პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ჭა­კუა სა­ქარ­თვე­ლო­შია. თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც გერ­მა­ნი­ი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი და­ვით ჭა­კუა იმ­ყო­ფე­ბა, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ჩა­მოფ­რინ­და. ად­გილ­ზე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ჭა­კუ­ას სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

და­ვით ჭა­კუა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით 180 მგზავ­რთან ერ­თად ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

და­ვით ჭა­კუ­ას ექ­სტრა­დი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვით ჭა­კუა და­ვობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იგი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას და არ­სე­ბობ­და მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა. მათი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პი­რის­პი­როდ, გერ­მა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო მა­სა­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ქარ­თუ­ლი მხა­რის თხოვ­ნა, რი­თაც სრუ­ლი ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვით ჭა­კუ­ას ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე დაკ­მა­ყო­ფილ­და და გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, დღეს სა­ღა­მოს, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეტა­პი­რე­ბულ იქნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ იძებ­ნე­ბო­და არა­ერ­თი მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის.

კერ­ძოდ: პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის, იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლე­ბის წა­ქე­ზე­ბის­თვის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, და­ნა­შა­ულ­თა პრო­ვო­კა­ცი­ის წა­ქე­ზე­ბის­თვის და მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ე.წ. 2006 წლის "ცი­ხის ბუნ­ტი­სა“ და 2012 წლის "ცი­ხის კად­რე­ბის“ საქ­მე­ებ­თან. ამას­თან, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­ვით ჭა­კუ­ას და­უს­წრებ­ლად მის­ჯი­ლი აქვს 3 წლი­სა და 9 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა და ასე­ვე ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. "ცი­ხის კად­რე­ბის“ საქ­მეს, იგი ამ ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზეა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მო­ცე­მულ საქ­მე­ზეც დად­გე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გად­მო­ცე­მა გან­ხორ­ცი­ელ­და ერ­თის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და მე­ო­რეს მხრივ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ეფექ­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად. კერ­ძოდ, ძებ­ნი­ლის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გერ­მა­ნელ კო­ლე­გებს 2019 წლის 20 დე­კემ­ბერს მი­მარ­თა. ამას­თან, ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვით ჭა­კუა და­ვობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იგი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას და არ­სე­ბობ­და მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პი­რის­პი­როდ, გერ­მა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო მა­სა­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ქარ­თუ­ლი მხა­რის თხოვ­ნა, რი­თაც სრუ­ლი ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი და ძებ­ნილ პირ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მსგავ­სად დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვი­სა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მო­მა­ვალ­შიც, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პირი, მი­უ­ხე­და­ვად მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა, წარ­დგეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე”, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
143

ვაიმე, საწყალი ბიჭი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გავხდებიო. ცინიზმის მწვერვალი!

გურული ფირალი!
133

აწკვიტინდით ეხლა ნაცებო, "პოლიტიკური" არ დაგავიწყდეთ!!!!

ავტორი:

დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოშია. თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა იმყოფება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ადგილზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ჭაკუას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დავით ჭაკუა საქართველოში, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისით 180 მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს. ბათუმის აეროპორტში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

დავით ჭაკუას ექსტრადიციის განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ექსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში დავით ჭაკუა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. მათი თქმით, აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს საღამოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში ეტაპირებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

კერძოდ: პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ,,ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის ,,ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ,,ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პირის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. კერძოდ, ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა. ამასთან, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში დავით ჭაკუა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მსგავსად დღევანდელი შემთხვევისა, ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მის ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

შსს-მ,  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე დააკავა

"სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში" - რას ყვება შაქარაშვილის ბიძა "მთავართან" საუბარში

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს