პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა
"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

ერე­ვან­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან, სო­მეხ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს, რი­თაც მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­გან მი­ღე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის გამო...

"მად­ლო­ბა მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლოს" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც სო­მეხ, ისე ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში.

მად­ლო­ბის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ერევ­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, გორ ამა­თუ­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და სომ­ხეთ­ში "ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს დაბ­რუნ­და.

აქ­ცი­ის იდე­ა­სა და სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ, AMBEBI.GE გორ ამა­თუნს ერე­ვან­ში და­უ­კავ­შირ­და:

- გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო კო­ვიდ-19-თან ბრძო­ლა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით გვეხ­მა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და - ეს არის თა­ნად­გო­მა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­ნა­ხოთ და და­ვა­ფა­სოთ. მე მეტი არა­ფე­რი შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი მი­ვარ­თვი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს და ასე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, რო­მე­ლიც ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში გვერ­დში დაგ­ვიდ­გა...

მე ვა­დევ­ნებ­დი თვალს, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ქარ­თველ ხალ­ხს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სომ­ხე­თის მი­მართ, ისი­ნი ერ­თსუ­ლო­ვანდ ითხოვ­დნენ, სო­მეხ ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო­თო... მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ქარ­თველს, ვინც ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ყოვლთვის იყო ჩვე­ნი კე­თილ­მო­სურ­ნე მე­ზო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და მო­კე­თე. თუ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა კარ­გად, ჩვენც კარ­გად ვიქ­ნე­ბით.

ჩვენ ბევ­რი რამ სა­ერ­თო გვაქვს, მათ შო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მე­ბი, თუნ­დაც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ამ ქვეყ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ვირუს­თან ბრძო­ლის მხრივ სომ­ხე­თი პლა­ტო­ზე გა­ვი­და. კოშ­მარ­მა ჩა­ი­ა­რა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და, თუმ­ცა, სა­მუ­შაო და საბ­რძოლ­ვე­ლი, ჯერ კი­დევ ბევ­რია, რად­გან უმ­რავ ადა­მი­ანს ჩვენ­თან ჯერ კი­დევ არ სჯე­რა მისი არ­სე­ბო­ბის, არ იცა­ვენ წე­სებს, სა­კუ­თარ თავ­საც უქ­მნი­ან საფრ­თხეს და სხვებ­საც.

- სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებს ფა­ში­ნი­ანს კო­ვიდ 19-თან არა­ე­ფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის...

- საქ­მე ის არის, რომ ახლა სომ­ხეთ­ში ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს, ეს არის ბან­და, რო­მე­ლიც ჩა­მო­აგ­დეს ტახ­ტი­დან და ვერ ეგუ­ე­ბი­ან ამას, აკ­რი­ტი­კე­ბენ ყვე­ლას გარ­შე­მო. სწო­რედ ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ და ამ­კვიდ­რე­ბენ აზრს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არ­სე­ბობს, რათა ამით პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნან ქვე­ყა­ნას, მო­სახ­ლე­ო­ბას, ხალ­ხს. შემ­დეგ კი გაჰ­კი­ვი­ან, აი ხომ ხე­დავთ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ უმკლავ­დე­ბა ვირუს­სო. მზად არი­ან მათი გა­რე­მოც­ვაც და­ზა­რალ­დეს, ოღონდ კი მო­სახ­ლე­ო­ბამ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა სცნოს. აი, ეს არის ქვეყ­ნის შეგ­ნე­ბუ­ლი ღა­ლა­ტი.

ამას­თან, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი პრო­პა­გა­და. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ და პირ­და­პირ დი­ვერ­სი­ას აწყო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, ამ ე.წ. ოპო­ზი­ცი­ას, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მა­ფი­ო­ზებს, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში ხვდე­ბი­ან და პირ­და­პირ დი­რექ­ტი­ვებს აძ­ლე­ვენ, რო­გორ იმუ­შა­ონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ... არ შე­მიძ­ლია არ შე­ვა­ქო ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ მძი­მე ფონ­ზე გა­რის­კა და მოს­კოვ­ში, ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის წლის­თავ­ზე დას­წრე­ბა­ზე პუ­ტინს უარი უთხრა. ეს იყო ღირ­სე­უ­ლი დე­მარ­ში.

- მის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

- დიახ, ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია, რად­გან ის პირ­და­პირ ვერ ეტყო­და - თქვენ მხარს უჭერთ სარ­გსი­ა­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ამი­ტომ ვამ­ბობ უარს თქვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზეო. რუ­სე­თი, თა­ვი­სი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და შიგ­ნით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მისი საკ­მა­ოდ დიდი საყ­რდე­ნით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ებ­რძვის მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ამის­თვის გა­რე­თა და შიდა მა­ფი­ო­ზე­ბის, ფულს და მე­დია რე­სურსს არ ზო­გა­ვენ, რომ სომ­ხეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი არ და­უშ­ვან. მუდ­მი­ვად გვა­შან­ტა­ჟე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით, თუნ­დაც გა­ზით, ასე­ვე ლარ­სის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის ჩა­კეტვით...

ახლა სომ­ხე­თის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს 2003 წლის დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს, ზუს­ტად იგი­ვე ვი­თა­რე­ბა გვაქვს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის, რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი შიდა მა­ფი­ო­ზე­ბის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და სხვა არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ოღონდ, გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რე­ფორ­მე­ბი ძა­ლი­ან ხის­ტად და რა­დი­კა­ლუ­რად ჩა­ა­ტა­რა, ფა­ში­ნი­ა­ნი კი, ცდი­ლობს, რე­ფორ­მე­ბი რბი­ლად, ეტა­პობ­რი­ვად და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩა­ა­ტა­როს, რათა რე­ვო­ლუ­ცი­ამ თა­ვი­სი სა­ხე­ლი "ხა­ვერ­დო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი" გა­ა­მარ­თლოს.

თუმ­ცა, გულ­წრფე­ლად უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა - სას­ტუმ­რო­ე­ბი, კვე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ობი­ექ­ტი­ე­ბი, მე­დია, ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სის 90% რუ­სუ­ლია, მათი ფუ­ლით კეთ­დე­ბა და ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მათი გავ­ლე­ნე­ბი არ შემ­ცირ­დეს, მათი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა არ აი­ლაგ­მოს. ვიხ­სე­ნებ, სა­ი­დან და­ი­წყო ბრძო­ლა ფა­ში­ნი­ან­მა, რა შან­სი ჰქონ­და ამ­ხე­ლა გვე­ლე­შე­პებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მაგ­რამ გა­მო­უ­ვი­და. იმე­დია, ახ­ლაც გა­მოგ­ვი­ვა.

ყო­ველ­თვის ვგრძნობთ, ამ მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამის­თვის, იმე­დია, ერთ დღეს ჩვენც გა­ვალთ ფონს!

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
6

ყველა მადლიერ კაცს გაუმარჯოს. ოღონდ კაცად იავრგე და იქ ილოცე სადაც გინდაო ხოიცით. დროა სომხეთმა და აზერბაიჯანმა, თუნდაც რუსეთმა სხვანაირად დაგვაფასოს.

გიორგი
145

სომები ისე არაფერს მოგიტანენ რაღაც იქნება ჩადებული ამ ყველაფერში :D 

ავტორი:

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

ერევანში საქართველოს საელჩოსთან, სომეხმა მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს, რითაც მადლიერება გამოხატეს COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოსგან მიღებული დახმარების გამო...

"მადლობა მოძმე საქართველოს" - ამ სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეოს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სომეხ, ისე ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში.

მადლობის აქციის ორგანიზატორი ერევნელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, გორ ამათუნი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა და სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" დროს დაბრუნდა.

აქციის იდეასა და სომხეთში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სასაუბროდ, AMBEBI.GE გორ ამათუნს ერევანში დაუკავშირდა:

- გავიგე, რომ საქართველო კოვიდ-19-თან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალით გვეხმარება, რაც ძალიან გამიხარდა - ეს არის თანადგომა, რომელიც აუცილებლად უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. მე მეტი არაფერი შემიძლია, ამიტომ ყვავილების თაიგული მივართვი საქართველოს საელჩოს და ასე გამოვხატე ჩემი პატივისცემა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამ მძიმე ვითარებაში გვერდში დაგვიდგა...

მე ვადევნებდი თვალს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს ამ სიტუაციაში სომხეთის მიმართ, ისინი ერთსულოვანდ ითხოვდნენ, სომეხ ხალხს დავეხმაროთო... მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. საქართველო ყოვლთვის იყო ჩვენი კეთილმოსურნე მეზობელი, მეგობარი და მოკეთე. თუ საქართველო იქნება კარგად, ჩვენც კარგად ვიქნებით.

ჩვენ ბევრი რამ საერთო გვაქვს, მათ შორის თანამედროვე პრობლემები, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს, ამ ქვეყნების დამოუკიდებლად განვითარებას ხელი შეუშალოს

საბედნიეროდ, ახლა ვირუსთან ბრძოლის მხრივ სომხეთი პლატოზე გავიდა. კოშმარმა ჩაიარა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა, სამუშაო და საბრძოლველი, ჯერ კიდევ ბევრია, რადგან უმრავ ადამიანს ჩვენთან ჯერ კიდევ არ სჯერა მისი არსებობის, არ იცავენ წესებს, საკუთარ თავსაც უქმნიან საფრთხეს და სხვებსაც.

- სომხეთის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მუდმივად აკრიტიკებს ფაშინიანს კოვიდ 19-თან არაეფექტური მუშაობისთვის...

- საქმე ის არის, რომ ახლა სომხეთში ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ბანდა, რომელიც ჩამოაგდეს ტახტიდან და ვერ ეგუებიან ამას, აკრიტიკებენ ყველას გარშემო. სწორედ ისინი ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, რათა ამით პრობლემები შეუქმნან ქვეყანას, მოსახლეობას, ხალხს. შემდეგ კი გაჰკივიან, აი ხომ ხედავთ, ფაშინიანის ხელისუფლება ვერ უმკლავდება ვირუსსო. მზად არიან მათი გარემოცვაც დაზარალდეს, ოღონდ კი მოსახლეობამ, ფაშინიანის ხელისუფლების არალეგიტიმურობა სცნოს. აი, ეს არის ქვეყნის შეგნებული ღალატი.

ამასთან, ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული პროპაგადა. მისი წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მუშაობენ და პირდაპირ დივერსიას აწყობენ ქვეყანაში. მაგალითად, ამ ე.წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი, მაფიოზებს, რუსეთის საელჩოში ხვდებიან და პირდაპირ დირექტივებს აძლევენ, როგორ იმუშაონ ხელისუფლების წინააღმდეგ... არ შემიძლია არ შევაქო ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ამ მძიმე ფონზე გარისკა და მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავზე დასწრებაზე პუტინს უარი უთხრა. ეს იყო ღირსეული დემარში.

- მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციით იყო განპირობებული.

- დიახ, ეს დიპლომატიური ნაბიჯია, რადგან ის პირდაპირ ვერ ეტყოდა - თქვენ მხარს უჭერთ სარგსიანის დანაშაულებრივ ორგანიზაციას და ამიტომ ვამბობ უარს თქვენთან შეხვედრაზეო. რუსეთი, თავისი პროპაგანდისტული მანქანებით და შიგნით, ქვეყანაში არსებული მისი საკმაოდ დიდი საყრდენით, აქტიურად მუშაობს სომხეთის წინააღმდეგ, ებრძვის მის დამოუკიდებლობას და ამისთვის გარეთა და შიდა მაფიოზების, ფულს და მედია რესურსს არ ზოგავენ, რომ სომხეთში დემოკრატიული რეფორმები არ დაუშვან. მუდმივად გვაშანტაჟებენ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა მექანიზმებით, თუნდაც გაზით, ასევე ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვით...

ახლა სომხეთის გარშემო არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2003 წლის დროინდელ საქართველოს, ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს რუსული პროპაგანდის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შიდა მაფიოზების, კორუმპირებული სასამართლო სისტემის და სხვა არაერთი მიმართულებით. ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმები ძალიან ხისტად და რადიკალურად ჩაატარა, ფაშინიანი კი, ცდილობს, რეფორმები რბილად, ეტაპობრივად და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაატაროს, რათა რევოლუციამ თავისი სახელი "ხავერდოვანი ცვლილებები" გაამართლოს.

თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა - სასტუმროები, კვებისა და საგანმანათლებლო ობიექტიები, მედია, ინტერნეტ-გამოცემები, ტელევიზიები, ზოგადად, ბიზნესის 90% რუსულია, მათი ფულით კეთდება და ცხადია, ყველაფერს აკეთებენ, მათი გავლენები არ შემცირდეს, მათი კორუმპირებული მმართველობის სისტემა არ აილაგმოს. ვიხსენებ, საიდან დაიწყო ბრძოლა ფაშინიანმა, რა შანსი ჰქონდა ამხელა გველეშეპებთან საბრძოლველად, მაგრამ გამოუვიდა. იმედია, ახლაც გამოგვივა.

ყოველთვის ვგრძნობთ, ამ მძიმე რეალობაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მადლობა საქართველოს ამისთვის, იმედია, ერთ დღეს ჩვენც გავალთ ფონს!

ჩრდილოვანი მმართველობიდან მთავარ პოლიტიკურ სცენამდე - კიმ ჩენ ინმა  თავის დას უფლებამოსილების ნაწილი გადასცა

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ