზე კი, ეკუთ­ვნის თუ არა ქურ­დულ სამ­ყა­როს, ის თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავს აქ­ნევს.

VIDEO: რა ვი­ცით "კაწ­როს" მა­მის, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", კაკო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ - მისი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში და­კა­ვე­ბის სა­არ­ქი­ვო კად­რე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ვაჟს, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს, ის შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მას შემ­დეგ და­კი­თხეს, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­მა არ­ხმა" საქ­მე­ში მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მან გან­მარ­ტა, რომ სურს ყვე­ლა­ფერს ფარ­და აე­ხა­დოს და მისი სა­ხე­ლი არ უკავ­შირ­დე­ბო­დეს ამ უმ­ძი­მეს საქ­მეს, რად­გან შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.

ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მა­მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფო­ტოა, რო­მე­ლიც 2016-2017 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა. თუ ამ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის ად­გი­ლით ვიმ­სჯე­ლებთ, კაკო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბია სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
22

დაბადებიდან უბედურები

ანნა
425

შაქარაშვილის მკვლელობას ნუ მიაწერთ ქურდებს( ყველანაირ კრიმინალს ქვეყანაში რომ აწერენ) ...ეს იყო ბნელების, შეუგნებლების, არაკაცების, ხისთავიანი სპორტსმენების და უტვინო ახალგაზრდების აგრესიულიბის და ძალადობის შედეგი!. 

 

ავტორი:

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

"კაკო ნიკაკოი" - ასე იცნობენ "კრიმინალურ სამყაროში" ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს აკაკი ბილანიშვილს, რომლის სახელიც ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ გაახსენდა, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს მისი შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" დაუკავშირდეს.

68 წლის აკაკი ბილანიშვილი საგარეჯოდანაა. Прайм Крайм-ის ინფორმაციით, ის წარსულში ოთხჯერაა ნასამართლევი და საპყრობილეში ჯამში 14 წელი აქვს გატარებული. 1990-იან წლებში, თავის მეგობარ, "კანონიერ ქურდ" ტრისტან სიჭინავასთან ერთად, ციმბირში, სხვადასხვა ქალაქში, "ქურდულ სამყაროს ავითარებდა". იმ წლების განმავლობაში, კემეროვოსა და ნიჟნი ნოვგოროდში მეგობრებმა რამდენიმე "ქურდი მონათლეს".

2007-დან 2009 წლამდე უკრაინაში არალეგალურად ცხოვრობდა, სადაც დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს.

ასაკისა და შელახული ჯანმრთელობის გამო, საქართველოში არ დააპატიმრეს იმ პირობით, რომ ქვეყანას ნებაყოფლობით დატოვებდა, რის შემდეგაც, ბილანიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

2013 წლის ივნისში „კანონიერი ქურდი“ კვლავ უკრაინაში ჩავიდა, სადაც ისევ დააკავეს და ისევ დეპორტაცია გაუკეთეს. მაშინ ბილანიშვილს უკრაინაში ჩასვლა 5 წლით აეკრძალა.

2013 წელს დაკავებისას გადაღებულ კადრებში, ბილანიშვილს ეუბნებიან რომ ისაუბროს, თუმცა ის უარს ამბობს. შემდეგ სამართალდამცველი ეუბნება, ქართულად თქვას რაიმე და ბილანიშვილი პასუხობს - "რა ვიცი, მაგის დედაც". კითხვაზე კი, ეკუთვნის თუ არა ქურდულ სამყაროს, ის თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

VIDEO: რა ვიცით "კაწროს" მამის, "კანონიერი ქურდის", კაკო ბილანიშვილის შესახებ - მისი დნეპროპეტროვსკში დაკავების საარქივო კადრები

რაც შეეხება "კანონიერი ქურდის" ვაჟს, ავთანდილ ბილანიშვილს, ის შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ დაკითხეს, რაც ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" საქმეში მის შესაძლო მონაწილეობაზე რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა. ბილანიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. მან განმარტა, რომ სურს ყველაფერს ფარდა აეხადოს და მისი სახელი არ უკავშირდებოდეს ამ უმძიმეს საქმეს, რადგან შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებთან, არავითარი კავშირი არ აქვს.

ავთანდილ ბილანიშვილს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვს. მის "ფეისბუქის" გვერდზე მამასთან გადაღებული არაერთი ფოტოა, რომელიც 2016-2017 წლებით თარიღდება. თუ ამ ფოტოების გადაღების ადგილით ვიმსჯელებთ, კაკო ბილანიშვილი ბოლო წლებია საბერძნეთში ცხოვრობს.

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში