მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე
"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

"კვი­რის პა­ლიტ­რა" აგ­რძე­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ციკლს ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­თან. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მაა კომ­პა­ნია "სფე­ის იქსი" (SpaceX) და მის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაშ­ვე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი ეკი­პა­ჟი, ის­ტო­რი­უ­ლი ფრე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი.

  • რა­ტომ არის ეს პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის­თვის?!

კოს­მო­სის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია შედ­გა, რო­მე­ლიც კერ­ძო კომ­პა­ნია "სფე­ის იქსმა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქამ­დე ამას აკე­თებ­დნენ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის "ნასა" და "როს­კოს­მო­სი" და არ ყო­ფი­ლა პრე­ცე­დენ­ტი, რო­მე­ლი­მე კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი კოს­მოს­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ნა.

პირ­ვე­ლად კოს­მო­სის ის­ტო­რი­ა­ში ილონ მას­კის კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ას ხვდა წი­ლად, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ცივი ომის პე­რი­ოდ­ში, ამე­რი­კა­სა და სსრკ-ს შო­რის კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის პროგ­რა­მებ­ში მუდ­მი­ვი შე­ჯიბ­რე­ბა იყო. ამ სფე­რო­ში საბ­ჭო­თა კავ­შირს ბევ­რი მიღ­წე­ვა ჰქონ­და, მაგ­რამ არც ამე­რი­კე­ლე­ბი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთვა­რის პროგ­რა­მე­ბით. "ნა­სას" ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პროგ­რა­მა "სფე­ის შათ­ლი" (მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი), რო­მე­ლიც 80-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, 2011 წელს და­ი­ხუ­რა. ამას ორი მი­ზე­ზი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი - ძა­ლი­ან ძვი­რი იყო; "სფე­ის შათ­ლის" თი­თო­ე­უ­ლი გაშ­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და და მე­ო­რე, უფრო მთა­ვა­რი - "სფე­ის შათ­ლი" სა­თა­ნა­დოდ ვერ იცავ­და ას­ტრო­ნავ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, გა­რან­ტია და­ახ­ლო­ე­ბით 30% იყო, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

"სფე­ის შათ­ლის" "კო­ლუმ­ბი­ის" ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ეს პროგ­რა­მა და­ი­ხუ­რა და 2011 წლი­დან ამე­რი­კე­ლე­ბი რუ­სე­თის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ზე - "როს­კოს­მოს­ზე" გახ­დნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2011 წლი­დან დღემ­დე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ას­ტრო­ნავ­ტი, ჩი­ნე­ლი ტა­ი­კო­ნავ­ტე­ბის (ასე უწო­დე­ბენ ჩი­ნე­ლე­ბი ას­ტრო­ნავ­ტებს) გარ­და, კოს­მოს­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით და რუ­სუ­ლი, 1966 წელს სერ­გეი კა­რა­ლი­ო­ვის მიერ შექ­მნი­ლი "სო­ი­უზ-კაფ­სუ­ლით", რო­მე­ლიც "სო­ი­უზ" რა­კე­ტა­ში თავ­სდე­ბა და უკა­ნაც იმა­ვე კაფ­სუ­ლით ბრუნ­დე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლით ერთი არა­რუ­სი ას­ტრო­ნავ­ტის გამ­გზავ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2011 წლი­დან დღემ­დე 30 მი­ლი­ო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 90 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და და ამე­რი­კის, ევ­რო­პის, ია­პო­ნი­ის, კა­ნა­დის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ამ თან­ხას უხ­დიდ­ნენ "როს­კოს­მოსს" მათი ას­ტრო­ნავ­ტის კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გამ­გზავ­რე­ბა­სა და უკან მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბა­ში. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეს უნი­კა­ლუ­რი "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლა დღემ­დე ით­ვლე­ბა კოს­მო­სის პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბად. ცხა­დია, ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო "ნასა" ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, გა­ნაგ­რძობ­და ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას სა­კუ­თა­რი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად.

ამე­რი­კი­დან ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დით ას­ტრო­ნავ­ტე­ბის კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბა "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო. დრო­ის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სად­მი ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მით "ნა­სამ" ამ საქ­მე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა და ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის - "სფე­ის იქსი" ილონ მას­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სწო­რედ ის გახ­და "ნა­სას" კონ­ტრაქ­ტო­რი, რაც ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ "სფე­ის იქსმა" მი­ი­ღო "ნა­სას" ლი­ცენ­ზია პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სფე­ის იქსი" არის მე­ნე­ჯე­რუ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტოდ კარ­გად აწყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა კომ­პა­ნია. მას არ გა­აჩ­ნდა ათწლე­უ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბი­სა და კოს­მო­სურ პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა 2002 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­არ­სე­ბის 18-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არ­ნა­ხუ­ლი სიჩ­ქა­რით შეძ­ლო კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბის სტი­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა, კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხის - ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბით უძ­ვი­რე­სი პროგ­რა­მე­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ და­ბალ ფა­სად შეს­რუ­ლე­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა. 2008 წლი­დან "სფე­ის იქსი", რო­გორც "ნა­სას" კონ­ტრაქ­ტო­რი, ემ­სა­ხუ­რე­ბა მის არა­პი­ლო­ტი­რე­ბულ მი­სი­ებს და კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ტვირ­თი გა­და­აქვს. მისი სატ­ვირ­თო ხო­მალ­დი Dragon-ი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო არა­პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი გა­დამ­ზი­დია დე­და­მი­წი­დან კოს­მო­სურ სად­გუ­რამ­დე და მას ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ჟი­მით უერ­თდე­ბა.

ამ ცოტა ხნის წინ "სფე­ის იქ­სის" კი­დევ ერთი, ფი­ნან­სუ­რად და ტექ­ნი­კუ­რად უფრო რთუ­ლი პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა - 30 მა­ისს კე­ნე­დის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ლე­გენ­და­რუ­ლი 39A პლატ­ფორ­მი­დან (სწო­რედ ამ პლატ­ფორ­მი­დან იღებ­და გეზს ამე­რი­კუ­ლი მთვა­რის მი­სი­ე­ბი) ორი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტი - რო­ბერტ ბენ­კე­ნი და დუ­გ­ლას ჰარ­ლი "სფე­ის იქ­სის" რა­კე­ტა "ფალ­კონ 9"-ით და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი "ქრუ დრე­გონ" კაფ­სუ­ლით და­იძ­რნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის­კენ და 31 მა­ისს მას წარ­მა­ტე­ბით მი­უ­ერ­თდნენ. "ქრუ დრე­გონ" კაფ­სუ­ლა, ისე­ვე, რო­გორც მისი გა­დამ­ზი­დი რა­კე­ტა "ფალ­კონ-9" კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად და დი­ზა­ი­ნით წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია და ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. "სფე­ის იქ­სის" რა­კე­ტე­ბის 80% ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც ფი­ნან­სურ ენა­ზე კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­და­რე­ბით გა­ი­ა­ფე­ბას ნიშ­ნავს. "ქრუ დრე­გო­ნიც" ასე­ვე მრა­ვალ­ჯე­რა­დია. მისი შიდა სივ­რცე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, თით­ქმის სამ­ჯერ მე­ტია და, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლიც, ვიდ­რე ის­ტო­რი­უ­ლი "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლა. გარ­და ამი­სა, "სფე­ის იქ­სის" პრო­ექ­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ახა­ლი სტი­ლის, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი დი­ზა­ი­ნით, რო­მე­ლიც, ცხა­დია, აკ­მა­ყო­ფი­ლებს აე­რო­დი­ნა­მი­კის პრინ­ცი­პებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სა­ში­ში ფაზა უკან, დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი - ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მოს­ვლის პრო­ცე­სია. ეს ურ­თუ­ლე­სი გა­მოც­და "ქრუ დრე­გო­ნის" ას­ტრო­ნავ­ტებს ჯერ წინ აქვთ. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­ნავ­ტი­კის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად, წყალ­ზე, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ზე და­ეშ­ვე­ბი­ან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
11

კი, იუპიტერზე თურმე ისადილებენ, სატურნზე ყავას დალევენ და ისე განაგრძობენ გზას.

გელა
15

დედამიწის მაგნიტოსფეროში 500 კმ-დან 1300კმ-ის დიაპაზონში არსებობს ეგრეთ წოდებული ვან ჰალენის რადიაციული სარტყელი, რომლის გავლას ვერცეთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ შეძლებს, დღესდღეობით არ არსებობს ასეთი რადიაციისგან დაცვის რაიმე საშუალება. ასე რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ოცნებაა და ხალხის მასების მოტყუების მცდელობა. შეიძლება ჰოლივუდგი გადაიღონ რამე და მერე თქვენ აჰა ეგაა და გორის ციხეო, ეგეთები ეხერხებათ. 

ავტორი:

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჯერად ჩვენი საუბრის თემაა კომპანია "სფეის იქსი" (SpaceX) და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაშვებული პილოტირებული ეკიპაჟი, ისტორიული ფრენის მნიშვნელობა და კოსმოსური პროგრამების სიახლეები.

  • რატომ არის ეს პილოტირებული მისია მნიშვნელოვანი ამერიკისთვის?!

კოსმოსის ისტორიაში პირველი პილოტირებული მისია შედგა, რომელიც კერძო კომპანია "სფეის იქსმა" განახორციელა. აქამდე ამას აკეთებდნენ მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორიც არის "ნასა" და "როსკოსმოსი" და არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე კომერციულ კომპანიას ადამიანები კოსმოსში გაემგზავრებინა.

პირველად კოსმოსის ისტორიაში ილონ მასკის კომერციულ კომპანიას ხვდა წილად, განეხორციელებინა პილოტირებული მისია. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ცივი ომის პერიოდში, ამერიკასა და სსრკ-ს შორის კოსმოსის ათვისების პროგრამებში მუდმივი შეჯიბრება იყო. ამ სფეროში საბჭოთა კავშირს ბევრი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ არც ამერიკელები ჩამოუვარდებოდნენ, განსაკუთრებით - მთვარის პროგრამებით. "ნასას" ძალიან ცნობილი პროგრამა "სფეის შათლი" (მრავალჯერადი გამოყენების პილოტირებული სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი), რომელიც 80-იან წლებში შეიქმნა, 2011 წელს დაიხურა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ძალიან ძვირი იყო; "სფეის შათლის" თითოეული გაშვება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდებოდა და მეორე, უფრო მთავარი - "სფეის შათლი" სათანადოდ ვერ იცავდა ასტრონავტების უსაფრთხოებას, გარანტია დაახლოებით 30% იყო, რაც ძალიან დაბალია.

"სფეის შათლის" "კოლუმბიის" ტრაგედიის შემდეგ ეს პროგრამა დაიხურა და 2011 წლიდან ამერიკელები რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე - "როსკოსმოსზე" გახდნენ დამოკიდებული. 2011 წლიდან დღემდე მსოფლიოს ყველა კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, ჩინელი ტაიკონავტების (ასე უწოდებენ ჩინელები ასტრონავტებს) გარდა, კოსმოსში მიემგზავრება რუსეთის მეშვეობით და რუსული, 1966 წელს სერგეი კარალიოვის მიერ შექმნილი "სოიუზ-კაფსულით", რომელიც "სოიუზ" რაკეტაში თავსდება და უკანაც იმავე კაფსულით ბრუნდებიან.

გარდა ამისა, "სოიუზ" კაფსულით ერთი არარუსი ასტრონავტის გამგზავრების ღირებულება 2011 წლიდან დღემდე 30 მილიონიდან დაახლოებით 90 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამერიკის, ევროპის, იაპონიის, კანადის კოსმოსური სააგენტოები ამ თანხას უხდიდნენ "როსკოსმოსს" მათი ასტრონავტის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებასა და უკან მშვიდობიანად დაბრუნებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უნიკალური "სოიუზ" კაფსულა დღემდე ითვლება კოსმოსის პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. ცხადია, ამერიკის კოსმოსური სააგენტო "ნასა" ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთზე დამოკიდებულებისა, განაგრძობდა ინტენსიურ მუშაობას საკუთარი პილოტირებული მისიების აღსადგენად.

ამერიკიდან ამერიკული ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება "ამერიკული ოცნება" იყო. დროის ახალი გამოწვევებისადმი ახლებური მიდგომით "ნასამ" ამ საქმეში კომერციული ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვიტა და ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაცია, მათ შორის - "სფეის იქსი" ილონ მასკის ხელმძღვანელობით და სწორედ ის გახდა "ნასას" კონტრაქტორი, რაც ნიშნავს, რომ სწორედ "სფეის იქსმა" მიიღო "ნასას" ლიცენზია პილოტირებული მისიების განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ "სფეის იქსი" არის მენეჯერულად უპრეცედენტოდ კარგად აწყობილი ახალგაზრდა კომპანია. მას არ გააჩნდა ათწლეულობით მიმდინარე კვლევებისა და კოსმოსურ პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, თუმცა 2002 წლიდან მოყოლებული, დაარსების 18-წლიანი ისტორიის მანძილზე არნახული სიჩქარით შეძლო კოსმოსური პროექტებისთვის საჭირო პროფესიონალების შემოკრება, მუშაობის სტილის ახალი სტანდარტების დანერგვა, კოსმოსური პროგრამებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის - ტექნოლოგიური სიახლეებით უძვირესი პროგრამების უალტერნატივოდ დაბალ ფასად შესრულება და შთამბეჭდავი შედეგების მიღება. 2008 წლიდან "სფეის იქსი", როგორც "ნასას" კონტრაქტორი, ემსახურება მის არაპილოტირებულ მისიებს და კოსმოსურ სადგურზე ტვირთი გადააქვს. მისი სატვირთო ხომალდი Dragon-ი ერთ-ერთი საუკეთესო არაპილოტირებული გადამზიდია დედამიწიდან კოსმოსურ სადგურამდე და მას ავტომატური რეჟიმით უერთდება.

ამ ცოტა ხნის წინ "სფეის იქსის" კიდევ ერთი, ფინანსურად და ტექნიკურად უფრო რთული პრემიერა გაიმართა - 30 მაისს კენედის კოსმოსური ცენტრის ლეგენდარული 39A პლატფორმიდან (სწორედ ამ პლატფორმიდან იღებდა გეზს ამერიკული მთვარის მისიები) ორი ამერიკელი ასტრონავტი - რობერტ ბენკენი და დუგლას ჰარლი "სფეის იქსის" რაკეტა "ფალკონ 9"-ით და მასში განთავსებული "ქრუ დრეგონ" კაფსულით დაიძრნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და 31 მაისს მას წარმატებით მიუერთდნენ. "ქრუ დრეგონ" კაფსულა, ისევე, როგორც მისი გადამზიდი რაკეტა "ფალკონ-9" კონცეპტუალურად და დიზაინით წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული პროექტებია და ისინი განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. "სფეის იქსის" რაკეტების 80% ხელახლა გამოიყენება, რაც ფინანსურ ენაზე კოსმოსური პროგრამების შედარებით გაიაფებას ნიშნავს. "ქრუ დრეგონიც" ასევე მრავალჯერადია. მისი შიდა სივრცე, სადაც ადამიანები არიან განთავსებული, თითქმის სამჯერ მეტია და, შესაბამისად, უფრო კომფორტულიც, ვიდრე ისტორიული "სოიუზ" კაფსულა. გარდა ამისა, "სფეის იქსის" პროექტები გამოირჩევა ახალი სტილის, მინიმალისტური, შთამბეჭდავი დიზაინით, რომელიც, ცხადია, აკმაყოფილებს აეროდინამიკის პრინციპებს. როგორც ცნობილია, პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე რთული და საშიში ფაზა უკან, დედამიწაზე დაბრუნების, კონკრეტულად კი - ატმოსფეროში შემოსვლის პროცესია. ეს ურთულესი გამოცდა "ქრუ დრეგონის" ასტრონავტებს ჯერ წინ აქვთ. ისინი რამდენიმე თვეში ამერიკული კოსმონავტიკისთვის ტრადიციულად, წყალზე, ატლანტის ოკეანეზე დაეშვებიან. წაიკითხეთ სრულად

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება

კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს... ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე