პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ 6-ით გა­ი­ზარ­და და 843 გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ასე­ვე 6 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მა­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში 12 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, 6 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და მათ კლი­ნი­კა­ში ვირუ­სი. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მათ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

"რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ­ჟა­მად დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ 38 პა­ცი­ენ­ტია, აქე­დან 17 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თვე­ვე­ბი­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სო­ბა ფილ­ტვის პნევ­მო­ნი­ის მხრივ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პა­ცი­ენ­ტებს, კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი გუ­შინ სხვა კლი­ნი­კი­დან ჩვენ­თან გად­მო­იყ­ვა­ნეს, მას რიგი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და დი­ა­ბე­ტი­ა­ნია, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ჩვენ 40-მდე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის პა­სუ­ხი მოგ­ვი­ვი­და და აქე­დან ექვს პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და კო­ვიდ-ინ­ფექ­ცია. ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბი­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს, მათ­გან ინ­ფი­ცი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე წყა­როს მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 3026 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 297 პირი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 843 ადა­მი­ა­ნი­დან 697 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, ხოლო 13 გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
525

აბა ჰე ნაცებო ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალი ფულით იყიდეთ ცხვრები და გამოყარეთ გარეთ გეგუჩაძეები მარქარიანები დიღმელაშვილები და ნათელაშვილები ! 

aleko
26

კორონა ვირუსი არა კვახი. კორონა თავში აქვს ჩვენს მთავრობას და მის მონა ე.წ. ვირუსოლოგებს.

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ასევე 6 შემთხვევა იყო დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმალობაში ქვეყანაში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, 6 ადამიანს დაუდასტურდა მათ კლინიკაში ვირუსი. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ადამიანებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17 კოვიდინფიცირებულია. დადასტურებული შემთვევებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესობა ფილტვის პნევმონიის მხრივ არის.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კიდევ ერთი პაციენტი გუშინ სხვა კლინიკიდან ჩვენთან გადმოიყვანეს, მას რიგი კარდიოლოგიური პრობლემები აქვს და დიაბეტიანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 40-მდე ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვივიდა და აქედან ექვს პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისათვის, კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297 პირი. ინფორმაციისთვის, 843 ადამიანიდან 697 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული