პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა
"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე თა­მარ კა­პა­ნა­ძემ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­ცეს­ზე, სა­ხელ­მწი­ფო მბრალ­დე­ბელ­მა, გრე­მე­ლაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

პრო­კუ­რორ­მა ნატო ბურ­თი­კაშ­ვილ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით მო­ი­თხოვ­და შვი­ლე­ბის სახ­ლი­დან წას­ვლას, მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც. მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი წად­გე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს და გან­მარ­ტავს, რომ მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით არ უძა­ლა­დია და არც უკა­ნო­ნო ია­რა­ღი ჰქო­ნია სახ­ლში.

საქ­მე­ზე წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 27 აგ­ვის­ტოს ჩა­ი­ნიშ­ნა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-151-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ქეთი
0

ძალიან კარგი!ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს.

ავტორი:

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე, სახელმწიფო მბრალდებელმა, გრემელაშვილის თავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, განაცხადა, რომ ბრალდებული იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას, მათზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და განმარტავს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია სახლში.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქედაში მომხდარ მკვლელობა გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

მკვლელობა ქედაში - ბრალდებულიც და მოკლულიც ნათესავები არიან

"დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების ნახვა" - პროკურორი განმარტავს, რა ეწერა შაქარაშვილის დედის წერილში