პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის
როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

ადა­მი­ა­ნი ძილ­ში სი­ცო­ცხლის ნა­ხე­ვარს ატა­რებს, ამ­დე­ნად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სივ­რცე, სა­დაც გვძი­ნავს, კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ კომ­ფორ­ტი, არა­მედ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბაც, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა მატ­რას­მა შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ კუ­თხით შეგ­ვიქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი.

ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის უზამ­ბა­რო ღრუბ­ლის მატ­რა­სე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი „ფოამ თბი­ლის­ში“ დაგ­ხვდე­ბათ. თუმ­ცა, იქამ­დე, ვიდ­რე მათ შო­რის თქვენ­თვის შე­სა­ფე­რისს აარ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც ვი­ცო­დეთ. ამის­თვის ორ­თო­პე­დი­ულ ცენ­ტრ „დე­მას“ რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ ეკა ღვინ­ჯი­ლი­ას რჩე­ვებს გთა­ვა­ზობთ.

ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მატ­რა­სი და რა პრობ­ლე­მებს შე­იძ­ლე­ბა წა­ვა­წყდეთ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში? გან­სა­კუთ­რე­ბით რა ასაკ­ში უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ამას ყუ­რა­დღე­ბა?

ეკა ღვინ­ჯი­ლია: მატ­რა­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის და­ბა­დე­ბის წუ­თი­დან­ვე - რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წევს, რამ­დე­ნად სწორ და მა­გარ მატ­რას­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­ზღვრავს მისი ხერ­ხემ­ლის სწორ გან­ვი­თა­რე­ბას. თუმ­ცა, მატ­რა­სის შერ­ჩე­ვა არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში.

მატ­რა­სე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს, რამ­დე­ნად სწო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ არ უნდა დავ­წვეთ რბილ მატ­რას­ზე?

ეკა ღვინ­ჯი­ლია: მატ­რა­სი, რო­მელ­ზეც ვწვე­ბით, არ უნდა იყოს არც ძა­ლი­ან მა­გა­რი და არც რბი­ლი, უნდა იყოს სა­შუ­ა­ლო სი­მაგ­რის. მა­გა­ლი­თად, თუ ბავ­შვს ძა­ლი­ან რბილ მატ­რას­ზე და­ვაწ­ვენთ, ის მი­ი­ღებს მისი სხე­უ­ლის ფორ­მას, რო­მე­ლიც შემ­დეგ ბავ­შვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ხელს შე­უშ­ლის. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რომ მატ­რასს არ უნდა და­ვა­დოთ ზე­ვი­დან ლე­ი­ბი, რო­გორც ამას უწინ აკე­თებ­დნენ.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­ხის მატ­რა­სე­ბი, რო­გორც ვი­ცით მატ­რა­სის ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ალ­ბათ, მის შიგ­თავსზეც. მა­გა­ლი­თად ,არ­სე­ბობს ზამ­ბა­რე­ბი­ა­ნი მატ­რა­სი, ზო­გი­ერთს კი სა­ერ­თოდ არ აქვს ზამ­ბა­რა, რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა?

ეკა ღვინ­ჯი­ლია: უზამ­ბა­რო ღრუბ­ლის მატ­რა­სებს ვუ­წევ რე­კო­მენ­და­ცი­ას, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხა­რისხს. სა­სურ­ვე­ლია, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ, რომ არ იყოს სინ­თე­ტი­კუ­რი. აღ­მოჩ­ნდა, რომ დე ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბავ­შვთა 80 პრო­ცენტს აქვს, ამ დროს კი, სჯობს, ის იწ­ვეს ბუ­ნებ­რივ ქსო­ვილ­ზე, რომ ოფ­ლი­ა­ნო­ბამ არ შე­ა­წუ­ხოს, რაც თა­ვის მხრივ დე ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ რა­ქიტს უწყობს ხელს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ბავ­შვებ­ში, არა­მედ დი­დებ­შიც. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მატ­რა­სის ზე­და­პი­რის ნაჭ­რებს პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ, ეს არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა.

რო­გორ ვარ­ჩევთ მატ­რასს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ გვა­წუ­ხებს კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბის სა­ხით?

ეკა ღვინ­ჯი­ლია: რიგ შემ­თხვე­ვა­ში ვხვდე­ბით თან­და­ყო­ლილ სქო­ლი­ოზს, ხერ­ხემ­ლის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ებს. ამ დროს ვხმა­რობთ ორ­თო­პე­დი­ულ მატ­რასს. ორ­თო­პე­დი­უ­ლია მატ­რა­სი, რო­მე­ლიც არის ზო­მი­ე­რად და ზო­მი­ერ­ზე მე­ტად მყა­რი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ არის მსგავ­სი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, საკ­მა­რი­სია სა­შუ­ა­ლო სი­მაგ­რის მატ­რა­სი.

რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა მატ­რას­მა?

ეკა ღვინ­ჯი­ლია: არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი მატ­რა­სი ხერ­ხემ­ლის სქო­ლი­ოზს, ლორ­დოზს, კი­ფოზს და უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. რო­გორც უკვე გი­თხა­რით ამას ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის წუ­თი­დან. 20 წლის ასაკ­ში, რა თქმა უნდა, არ და­გე­მარ­თე­ბათ სქო­ლი­ო­ზი თუ იქამ­დე არ გაქვთ, თუმ­ცა, თუ ამ მხრივ რა­ი­მე პრობ­ლე­მა გა­წუ­ხებთ, სი­ტუ­ა­ცი­ას ბევ­რად გა­ამ­წვა­ვებს. თუმ­ცა, და­მა­ტე­ბით და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­რე­შეც, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ 21 სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­მუ­შაო დღეს კომ­პი­უ­ტერ­თან ატა­რებს, მათ­თვის რა თქმა უნდა, არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი მატ­რა­სი და­მა­ტე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლი იქ­ნე­ბა.

იმის­თვის, რომ ძილი თქვენ­თვის უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­დეს, დი­ლი­დან კი დას­ვე­ნე­ბუ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ „ფოამ თბი­ლი­სის N 1 უზამ­ბა­რო ღრუბ­ლის მატ­რა­სე­ბის მწარ­მო­ე­ბელ სა­წარ­მოს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით (ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი, ორ­თო­პე­დი­უ­ლი) და კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

meri
0

გთხოვთ მისამართი მიუთითოთ სად მდებარეობს ეს საწარმო

 

ავტორი:

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც, რადგან ხშირ შემთხვევაში, არასწორად შერჩეულმა მატრასმა შესაძლოა, სწორედ ამ კუთხით შეგვიქმნას პრობლემები.

ხარისხიანი ქართული წარმოების უზამბარო ღრუბლის მატრასების ფართო არჩევანი „ფოამ თბილისში“ დაგხვდებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე მათ შორის თქვენთვის შესაფერისს აარჩევთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციებიც ვიცოდეთ. ამისთვის ორთოპედიულ ცენტრ „დემას“ რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევებს გთავაზობთ.

ქალბატონო ეკა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ მატრასი და რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ წინააღმდეგ შემთვევაში? განსაკუთრებით რა ასაკში უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება?

ეკა ღვინჯილია: მატრასი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადების წუთიდანვე - რა მდგომარეობაში წევს, რამდენად სწორ და მაგარ მატრასზე. ეს ყველაფერი განსაზღვრავს მისი ხერხემლის სწორ განვითარებას. თუმცა, მატრასის შერჩევა არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ასაკში.

მატრასების ფართო არჩევანი არსებობს, რამდენად სწორია მოსაზრება, რომ არ უნდა დავწვეთ რბილ მატრასზე?

ეკა ღვინჯილია: მატრასი, რომელზეც ვწვებით, არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც რბილი, უნდა იყოს საშუალო სიმაგრის. მაგალითად, თუ ბავშვს ძალიან რბილ მატრასზე დავაწვენთ, ის მიიღებს მისი სხეულის ფორმას, რომელიც შემდეგ ბავშვის ჩამოყალიბებას აუცილებლად ხელს შეუშლის. ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მატრასს არ უნდა დავადოთ ზევიდან ლეიბი, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ.

არსებობს სხვადასხვა სახის მატრასები, როგორც ვიცით მატრასის ხარისხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ალბათ, მის შიგთავსზეც. მაგალითად ,არსებობს ზამბარებიანი მატრასი, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს ზამბარა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ეკა ღვინჯილია: უზამბარო ღრუბლის მატრასებს ვუწევ რეკომენდაციას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. სასურველია, ყურადღება მივაქციოთ, რომ არ იყოს სინთეტიკური. აღმოჩნდა, რომ დე ვიტამინის ნაკლებობა საქართველოში, ბავშვთა 80 პროცენტს აქვს, ამ დროს კი, სჯობს, ის იწვეს ბუნებრივ ქსოვილზე, რომ ოფლიანობამ არ შეაწუხოს, რაც თავის მხრივ დე ვიტამინის ნაკლებობით განვითარებულ რაქიტს უწყობს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებშიც. ხშირ შემთხვევაში მატრასის ზედაპირის ნაჭრებს პლასტმასის ბოთლებისგან ამზადებენ, ეს არაფრით არ შეიძლება.

როგორ ვარჩევთ მატრასს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაწუხებს კონკრეტული პრობლემა რაიმე დაავადების სახით?

ეკა ღვინჯილია: რიგ შემთხვევაში ვხვდებით თანდაყოლილ სქოლიოზს, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიებს. ამ დროს ვხმარობთ ორთოპედიულ მატრასს. ორთოპედიულია მატრასი, რომელიც არის ზომიერად და ზომიერზე მეტად მყარი. დანარჩენ შემთხვევაში, თუ არ არის მსგავსი პათოლოგიები, საკმარისია საშუალო სიმაგრის მატრასი.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა მატრასმა?

ეკა ღვინჯილია: არასწორად შერჩეული მატრასი ხერხემლის სქოლიოზს, ლორდოზს, კიფოზს და უამრავ დაავადებას იწვევს. როგორც უკვე გითხარით ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის დაბადების წუთიდან. 20 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, არ დაგემართებათ სქოლიოზი თუ იქამდე არ გაქვთ, თუმცა, თუ ამ მხრივ რაიმე პრობლემა გაწუხებთ, სიტუაციას ბევრად გაამწვავებს. თუმცა, დამატებით დაავადებების გარეშეც, გასათვალისწინებელია, რომ 21 საუკუნეში, როცა ბევრი ადამიანი სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებს, მათთვის რა თქმა უნდა, არასწორად შერჩეული მატრასი დამატებითი დისკომფორტის შემქმნელი იქნება.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ „ფოამ თბილისის N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელ საწარმოს, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლებით გამოირჩევა.