მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა..." - ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას 32 წლის ექიმი ემსხვერპლა
"სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა..." - ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას 32 წლის ექიმი ემსხვერპლა

ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 32 წლის ექი­მი გუ­ბაზ კორ­ძა­ია ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ცურ­და და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და.

კორ­ძა­ი­ამ 12 ივ­ნისს ქუ­თა­ის­ში ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ის ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვლილს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

"ადა­მი­ა­ნი ბრუნ­დე­ბო­და ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე ქა­ლაქ­ში... ერთი სამ­სა­ხუ­რი­დან მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში... სახ­ლში ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და ორი ბავ­შვი ელო­დე­ბო­და... სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­და­ვიკ­ვე­თეთ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, მაგ­რამ შო­რი­დან­ვე ეტყო­ბო­და კე­თი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნო­ბა. წე­სი­ე­რი, მცოდ­ნე, საყ­რდე­ნი კაცი. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და ნა­თე­ლი" - წერს ექი­მი ილია გო­ცა­ძე.

"ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა რო­გორ მო­ას­წა­რი, რომ შეშ­ლი­ლი მი­რე­კავს ყვე­ლა, მე­გო­ბა­რიც, პა­ცი­ენ­ტიც და უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბიც... გუ­ბა­ზიკ, ოღონდ ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, რამ­დენ წელს გა­ჩუ­ქებ­დით ჩემო ოქრო ადა­მი­ა­ნო... უბ­რა­ლოდ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის კო­ლე­გა ანა ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი.

"გუ­ბაზ, გუ­ლის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ტა­ნა შენ­მა წას­ვლამ ჩვენ­გან, არის აუ­ტა­ნე­ლი... მე­ნა­ნე­ბი, არა­და რამ­დე­ნი ოც­ნე­ბე­ბი დაგ­რჩა აუხ­დე­ნე­ლი, თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვე ჩვე­ნო უსაყ­ვარ­ლე­სო ადა­მი­ა­ნო"

"რა ვთქვა უბ­რა­ლოდ არ ვიცი... გუ­ბაზ, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო რა უსა­მარ­თლოდ მო­გექ­ცა ეს ცხოვ­რე­ბა! ჩვე­ნო პო­ზი­ტი­უ­რო, სა­ი­მე­დო, სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნო, უშე­ნოდ აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად, რო­გორ გა­უ­ფე­რულ­დე­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა უშე­ნოდ... სა­უ­კე­თე­სო იყა­ვი და იქ­ნე­ბი. არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებთ, ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნო­ბის, მე­გობ­რო­ბის, პრო­ფე­სი­ა­ნა­ლიზ­მი­სა და ოჯა­ხიშ­ვი­ლო­ბის ეტა­ლო­ნად. ვუ­სამ­ძიმ­რებ შენს ოჯახს, მთელს სა­მე­დი­ცი­ნო სამ­ყა­როს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს"

"რამე რომ არ მოგ­წონ­და, მე­უბ­ნე­ბო­დი - "კაი რაა, კალ­მახ"... და ეხლა მე გე­ტყვი იგი­ვეს - კაი რა­ა­აა! მარ­თლა კაი რაა, გუ­ბაზ.... რე­ა­ლო­ბა, ყვე­ლას­თვის ვინც გიც­ნობ­და თუ არ გიც­ნობ­და, არის სა­შინ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, გა­უ­გე­ბა­რი... შენ სულ იქ­ნე­ბი!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

ნათელი და სანთელი გარდაცვლილის სულს... როდემდე უნდა გაგრძელდეს ავტო კატასტროფები??? მეტი სიფრთხილე გვმართებს...

პაატა
0

რით ვანუგეშო,სიტყვები არმყოფნის!ისედაც ნიჭიერი და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია ამ დუხჭირ საქართველოში!გაანათლოს მისი სული,როგორ უნდა ანუგეშო ორსული მეუღლე და მისი შვილები,სამწუხაროა........

ავტორი:

"სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა..." - ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას 32 წლის ექიმი ემსხვერპლა

"სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა..." - ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას 32 წლის ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 32 წლის ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

კორძაიამ 12 ივნისს ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ის ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. გარდაცვლილს ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

"ადამიანი ბრუნდებოდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში... ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში... სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა... სულ რამდენიმეჯერ გადავიკვეთეთ საოპერაციოში და ერთად ვიმუშავეთ, მაგრამ შორიდანვე ეტყობოდა კეთილი გულის პატრონობა. წესიერი, მცოდნე, საყრდენი კაცი. ძალიან დადებითი და ნათელი" - წერს ექიმი ილია გოცაძე.

"ამდენი სიყვარულის მოგროვება როგორ მოასწარი, რომ შეშლილი მირეკავს ყველა, მეგობარიც, პაციენტიც და უბრალო ნაცნობიც... გუბაზიკ, ოღონდ ეს არ მომხდარიყო, რამდენ წელს გაჩუქებდით ჩემო ოქრო ადამიანო... უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო" - წერს გარდაცვლილი ექიმის კოლეგა ანა ბოქოლიშვილი.

"გუბაზ, გულის ტკივილი, რომელიც მოიტანა შენმა წასვლამ ჩვენგან, არის აუტანელი... მენანები, არადა რამდენი ოცნებები დაგრჩა აუხდენელი, თბილი და მეგობრული მოგონებები დაგვიტოვე ჩვენო უსაყვარლესო ადამიანო"

"რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი... გუბაზ, ჩემო უფროსო მეგობარო რა უსამართლოდ მოგექცა ეს ცხოვრება! ჩვენო პოზიტიურო, საიმედო, საამაყო ადამიანო, უშენოდ აღარაფერი იქნება ძველებურად, როგორ გაუფერულდება ჩვენი ყოველდღიურობა უშენოდ... საუკეთესო იყავი და იქნები. არასოდეს დაგივიწყებთ, ყოველთვის დარჩები ჩემთვის ადამიანობის, მეგობრობის, პროფესიანალიზმისა და ოჯახიშვილობის ეტალონად. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, მთელს სამედიცინო სამყაროს და სრულიად საქართველოს"

"რამე რომ არ მოგწონდა, მეუბნებოდი - "კაი რაა, კალმახ"... და ეხლა მე გეტყვი იგივეს - კაი რაააა! მართლა კაი რაა, გუბაზ.... რეალობა, ყველასთვის ვინც გიცნობდა თუ არ გიცნობდა, არის საშინლად მიუღებელი, დაუჯერებელი, გაუგებარი... შენ სულ იქნები!" - წერენ გარდაცვლილი ექიმის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო - "ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა ადგილსამყოფელის დადგენა"

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა