პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრი
"სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრი

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ უც­ნო­ბია. ყვე­ლა ელო­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჰკი­თხა­ვენ მოწ­მე­ებს. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას არ ჰყავს და ამ დრომ­დე ისიც უც­ნო­ბია, რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

გი­ორ­გის ცხე­და­რი 22 ივ­ნისს, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან მის სახ­ლში, გვი­ან ღა­მით გა­და­ას­ვე­ნეს. ექ­სპერ­ტი­ზა­ში ოჯა­ხის თხოვ­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი კახა ერის­თა­ვი ჩა­ერ­თო, ის არ აკონ­კრე­ტებს რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და ცხე­დარს, აცხა­დებს, რომ მთა­ვარ კი­თხვებს პა­სუ­ხი ახლა ქი­მი­ურ­მა და გის­ტო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ უნდა გას­ცეს.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­მი­უ­რი კვლე­ვე­ბი, წყალ­ში და­იხ­რჩო თუ არა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, გის­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­სუ­ხე­ბი რომ იქ­ნე­ბა, მერე ვი­სა­უბ­როთ, რად­გან შე­დე­გე­ბი მეც მე­ცო­დი­ნე­ბა. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გებს ვერ გე­ტყვით, რად­გან მე თვი­თო­ნაც არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და კახა ერის­თავ­მა.

უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ვუ­სამ­ძიმ­რებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და გა­მოვ­თქვამ დიდ მწუ­ხა­რე­ბას. ამ ქვე­ყა­ნა­ში რომ აღარ დას­რულ­და ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის ერ­თმა­ნე­თის სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­მე­ტე­ბა, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი ტრა­გე­დი­აა!", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრე­ზი­დენ­ტი.

ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, ვინც ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს.

"ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნია 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი... ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, კრი­მი­ნა­ლურ მენ­ტა­ლი­ტეტს, ქუ­ჩურ-უბ­ნურ გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად და სრულ­ყო­ფი­ლად წა­რი­მარ­თოს და ყვე­ლამ, ვინც შე­საძ­ლოა ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან", - წერს იგი.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ალ­ბათ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რის, გუ­რამ (გუკა) ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს. სწო­რედ მან ნახა ბო­ლოს გი­ორ­გი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის წერს, რომ არ­ცერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ინ­ტერ­ვიუ არ მი­უ­ცია, არა­და, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­მა" მას­თან ჩა­წე­რი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა და რო­გორც ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ისე მო­ას­მე­ნი­ნა მა­ყუ­რე­ბელს. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ სი­უ­ჟეტს და თქვა, რომ უბ­რა­ლოდ მის ნაც­ნობს ესა­უბ­რე­ბო­და და ეს კი ინ­ტერ­ვი­უდ გა­ა­სა­ღეს. იმ სა­უ­ბარ­ში ჩანს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა აგა­რაკ­ზე და­ი­წყო, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი ამ კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, ად­ვო­კა­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე გა­მო­ძი­ე­ბას ენ­დო­ბა და ელო­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს.

მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე:

- ბოლო წუ­თამ­დე მქონ­და იმის იმე­დი, რომ გი­ორ­გის ცო­ცხალს ვი­პო­ვი­დით, რად­გან 3 დღე და ღამე მში­ერ მწყურ­ვა­ლი მაშ­ვე­ლე­ბი ეძებ­დნენ გი­ორ­გის წყალ­ში და ვერ პო­უ­ლოდ­ნენ, ამი­ტომ ვამ­ბობ­დი, იმე­დი მაქვს, ცო­ცხა­ლია მეთ­ქი. მდი­ნა­რის თემა თით­ქოს ნელ-ნელა ირი­ცხე­ბო­და, რად­გან გი­ორ­გი არ ჩან­და, მაგ­რამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. ჩვე­ნი იმე­დი არ გა­მარ­თლდა. აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვი მდი­ნა­რემ წა­ი­ღო, თურ­მე სი­ლა­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი და იმი­ტომ ვერ პო­უ­ლობ­დნენ. ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს ექ­სპერ­ტი­ზამ, უნდა გა­ი­მიჯ­ნოს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რო­დინ­დე­ლია - გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე­ლი თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი... მაშ­ვე­ლებ­მა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და. ვი­ცით, რომ გი­ორ­გი მთვრა­ლი არ იყო, მისი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი 3-4-ჯერ და­ი­კი­თხა უკვე.

გი­ორ­გი სა­ოც­რად კარ­გი ბიჭი იყო, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, უკონ­ფლიქ­ტო. სე­რი­ო­ზუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, კარ­გად თა­მა­შობ­და, პერ­სპექ­ტი­უ­ლი. უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და და ფიქ­რობ­და კი­დეც წას­ვლა­ზე. რო­გორც ვი­ცით, წვე­უ­ლე­ბა­ზე კონ­ფლიქ­ტი თუ რა­ღაც საქ­მის გარ­ჩე­ვა მოხ­და, მაგ­რამ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- მისი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ გა­იქ­ცნენ, რად­გან მან­ქა­ნით აე­დევ­ნენ, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ მდი­ნა­რე­ში ფეხი და­უ­ცურ­და?

- ჩემი თვა­ლით ვნა­ხე ის ად­გი­ლი და ამას გა­მოვ­რი­ცხავ.

- ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცხე­დარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს?

- და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ბუ­ნებ­რი­ვია, სამი დღე მდი­ნა­რე­ში იყო ბავ­შვი და ექ­ნე­ბა... მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია გა­ირ­კვეს, რითი მი­ად­გა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ეს არის სიკ­ვდი­ლამ­დე მი­ყე­ნე­ბუ­ლი თუ შემ­დგომ, წყლის დი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა ხომ არ აღე­ნიშ­ნე­ბა?

- ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა არ ჩანს, ბლაგვ სა­განს არ გა­მოვ­რი­ცხავთ...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

კრიმინალური გარჩევები კი არა ბეზპრიდელშიკები არიან რომლებსაც პასუხს არავინ არ თხოვს მაგათნაირებს რომ პასუხი მოეთხოვებოდეს ეგრე ვერ მოიქცევიან და არც ამდენი მკვლელობა მოხდებოდა ამიტომ ტყვილა ქუჩას ნუ აბრალებთ სანამ ქუჩაში მოხვდებიან ოჯახში უნდა აღზარდოთ შვილები მაგრამ ვის ცალია დედა უცხოეთშია მამა პივის ბოთლით სადარბაზოსთან ან მეტადონის პროგრამაში ზის ამიტომ ხდება ამდენი დანაშაული 

!!!
0

ვაიმე ახლა თუ ამ ბიჭის მკვლელობა ვინმეს შერჩა არ ვიცი მერე არასოდეს ჩვენი საშველი არ იქნება. ყველა დაიჭირეთ და არ გამოუშვათ სანამ სიმართლეს არ იტყვიან ეგ საზიზღარი ბავშვები. 

ავტორი:

"სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრი

"სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ისევ უცნობია. ყველა ელოდება გამოძიებას. ამ დრომდე სამართალდამცავები ჰკითხავენ მოწმეებს. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და ამ დრომდე ისიც უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.

გიორგის ცხედარი 22 ივნისს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მის სახლში, გვიან ღამით გადაასვენეს. ექსპერტიზაში ოჯახის თხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი ჩაერთო, ის არ აკონკრეტებს რა დაზიანებები ჰქონდა ცხედარს, აცხადებს, რომ მთავარ კითხვებს პასუხი ახლა ქიმიურმა და გისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს.

"მიმდინარეობს ქიმიური კვლევები, წყალში დაიხრჩო თუ არა ამასთან დაკავშირებით და ასევე, გისტოლოგიური გამოკვლევებიც. აღნიშნულის პასუხები რომ იქნება, მერე ვისაუბროთ, რადგან შედეგები მეც მეცოდინება. პირველადი დათვალიერების შედეგებს ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონაც არ ვიცი", - განაცხადა კახა ერისთავმა.

უმძიმეს ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

"ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!", - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

ფაქტს ეხმაურება სოციალური ქსელით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მოუწოდებს ყველას, ვინც ინფორმაციას ფლობს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - წერს იგი.

ყველაზე მთავარი გამოძიებისთვის ალბათ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გურამ (გუკა) ამირხანაშვილის ჩვენება იქნება, რომელიც ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. სწორედ მან ნახა ბოლოს გიორგი. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ არცერთი ტელევიზიისთვის ინტერვიუ არ მიუცია, არადა, ტელეკომპანია "მთავარმა" მასთან ჩაწერილი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა და როგორც ექსკლუზიური ინტერვიუ ისე მოასმენინა მაყურებელს. ამირხანაშვილი სოციალური ქსელში გამოეხმაურა ამ სიუჟეტს და თქვა, რომ უბრალოდ მის ნაცნობს ესაუბრებოდა და ეს კი ინტერვიუდ გაასაღეს. იმ საუბარში ჩანს, რომ დაპირისპირება აგარაკზე დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ გიორგი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ენდობა და ელოდება ექსპერტიზის პასუხებს.

მირიან ნიკოლაძე:

- ბოლო წუთამდე მქონდა იმის იმედი, რომ გიორგის ცოცხალს ვიპოვიდით, რადგან 3 დღე და ღამე მშიერ მწყურვალი მაშველები ეძებდნენ გიორგის წყალში და ვერ პოულოდნენ, ამიტომ ვამბობდი, იმედი მაქვს, ცოცხალია მეთქი. მდინარის თემა თითქოს ნელ-ნელა ირიცხებოდა, რადგან გიორგი არ ჩანდა, მაგრამ მწარე რეალობის წინაშე დავდექით. ჩვენი იმედი არ გამართლდა. აღმოჩნდა, ბავშვი მდინარემ წაიღო, თურმე სილაში იყო ჩაფლული და იმიტომ ვერ პოულობდნენ. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ, უნდა გაიმიჯნოს დაზიანებები როდინდელია - გარდაცვალებამდელი თუ გარდაცვალების შემდგომი... მაშველებმა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს. ექსპერტიზა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ვიცით, რომ გიორგი მთვრალი არ იყო, მისი მეგობარი გურამი 3-4-ჯერ დაიკითხა უკვე.

გიორგი საოცრად კარგი ბიჭი იყო, ზრდილობიანი, მოწესრიგებული, უკონფლიქტო. სერიოზული სპორტსმენი, კარგად თამაშობდა, პერსპექტიული. უცხოეთიდან მოწვევები ჰქონდა და ფიქრობდა კიდეც წასვლაზე. როგორც ვიცით, წვეულებაზე კონფლიქტი თუ რაღაც საქმის გარჩევა მოხდა, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ გიორგი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

- მისი მეგობარი ამბობს, რომ გაიქცნენ, რადგან მანქანით აედევნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მდინარეში ფეხი დაუცურდა?

- ჩემი თვალით ვნახე ის ადგილი და ამას გამოვრიცხავ.

- ვიზუალურად ცხედარს დაზიანებები აქვს?

- დაზიანებები აქვს ბუნებრივია, სამი დღე მდინარეში იყო ბავშვი და ექნება... მაგრამ ყველაზე მთავარია გაირკვეს, რითი მიადგა ეს დაზიანებები, ეს არის სიკვდილამდე მიყენებული თუ შემდგომ, წყლის დინებით გამოწვეული.

- ცეცხლნასროლი ჭრილობა ხომ არ აღენიშნება?

- ვიზუალური დათვალიერებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ...

წაიკითხეთ სრულად

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"