პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო
ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სავ­მა მურ­მან ტო­გო­ნი­ძემ 2014 წლი­დან დღემ­დე იმე­რე­თის ცალ­კე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან ტენ­დერე­ბი­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 16,395,501 ლარი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დის - მა­გუ­ლი ივა­ნაშ­ვი­ლის მუ­ლის ქმა­რია.

„მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ტენ­დერებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ობს, შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი” კი, რომ­ლის 100% წილს მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ფლობ­და, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში მხო­ლოდ 2016 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა მე­წარ­მემ, მურ­მან ტო­გო­ნი­ძემ 97 ტენ­დე­რი­დან 69 შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 14,998,590 ლარი შე­ად­გი­ნა. შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი” 2016 წელს 31-ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში, 21 შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა და ჯა­მუ­რად 1,008,798 ლარი მი­ი­ღო.

ფოტო: სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო

მურ­მან ტო­გო­ნი­ძი­სა და მისი კომ­პა­ნი­ის­გან მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შემ­სყიდ­ვე­ლი სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია (70 ტენ­დე­რი და 3 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა). შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი ასე­ვე არი­ან ჭი­ა­თუ­რის, ლა­გო­დე­ხი­სა და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი.

მურ­მან ტო­გო­ნი­ძე­სა და შპს “მშე­ნინ­ვესტთან” 2014-2016 წლებ­ში სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის 9 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს, ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 388,112 ლარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მურ­მან ტო­გო­ნი­ძე­სა (ინდ. მე­წარ­მე) და შპს “მშე­ნინ­ვესტს” მო­გე­ბუ­ლი 90 ტენ­დე­რი­დან 42 შემ­თხვე­ვა­ში კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყო­ლია. 20 შემ­თხვე­ვა­ში ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა სუ­ბი­ექ­ტმა ვაჭ­რო­ბი­სას და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა, თუმ­ცა სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ მათ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მურ­მან ტო­გო­ნი­ძეს­თან გა­ა­ფორ­მა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
9

ფუ ამაზრზენი ხალხი

ტარიელ ტანტალური
20

ჯერ მიშამ და კეზერამ გაზიდეს და ეხლა ივანა და თავის გარემოცვა ზიდავენ!!!

ავტორი:

ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანაშვილის მულის ქმარია.

„მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს “მშენინვესტი” კი, რომლის 100% წილს მურმან ტოგონიძე ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა.

ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14,998,590 ლარი შეადგინა. შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1,008,798 ლარი მიიღო.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.

მურმან ტოგონიძესა და შპს “მშენინვესტთან” 2014-2016 წლებში საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამური ღირებულებით 388,112 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. წაიკითხეთ სრულად

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?