პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება
"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"პა­ტა­რა­ო­ბი­დან მას­წავ­ლი­და სიმ­ღე­რას. სახ­ლში რო­დე­საც მუ­შა­ობ­და, შევ­ძვრე­ბო­დი ხოლ­მე მას­თან ოთახ­ში. ხელს არ ვუშ­ლი­დი.…ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მის გვერ­დით ჯდო­მა და თვა­ლის დევ­ნე­ბა," - უყ­ვე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რას" დიდი მა­ესტროს ჯან­სუღ კა­ხი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი თე­ო­ნა კა­ხი­ძე.

- ზოგი მამა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ხოლ­მე შვი­ლის ნამ­ღე­რით, ზოგი პი­რი­ქით - უფრო კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი. ბა­ტო­ნი ჯან­სუ­ღი რო­გო­რი იყო?

- შე­ნიშ­ვნებს არას­დროს მაძ­ლევ­და, მას­წავ­ლი­და. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ხში­რად ვმღე­რო­დი მას­თან ერ­თად. ჩემ­მა ძმამ, ვახ­ტან­გმაც რომ და­ი­წყო მუ­სი­კის წერა, ბევ­რი მისი სიმ­ღე­რაც ვიმ­ღე­რე. მამა ყო­ველ­თვის გვის­მენ­და. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას თუ არა, კმა­ყო­ფი­ლე­ბას მა­ინც გა­მო­ხა­ტავ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, როცა ერ­თად ვმღე­რო­დით. ამ­ბობ­და, ეს სიმ­ღე­რის მა­ნე­რა კა­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ი­დან მო­დი­სო. სა­დღაც მო­ჩუ­ქურ­თმე­ბა, სა­დღაც ბგე­რის გა­წელ­ვა გე­ნე­ტი­კუ­რად მი­აჩ­ნდა - ამას ვერ ის­წავ­ლი, გუ­ლი­დან მო­დი­სო.

- ბა­ტო­ნი ჯან­სუ­ღის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ამ­ბეთ...

- მისი მშობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბი მუ­სი­კო­სე­ბი არ ყო­ფი­ლან, თუმ­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­როდ­ნენ. ბა­ბუა სუფ­რის კაცი იყო, პრო­ფე­სი­ით მეღ­ვი­ნე. ჰყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი, სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მამა მათ გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­და. ისი­ნი იყ­ვნენ მისი ძი­რი­თა­დი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი წყა­რო. 53-ე სკო­ლა ადრე ვაჟ­თა მე-7 სკო­ლა იყო. სწო­რედ ეს სკო­ლა ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მთე­ლი თა­ო­ბა მისი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ჰყავ­და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბიც. რე­ვაზ ლა­ღი­ძეს­თან მე­გობ­რობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო.

- წარ­მო­შო­ბით ერთი სოფ­ლი­დან იყ­ვნენ...

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი სო­ფელ ობ­ჩი­დან იყო. კა­ხი­ძე­ე­ბის და ლა­ღი­ძე­ე­ბის გვა­რი იქი­დან მო­დის. მამა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მამა მე­გო­ბარს არას­დროს უღა­ლა­ტებ­და და თუ მას ღა­ლა­ტობ­და ვინ­მე, ამ ტკი­ვილს ვე­რას­დროს ივი­წყებ­და. ძი­რი­თა­დად, მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში იყო კონ­კუ­რენ­ცია, შური... არც გა­საკ­ვი­რია - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ანს ყვე­ლა სფე­რო­ში ბევ­რი მტე­რი და მო­შურ­ნე ჰყავს, თუმ­ცა დრო ყვე­ლა­ფერს კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს, ყვე­ლა ხე­დავს, რა რჩე­ბა თა­ო­ბებს...

მა­მას ბევ­რი მე­გო­ბა­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის. ვინც დარ­ჩნენ, დღემ­დე სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ მას და მას­თან გა­ტა­რე­ბულ დროს. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კა შეჰ­ქონ­და სა­მე­გობ­რო წრე­ში. ეს არ იყო მხო­ლოდ სუფ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კარ­გად რომ მღე­რო­და, დროს კარ­გად ატა­რებ­და და კარ­გი თა­მა­და იყო, ეს ერთი მხა­რეა, მაგ­რამ ასე­ვე იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ყვე­ლას დამ­ხმა­რე, ოღონდ ჰქონ­და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თაც არა­სო­დეს ღა­ლა­ტობ­და.

- რაზე შე­იძ­ლე­ბო­და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო?

- ოჯახ­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ბრაზ­დე­ბო­და. ტყუ­ილს, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მე­ტიჩ­რო­ბას ვერ იტან­და.ორ­კესტრში ძა­ლი­ან მკაც­რი იყო. თუკი ვინ­მე მის დის­ციპ­ლი­ნურ ნორ­მებს არ­ღვევ­და, ძა­ლი­ან მკაცრ შე­ნიშ­ვნას აძ­ლევ­და, ხან­და­ხან კი, როცა ეს სის­ტე­მა­ტურ ხა­სი­ათს იძენ­და, ორ­კესტრი­და­ნაც უშ­ვებ­და. მო­უმ­ზა­დებ­ლად მოს­ვლა, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო.

- მამა-შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც მინ­და მი­ამ­ბოთ...

- ძა­ლი­ან უნ­დო­და, ბი­ჭის მამა ყო­ფი­ლი­ყო და ვატო რომ გაჩ­ნდა, თურ­მე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ექი­მის წინ, ყირა გა­ჭი­მა სი­ხა­რუ­ლით. ვატო ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სია. რა თქმა უნდა, მე­ო­რეც ბიჭი უნ­დო­და. ჩემ­ზე ფეხ­მძი­მე დედა სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ წა­უყ­ვა­ნი­ათ, მამა გერ­მა­ნი­ა­ში ყო­ფი­ლა გას­ტრო­ლებ­ზე. როცა და­უ­რე­კავს, ვახ­ტან­გი მი­სუ­ლა ტე­ლე­ფონ­თან და უხა­რე­ბია - აუ, მა, და გა­მიჩ­ნდაო. მა­მას უთ­ქვამს, ბე­ბი­ას და­უ­ძა­ხეო. ნაზი, ფა­ქი­ზი იმე­რე­ლი ქალი იყო ბე­ბია და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ ერ­თმა­ნე­თის სიძე-სი­დედრს. ჯა­ნი­კო, გი­ლო­ცავ, პა­ტა­რა გოგო შეგ­ვე­ძი­ნაო, უთ­ქვამს და მამა ისე გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, ყურ­მი­ლი და­უდ­ვია. მერე ამ ამ­ბავს სულ ვახ­სე­ნებ­დი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­შირ­დებ­და ერ­თმა­ნეთ­თან. ძა­ლი­ან ვგავ­დი გა­რეგ­ნო­ბი­თაც, ხა­სი­ა­თი­თაც, ბევ­რი სა­ერ­თო გვქონ­და და ყო­ველ­თვის ვმე­გობ­რობ­დით.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე­უღ­ლეს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მის პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში. მო­მი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­წყო მათი ის­ტო­რია...

- დედა პი­ა­ნის­ტი გახ­ლდათ. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან იყო, ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მუ­სი­კო­სი, მაგ­რამ ჯან­სუღ კა­ხი­ძეს გა­და­ე­ყა­რა... მა­მამ გვი­ან და­ი­წყო მუ­სი­კის პრო­ფე­სი­უ­ლად შეს­წავ­ლა. 13 წლის იყო, როცა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში მი­ი­ღეს, ამი­ტომ ექ­სტერ­ნად და­ამ­თავ­რა და მა­შინ­ვე დას­ვეს სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სზე. დე­და­ჩე­მი ვან­და კა­კა­ბა­ძეც მე­ო­რე კურ­სზე იყო. ჰოდა, გა­და­ი­რია მამა, არ მო­ეშ­ვა და მე­ხუ­თე კურ­სზე, 22 წლი­სე­ბი გა­ი­პარ­ნენ, რად­გან მო­ქე­ი­ფე ვე­რე­ლი ბიჭი ოჯა­ხის წევ­რებს არ მოს­წონ­დათ და ამ ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ. კი იყო ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი, მაგ­რამ მისი მო­მა­ვა­ლი ჯერ არ ჩან­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
11

ჯანო კახიძე -უნიჭიერესი ადამიანი,გენიოსი.... მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის არამედ მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის.....

გიორგი
11

ირაკლი გეთანხმები, მაგრამ ადამიანობით და კაცობით უვარგისი იყო, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. ნუ ვიკამათებთ.

ავტორი:

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"პატარაობიდან მასწავლიდა სიმღერას. სახლში როდესაც მუშაობდა, შევძვრებოდი ხოლმე მასთან ოთახში. ხელს არ ვუშლიდი.…ძალიან მიყვარდა მის გვერდით ჯდომა და თვალის დევნება," - უყვება "კვირის პალიტრას" დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი თეონა კახიძე.

- ზოგი მამა აღფრთოვანებულია ხოლმე შვილის ნამღერით, ზოგი პირიქით - უფრო კრიტიკულად არის განწყობილი. ბატონი ჯანსუღი როგორი იყო?

- შენიშვნებს არასდროს მაძლევდა, მასწავლიდა. როცა წამოვიზარდე, ხშირად ვმღეროდი მასთან ერთად. ჩემმა ძმამ, ვახტანგმაც რომ დაიწყო მუსიკის წერა, ბევრი მისი სიმღერაც ვიმღერე. მამა ყოველთვის გვისმენდა. აღფრთოვანებას თუ არა, კმაყოფილებას მაინც გამოხატავდა. ძალიან უყვარდა, როცა ერთად ვმღეროდით. ამბობდა, ეს სიმღერის მანერა კახიძეების ოჯახური ტრადიციიდან მოდისო. სადღაც მოჩუქურთმება, სადღაც ბგერის გაწელვა გენეტიკურად მიაჩნდა - ამას ვერ ისწავლი, გულიდან მოდისო.

- ბატონი ჯანსუღის მუსიკალური ფესვების შესახებ მიამბეთ...

- მისი მშობლები და წინაპრები მუსიკოსები არ ყოფილან, თუმცა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ბაბუა სუფრის კაცი იყო, პროფესიით მეღვინე. ჰყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, საუკეთესო მომღერლები იყვნენ. მამა მათ გარემოცვაში გაიზარდა. ისინი იყვნენ მისი ძირითადი მასაზრდოებელი მუსიკალური წყარო. 53-ე სკოლა ადრე ვაჟთა მე-7 სკოლა იყო. სწორედ ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მთელი თაობა მისი მეგობრები იყვნენ. ჰყავდა კონსერვატორიაში შეძენილი მეგობრებიც. რევაზ ლაღიძესთან მეგობრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო.

- წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ...

- ბაბუაჩემი სოფელ ობჩიდან იყო. კახიძეების და ლაღიძეების გვარი იქიდან მოდის. მამა თბილისში დაიბადა. მამა მეგობარს არასდროს უღალატებდა და თუ მას ღალატობდა ვინმე, ამ ტკივილს ვერასდროს ივიწყებდა. ძირითადად, მუსიკალურ სფეროში იყო კონკურენცია, შური... არც გასაკვირია - განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ყველა სფეროში ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავს, თუმცა დრო ყველაფერს კარგად წარმოაჩენს, ყველა ხედავს, რა რჩება თაობებს...

მამას ბევრი მეგობარი ცოცხალი აღარ არის. ვინც დარჩნენ, დღემდე სიყვარულით იხსენებენ მას და მასთან გატარებულ დროს. ის იყო ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ენერგეტიკა შეჰქონდა სამეგობრო წრეში. ეს არ იყო მხოლოდ სუფრასთან დაკავშირებული. კარგად რომ მღეროდა, დროს კარგად ატარებდა და კარგი თამადა იყო, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ასევე იყო გამორჩეული პროფესიონალი, ყველას დამხმარე, ოღონდ ჰქონდა კრიტერიუმები და პრინციპები, რომელთაც არასოდეს ღალატობდა.

- რაზე შეიძლებოდა გაბრაზებულიყო?

- ოჯახში ძალიან იშვიათად ბრაზდებოდა. ტყუილს, უპასუხისმგებლობას, მეტიჩრობას ვერ იტანდა.ორკესტრში ძალიან მკაცრი იყო. თუკი ვინმე მის დისციპლინურ ნორმებს არღვევდა, ძალიან მკაცრ შენიშვნას აძლევდა, ხანდახან კი, როცა ეს სისტემატურ ხასიათს იძენდა, ორკესტრიდანაც უშვებდა. მოუმზადებლად მოსვლა, რეპეტიციაზე დაგვიანება, ყურადღების გაფანტვა მისთვის მიუღებელი იყო.

- მამა-შვილების ურთიერთობაზეც მინდა მიამბოთ...

- ძალიან უნდოდა, ბიჭის მამა ყოფილიყო და ვატო რომ გაჩნდა, თურმე სამშობიაროში, ექიმის წინ, ყირა გაჭიმა სიხარულით. ვატო ჩემზე 10 წლით უფროსია. რა თქმა უნდა, მეორეც ბიჭი უნდოდა. ჩემზე ფეხმძიმე დედა სამშობიაროში რომ წაუყვანიათ, მამა გერმანიაში ყოფილა გასტროლებზე. როცა დაურეკავს, ვახტანგი მისულა ტელეფონთან და უხარებია - აუ, მა, და გამიჩნდაო. მამას უთქვამს, ბებიას დაუძახეო. ნაზი, ფაქიზი იმერელი ქალი იყო ბებია და დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის სიძე-სიდედრს. ჯანიკო, გილოცავ, პატარა გოგო შეგვეძინაო, უთქვამს და მამა ისე გაბრაზებულა, ყურმილი დაუდვია. მერე ამ ამბავს სულ ვახსენებდი, დიდი სიყვარული გვაკავშირდებდა ერთმანეთთან. ძალიან ვგავდი გარეგნობითაც, ხასიათითაც, ბევრი საერთო გვქონდა და ყოველთვის ვმეგობრობდით.

- ამბობენ, რომ მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიულ წარმატებაში. მომიყევით, როგორ დაიწყო მათი ისტორია...

- დედა პიანისტი გახლდათ. წარმოშობით ქუთაისიდან იყო, ნიჭიერი და პერსპექტიული მუსიკოსი, მაგრამ ჯანსუღ კახიძეს გადაეყარა... მამამ გვიან დაიწყო მუსიკის პროფესიულად შესწავლა. 13 წლის იყო, როცა მუსიკალურ ათწლედში მიიღეს, ამიტომ ექსტერნად დაამთავრა და მაშინვე დასვეს საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მეორე კურსზე. დედაჩემი ვანდა კაკაბაძეც მეორე კურსზე იყო. ჰოდა, გადაირია მამა, არ მოეშვა და მეხუთე კურსზე, 22 წლისები გაიპარნენ, რადგან მოქეიფე ვერელი ბიჭი ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. კი იყო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული, მაგრამ მისი მომავალი ჯერ არ ჩანდა. წაიკითხეთ სრულად

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა