სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის "კალაშნიკოვს" დამიმიზნებენ" - მაია ბუწაშვილი მითებზე, რომლებსაც მშობლები იჯერებენ
"ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის "კალაშნიკოვს" დამიმიზნებენ" - მაია ბუწაშვილი მითებზე, რომლებსაც მშობლები იჯერებენ

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის რჩე­ვას მშობ­ლე­ბი­სად­მი, რომ ბავ­შვე­ბი ზა­ფხულ­ში სო­ფელ­ში ან ისეთ ად­გი­ლებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ, სა­დაც ნაკ­ლე­ბად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი იქ­ნე­ბა, მისი თქმით ბევ­რი მშობ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ბუ­წაშ­ვი­ლი წერს, რომ ძვე­ლე­ბი­დან შე­მორ­ჩე­ნილ მი­თებს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა არ ცნობს და ხში­რად მე­დი­კო­სე­ბიც სცო­და­ვენ, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი კუ­რორ­ტე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნე­ბენ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს:

"რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩემს მიერ და­დე­ბულ­მა პოსტმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სხვა­დას­ხვა "ჰა­ე­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მი­თია, დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია და ბევ­რის­გან რის­ხვა და­ვიმ­სა­ხუ­რე. ბრა­ლი და­მე­დო წი­ნა­პარ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში.

იყო ამ ში­ნა­არ­სის საყ­ვე­დუ­რე­ბი: "რო­გორ, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა უკე­თე­სად არ იცოდ­ნენ, რო­მე­ლი ჰა­ე­რია უკე­თე­სი და რისი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლია?" მე შე­უ­რა­ცხყო­ფა ის უფრო მგო­ნია, პროგ­რეს­ზე და კვლე­ვებ­ზე უარი ვთქვათ და რო­გორც ჩვენს წი­ნაპ­რებს სჯე­რო­დათ, შე­ლოც­ვე­ბით ვუმ­კურ­ნა­ლოთ (ესეც ხომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო), ან რა­ტომ ვცრით ბავ­შვებს, "მობ­რძან­დნენ ბა­ტო­ნე­ბი, მო­ვე­ფე­როთ და გა­ვის­ტუმ­როთ". ბევ­რს დღემ­დე სჯე­რა, რომ მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით "ამო­რე­ცხვე­ბი კუჭ-ნაწ­ლავს წმენ­დს". მი­თე­ბის ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შორს წაგ­ვიყ­ვანს.

თუმ­ცა, მი­თებ­თან ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცია კი გა­მი­ჩი­ნა ჩემი პოს­ტის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­მა.ზო­გი­ერ­თებ­მა პოს­ტის ში­ნა­არ­სი არას­წო­რად გა­ი­გეს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მკა­ფი­ოდ ეწე­რა პოს­ტშიც, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სუფ­თა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ჰა­ე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. აქვე ისევ მყა­რად ვი­ტყვი, რომ ამ სუფ­თა ჰა­ერს ადა­მი­ა­ნი სად სუნ­თქავს - ბოდ­ბე­ში, ხი­დის­თავ­ში, ნა­ტა­ნებ­ში, კორ­ბო­ულ­ში, ბა­რა­ლეთ­ში, ომა­ლო­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, სვირ­ში, ბახ­მა­რო­ში, წი­თელ­გო­რა­ში, წრომ­ში თუ რა ვიცი, უამ­რავ სხვა ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის მქო­ნე სო­ფელ­ში, ეს ნამ­დვი­ლად სუ­ლერ­თია და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­სარ­გებ­ლოა.

ასე­ვე არა­ვის და­უდ­გე­ნია, რომ გინ­და თუ არა ეს სუფ­თა ჰა­ე­რი 21 დღე უნდა ისუნ­თქო. რა­ტომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნ­თქო, სუფ­თა ჰა­ე­რის ნორ­მას გა­და­ა­ჭარ­ბებ?

ალ­ბათ ახლა რა­საც ვი­ტყვი, ამის­თვის "კა­ლაშ­ნი­კოვს" და­მი­მიზ­ნე­ბენ, მაგ­რამ აბას­თუ­მა­ნი, ასევ ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით და სა­ოც­რად სუფ­თა ჰა­ე­რით, ტუ­ბერ­კუ­ლოზს არ კურ­ნავს. ვი­საც ეს სჯე­რა, ის მა­ინც სვამს ან­ტი­ტუ­ბერ­კუ­ლო­ზურ მე­დი­კა­მენ­ტებს და სწო­რედ ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კურ­ნავს და არა ჰა­ე­რი. აბას­თუ­მან­ში დას­ვე­ნე­ბას რა ჯო­ბია, მაგ­რამ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის­გან ისი­ნიც ზუს­ტად ისე­ვე იკურ­ნე­ბი­ან, ვინც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში აბას­თუ­მან­ში არ ყო­ფი­ლა.

კუ­რორ­ტე­ბის თე­მა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია იყო, რად­გან ბევ­რის­თვის ეს ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტე­ბი იმ­დე­ნად მყა­რად არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ზოგი და­ა­ვა­დე­ბის „გან­კურ­ნე­ბას­თან“, რომ ამ სტე­რე­ო­ტი­პის შეც­ვლა ალ­ბათ დიდ­ხანს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ჩემ­გან ამის მცდე­ლო­ბა არც იყო. პოს­ტის იდეა სულ სხვაა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა სწო­რად გა­ი­გო, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა.

მე სხვა რა­მემ უფრო და­მა­ფიქ­რა, მეხ­მა­უ­რე­ბოდ­ნენ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მე­და­ვე­ბოდ­ნენ იმა­ზე, რომ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი სა­ჭი­რო არ არის და "მშო­ბელ­მა უკეთ იცის ბავ­შვს რა ჭირ­დე­ბა“, რომ მე, უცო­დი­ნარ­მა, არ ვიცი, რომ კუ­რორ­ტო­ლო­გია მეც­ნი­ე­რე­ბაა და ეს მეც­ნი­ე­რე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მა­გა­ლი­თად, „ბრონ­ქე­ბის გან­კურ­ნე­ბა ზო­გი­ერ­თი კუ­რორ­ტის ჰა­ე­რით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“ და რა თქმა უნდა, რო­დე­საც ვთხოვ­დი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ, ამას არ/ვერ აკე­თებ­დნენ. ამ ლო­გი­კით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კვლე­ვე­ბიც სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო, თუ ადა­მი­ა­ნებ­მა უკეთ იცი­ან, რა "მო­უხ­დე­ბათ". ზუს­ტად ასე მსჯე­ლო­ბენ ექიმ­ბა­შე­ბი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ.

მოკ­ლედ, სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბი ჩვენს ირ­გვლივ უამ­რა­ვია. უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რია, ამ მი­თებ­მა ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა არ გა­ურ­თუ­ლოს და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გავ­ლე­ბა არ იქო­ნი­ოს (თუმ­ცა ასეც ხდე­ბა ხოლ­მე). ამი­ტომ კარ­გია, რომ ზო­გი­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა ხში­რად წერს ამ მი­თე­ბის შე­სა­ხებ. მეც შე­ვეც­დე­ბი ეს თემა გა­ვაგ­რძე­ლო" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
=====
5

და ახლა თქვათ ,მოხდა სასწაული და რუსეთს წავგლიჯეთ ხელიდან აფხაზეთი, შემდეგ რას ვაკეთებთ?!

ნანანინა
6

ბუწაშვილო ქუხნაში

ავტორი:

"ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის "კალაშნიკოვს" დამიმიზნებენ" - მაია ბუწაშვილი მითებზე, რომლებსაც მშობლები იჯერებენ

"ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის "კალაშნიკოვს" დამიმიზნებენ" - მაია ბუწაშვილი მითებზე, რომლებსაც მშობლები იჯერებენ

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რჩევას მშობლებისადმი, რომ ბავშვები ზაფხულში სოფელში ან ისეთ ადგილებზე წაიყვანონ, სადაც ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი იქნება, მისი თქმით ბევრი მშობლის უკმაყოფილება გამოიწვია.

ბუწაშვილი წერს, რომ ძველებიდან შემორჩენილ მითებს თანამედროვე მედიცინა არ ცნობს და ხშირად მედიკოსებიც სცოდავენ, როდესაც კონკრეტული კურორტების აუცილებლობაში არწმუნებენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს:

"რამდენიმე ხნის წინ ჩემს მიერ დადებულმა პოსტმა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა "ჰაერის მონაცვლეობის" აუცილებლობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მითია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრისგან რისხვა დავიმსახურე. ბრალი დამედო წინაპართა შეურაცხყოფაში.

იყო ამ შინაარსის საყვედურები: "როგორ, ჩვენმა წინაპრებმა უკეთესად არ იცოდნენ, რომელი ჰაერია უკეთესი და რისი განკურნება შეუძლია?" მე შეურაცხყოფა ის უფრო მგონია, პროგრესზე და კვლევებზე უარი ვთქვათ და როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, შელოცვებით ვუმკურნალოთ (ესეც ხომ საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდი იყო), ან რატომ ვცრით ბავშვებს, "მობრძანდნენ ბატონები, მოვეფეროთ და გავისტუმროთ". ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით "ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს". მითების ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

თუმცა, მითებთან ბრძოლის მოტივაცია კი გამიჩინა ჩემი პოსტის გამოხმაურებებმა.ზოგიერთებმა პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაფიოდ ეწერა პოსტშიც, გავიმეორებ, რომ სუფთა, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ჰაერი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აქვე ისევ მყარად ვიტყვი, რომ ამ სუფთა ჰაერს ადამიანი სად სუნთქავს - ბოდბეში, ხიდისთავში, ნატანებში, კორბოულში, ბარალეთში, ომალოში, ბაკურიანში, სვირში, ბახმაროში, წითელგორაში, წრომში თუ რა ვიცი, უამრავ სხვა ულამაზესი ბუნების მქონე სოფელში, ეს ნამდვილად სულერთია და ყველა შემთხვევაში სასარგებლოა.

ასევე არავის დაუდგენია, რომ გინდა თუ არა ეს სუფთა ჰაერი 21 დღე უნდა ისუნთქო. რატომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნთქო, სუფთა ჰაერის ნორმას გადააჭარბებ?

ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის "კალაშნიკოვს" დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს. ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი. აბასთუმანში დასვენებას რა ჯობია, მაგრამ ტუბერკულოზისგან ისინიც ზუსტად ისევე იკურნებიან, ვინც თავის ცხოვრებაში აბასთუმანში არ ყოფილა.

კურორტების თემაზე ადამიანებისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან ბევრისთვის ეს ცნობილი კურორტები იმდენად მყარად არის ასოცირებული ზოგი დაავადების „განკურნებასთან“, რომ ამ სტერეოტიპის შეცვლა ალბათ დიდხანს შეუძლებელი იქნება. ჩემგან ამის მცდელობა არც იყო. პოსტის იდეა სულ სხვაა და საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო, რისთვისაც დიდი მადლობა.

მე სხვა რამემ უფრო დამაფიქრა, მეხმაურებოდნენ ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მედავებოდნენ იმაზე, რომ სამეცნიერო კვლევები საჭირო არ არის და "მშობელმა უკეთ იცის ბავშვს რა ჭირდება“, რომ მე, უცოდინარმა, არ ვიცი, რომ კურორტოლოგია მეცნიერებაა და ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაგალითად, „ბრონქების განკურნება ზოგიერთი კურორტის ჰაერით არის შესაძლებელი“ და რა თქმა უნდა, როდესაც ვთხოვდი, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები გაეზიარებინათ, ამას არ/ვერ აკეთებდნენ. ამ ლოგიკით მედიკამენტების კვლევებიც საერთოდ არ ყოფილა საჭირო, თუ ადამიანებმა უკეთ იციან, რა "მოუხდებათ". ზუსტად ასე მსჯელობენ ექიმბაშები და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.

მოკლედ, სამედიცინო მითები ჩვენს ირგვლივ უამრავია. უბრალოდ, მთავარია, ამ მითებმა ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულოს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დამაზიანებელი გავლება არ იქონიოს (თუმცა ასეც ხდება ხოლმე). ამიტომ კარგია, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად წერს ამ მითების შესახებ. მეც შევეცდები ეს თემა გავაგრძელო" - წერს ბუწაშვილი.

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

"12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა... დედა იყო ჩემი, ბებია არა" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე გარდაცვლილ ბებიაზე

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე