სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?
რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

დღეს, ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ღვი­ნის ის­ტო­რი­ა­ზე, მის სიძ­ვე­ლე­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ის არ არის ერ­თა­დერ­თი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჯერ კი­დევ ქრის­ტეს შო­ბამ­დე შექ­მნეს.

ლუ­დის წარ­მო­მავ­ლო­ბა და მისი ის­ტო­რია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ღვი­ნო­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა.

იცო­დით, რომ მისი მო­ხარ­შვის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი ქალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ლუდს 5 000 წლის ის­ტო­რია აქვს. მისი პირ­ვე­ლი რე­ცეპ­ტი ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით 1 800 წლით თა­რიღ­დე­ბა და შუ­მერ­თა ლუ­დის ქალღმერ­თი­სად­მი მი­ძღვნილ ჰიმნშია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სასმლის შე­სა­ხებ 9 000 წლის წი­ნან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ლუდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი კი 4 000 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ლუ­დის მო­ხარ­შვა ქა­ლე­ბის საქ­მედ მი­იჩ­ნე­ო­და. რო­გორც შუ­მე­რე­ბი, ისე ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ ლუ­დის ქალღმერ­თებ­ზე, ქა­ლე­ბი კი ამ სასმლის მომ­ზა­დე­ბა­ზე იყ­ვნენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ლუ­დის წარ­მო­ე­ბა და მოხ­მა­რე­ბა უძ­ვე­ლეს სა­ხელ­მწი­ფოს­თან - მე­სო­პო­ტა­მი­ას­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა. ის­ტო­რი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მისი მე­ფის ხა­მუ­რა­ბის კა­ნო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში გვხვდე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ლუდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­ტო­რი­ტეტს ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

სხვა­დას­ხვა წყა­როს მი­ხედ­ვით, ინ­დუსტრი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ლუდი ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მზად­დე­ბო­და. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა და ჰიდ­რო­მეტ­რე­ბი­სა და თერ­მო­მეტ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ წარ­მო­ე­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა.

ლუდ­ზე სა­უბ­რი­სას, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ ახ­სე­ნო ნორ­ვე­გია და მისი წარ­სუ­ლი. რამ­დე­ნი ფილ­მი ან სე­რი­ა­ლი გი­ნა­ხავთ, სა­დაც ძლი­ე­რი ვი­კინ­გი მებ­რძო­ლე­ბი ლუდს ბრძო­ლის წინა ღა­მეს შე­ექ­ცე­ვი­ან ან გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მი­ირ­თმე­ვენ?

ღმერ­თებ­ზე ბევ­რი გე­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ რთუ­ლია, ლუ­დის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბი­სას მათ გვერ­დი აუ­ა­რო. როცა ნორ­ვე­გი­ა­ში ვი­კინ­გე­ბის ერა იდგა (ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით 793 – 1066 წწ), მათი ღმერ­თის ოდი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მთა­ვა­რი სას­მე­ლი სწო­რედ ლუდი იყო. ის, ვინც მის მო­ხარ­შვა­სა და და­გე­მოვ­ნე­ბის რი­ტუ­ალ­ში არ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მკაც­რად ის­ჯე­ბო­და.

ვი­კინ­გე­ბის ერის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კა­თო­ლო­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ მისი მომ­ზა­დე­ბის ტრა­დი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. დღეს, ნორ­ვე­გი­ა­ში უგემ­რი­ე­ლე­სი ლუ­დის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ის, ჩე­ხე­თი­სა და ავტრი­ის შე­სა­ხებ.

ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით 800 წლის წინ გერ­მა­ნი­ა­ში ლუ­დის მო­ხარ­შვა და­ი­წყეს. ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით მე-2 სა­უ­კუ­ნე­ში კი ის უკვე კო­მერ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც მზად­დე­ბო­და. გერ­მა­ნი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლუ­დის დღეს ევ­რო­პა­ში სა­უ­კე­თე­სოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩე­ხეთს, წყა­რო­ე­ბი გვე­უბ­ნე­ბა, რომ 993 წლის პრა­ღა­ში ბრევ­ნო­ვის მო­ნას­ტრის მკვიდ­რნი ლუ­დის ხარ­შვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ჩე­ხეთ­ში ლუდი 250 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ, მის გა­რეთ ამ ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის წარ­მო­ე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო! თუმ­ცა მხო­ლოდ 1250 წლამ­დე... რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნე­ბის მკვიდ­რნი ჩე­ხურ ლუდს აგე­მოვ­ნებ­დნენ, მისი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა და გემო სა­ყო­ველ­თაო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევ­და. ეს ტრენ­დი დღემ­დე შე­ნარ­ჩუნ­და. პრა­ღა­ში ნა­ხავთ ისეთ პა­ბებ­საც კი, სა­დაც ლუ­დის მო­ხარ­შვის პრო­ცე­სი თქვენს თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამა­სო­ბა­ში კი შე­გიძ­ლი­ათ, უგემ­რი­ე­ლე­სი სას­მე­ლი და­ა­გე­მოვ­ნოთ.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ავ­სტრი­უ­ლი ლუდი მე-14 სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს და დღეს, ქვე­ყა­ნა­ში ამ სასმლის 600-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა იწარ­მო­ე­ბა.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ლუ­დის ხარ­შვის ჩვენს ტრა­დი­ცი­ა­საც გა­იხ­სე­ნებს.თუ­შე­ბი ვი­კინ­გე­ბი­ვით რთულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ლუ­დის გე­მოც ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ. პრო­ფე­სორ­მა ელ­დარ ნა­დი­რა­ძემ ქარ­თულ ლუდს ნარ­კვე­ვი მი­უ­ძღვნა, სა­დაც წერს, რომ მისი მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში ვაზი არ ხა­რობ­და, ამი­ტომ ლუ­დის ხარ­შვამ მო­ი­კი­და ფეხი და ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი გახ­და. ქარ­თულ უძ­ვე­ლეს ლუ­დებს შო­რის თუ­შუ­რი ალუ­დი უნდა გა­მოვ­ყოთ. ალუ­დი ღვი­ნო­სა და ლუდს შო­რის გა­და­მა­ვა­ლი სას­მე­ლია. ალუ­დი მე­ო­ცე სა­კუ­ნის და­სა­წყის­ში ლა­მის ყვე­ლა თუ­შურ ოჯახ­ში იხარ­შე­ბო­და და ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი საქ­ვა­ბე­ე­ბიც მზად­დე­ბო­და.

პირ­ველ ქარ­თულ ლუ­დის ბრენ­დზეc გი­ამ­ბობთ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლამ იცის, თუ ლუდი მარ­თლა უყ­ვარს. გა­საბ­ჭო­ე­ბის გზა­ზე დამ­დგა­რი სა­ქარ­თვე­ლო, რეპ­რე­სი­ე­ბი, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი და ამ დროს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ ქვე­ყა­ნა­ში ჩნდე­ბა ბრენ­დი, დიახ, ბრენ­დი „აია“, რო­მე­ლიც მწარ­მო­ე­ბელ რე­ვაზ დვა­ლიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. მან ეს თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი 1953 წელს ქუ­თა­ის­ში გა­დად­გა და რო­გორ­ღაც საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა­საც გა­და­ურ­ჩა. მალე „აია“ ჯერ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის, შემ­დეგ კი თბი­ლი­სე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლუდი გახ­და. ეს იყო ერ­თა­დერ­თი ლუდი სა­კუ­თა­რი ფორ­მუ­ლი­თა და სა­ხე­ლით, ამი­ტომ ნამ­დვილ ქარ­თულ ლუ­დად უნდა მო­ვიხ­სე­ნი­ოთ.

80-იან წლებ­ში, გორ­ბა­ჩო­ვის საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ სა­ქარ­თვე­ლო­ში „აია“ მა­ღა­ზი­ე­ბი­დან გაქ­რა. მის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა 90-იან წლებ­ში იყო, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

დღეს, კი „ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ამ“ გა­და­წყვი­ტა, 70-წლი­ა­ნი ტრა­დი­ცია არ შე­ე­წყვი­ტა და ამ ლუ­დის ის­ტო­რია და გემო ახა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გა­ეც­ნო, რო­გორც ამას ჩე­ხე­ბი და გერ­მა­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი ლუ­დის შემ­თხვე­ვა­ში წლე­ბია აკე­თე­ბენ.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ათო­ბით ფორ­მუ­ლის მქო­ნე ლუდი მზად­დე­ბა, რო­მელ­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა აქვს, თუმ­ცა სულ პირ­ვე­ლი ბრენ­დი „აია“ იყო და ძველ თა­ო­ბას მისი გემო კარ­გად ახ­სოვს.

ღვი­ნის მსგავ­სად, ლუდი ბევ­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლიც არის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
22

ერთერთი ძირძველი ლუდის მოხარშვის თექნოლოგია ალანებისა. გერმანელებს მაგვდროს არც ქოდათ ცოდნა ლუდის მოხარშვის.

ბიძო
6

ოსი რომ ხარ როგორ გეტყობა კლანჭებში ,მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო ,ალანები რომ ინგუშებიდ წინაპრები არიან უნდა იცოდე მაგი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

დღეს, ბევრს საუბრობენ ღვინის ისტორიაზე, მის სიძველესა და ტრადიციულობაზე, თუმცა ის არ არის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე შექმნეს.

ლუდის წარმომავლობა და მისი ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა ღვინოზე არანაკლებ საინტერესოა.

იცოდით, რომ მისი მოხარშვის პირველი მაგალითები ქალთან არის დაკავშირებული? ისტორიული წყაროების მიხედვით, ლუდს 5 000 წლის ისტორია აქვს. მისი პირველი რეცეპტი ძველი წელთაღრიცხვით 1 800 წლით თარიღდება და შუმერთა ლუდის ქალღმერთისადმი მიძღვნილ ჰიმნშია მოხსენიებული. ფერმენტირებული სასმლის შესახებ 9 000 წლის წინანდელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, ლუდთან დაკავშირებული მასალები კი 4 000 წლის შემდეგ გამოჩნდა.

თავდაპირველად, ლუდის მოხარშვა ქალების საქმედ მიიჩნეოდა. როგორც შუმერები, ისე ეგვიპტელები ლოცულობდნენ ლუდის ქალღმერთებზე, ქალები კი ამ სასმლის მომზადებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. ლუდის წარმოება და მოხმარება უძველეს სახელმწიფოსთან - მესოპოტამიასთანაც ასოცირდება. ისტორიკოსების განმარტებით, მისი მეფის ხამურაბის კანონების ჩამონათვალში გვხვდება მტკიცებულება იმისა, რომ ლუდთან დაკავშირებით ავტორიტეტს ქალები წარმოადგენდნენ.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ინდუსტრიულ რევოლუციამდე ლუდი ძირითადად, სახლში მზადდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი მდგომარეობა შეიცვალა და ჰიდრომეტრებისა და თერმომეტრების განვითარებამ წარმოებაში ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა.

ლუდზე საუბრისას, შეუძლებელია, არ ახსენო ნორვეგია და მისი წარსული. რამდენი ფილმი ან სერიალი გინახავთ, სადაც ძლიერი ვიკინგი მებრძოლები ლუდს ბრძოლის წინა ღამეს შეექცევიან ან გამარჯვების აღსანიშნავად მიირთმევენ?

ღმერთებზე ბევრი გესაუბრეთ, მაგრამ რთულია, ლუდის ისტორიის გაცნობისას მათ გვერდი აუარო. როცა ნორვეგიაში ვიკინგების ერა იდგა (ახალი წელთაღრიცხვით 793 – 1066 წწ), მათი ღმერთის ოდინის პატივსაცემი დღესასწაულების მთავარი სასმელი სწორედ ლუდი იყო. ის, ვინც მის მოხარშვასა და დაგემოვნების რიტუალში არ იღებდა მონაწილეობას, მკაცრად ისჯებოდა.

ვიკინგების ერის დასრულების შემდეგ, კათოლოკურმა ეკლესიამ მისი მომზადების ტრადიცია შეინარჩუნა. დღეს, ნორვეგიაში უგემრიელესი ლუდის დაგემოვნება შეიძლება, იმავეს თქმა შეიძლება გერმანიის, ჩეხეთისა და ავტრიის შესახებ.

ძველი წელთაღრიცხვით 800 წლის წინ გერმანიაში ლუდის მოხარშვა დაიწყეს. ახალი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში კი ის უკვე კომერციული დანიშნულებითაც მზადდებოდა. გერმანიაში მომზადებული ლუდის დღეს ევროპაში საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება ჩეხეთს, წყაროები გვეუბნება, რომ 993 წლის პრაღაში ბრევნოვის მონასტრის მკვიდრნი ლუდის ხარშვით იყვნენ დაკავებულები. ჩეხეთში ლუდი 250 წლის განმავლობაში მხოლოდ, მის გარეთ ამ ალკოჰოლური სასმლის წარმოება აკრძალული იყო! თუმცა მხოლოდ 1250 წლამდე... როდესაც სხვა ქვეყნების მკვიდრნი ჩეხურ ლუდს აგემოვნებდნენ, მისი მომზადების ტექნიკა და გემო საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. ეს ტრენდი დღემდე შენარჩუნდა. პრაღაში ნახავთ ისეთ პაბებსაც კი, სადაც ლუდის მოხარშვის პროცესი თქვენს თვალწინ მიმდინარეობს, ამასობაში კი შეგიძლიათ, უგემრიელესი სასმელი დააგემოვნოთ.

ტრადიციული ავსტრიული ლუდი მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს, ქვეყანაში ამ სასმლის 600-ზე მეტი სახეობა იწარმოება.

ქართველი მკითხველი ლუდის ხარშვის ჩვენს ტრადიციასაც გაიხსენებს.თუშები ვიკინგებივით რთულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ და ლუდის გემოც ძალიან მოსწონდათ. პროფესორმა ელდარ ნადირაძემ ქართულ ლუდს ნარკვევი მიუძღვნა, სადაც წერს, რომ მისი მომზადების კულტურა ჩვენს ქვეყანაში ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოვიდა.

საქართველოს მთაში ვაზი არ ხარობდა, ამიტომ ლუდის ხარშვამ მოიკიდა ფეხი და ადგილობრივი კულტურის ნაწილი გახდა. ქართულ უძველეს ლუდებს შორის თუშური ალუდი უნდა გამოვყოთ. ალუდი ღვინოსა და ლუდს შორის გადამავალი სასმელია. ალუდი მეოცე საკუნის დასაწყისში ლამის ყველა თუშურ ოჯახში იხარშებოდა და ამისთვის სპეციალური საქვაბეებიც მზადდებოდა.

პირველ ქართულ ლუდის ბრენდზეc გიამბობთ, რომლის შესახებაც ყველამ იცის, თუ ლუდი მართლა უყვარს. გასაბჭოების გზაზე დამდგარი საქართველო, რეპრესიები, მძიმე ეკონომიკური პირობები და ამ დროს საბჭოთა სოციალისტურ ქვეყანაში ჩნდება ბრენდი, დიახ, ბრენდი „აია“, რომელიც მწარმოებელ რევაზ დვალიშვილს ეკუთვნოდა. მან ეს თავზეხელაღებული ნაბიჯი 1953 წელს ქუთაისში გადადგა და როგორღაც საბჭოთა ცენზურასაც გადაურჩა. მალე „აია“ ჯერ ქუთაისელების, შემდეგ კი თბილისელების საყვარელი ლუდი გახდა. ეს იყო ერთადერთი ლუდი საკუთარი ფორმულითა და სახელით, ამიტომ ნამდვილ ქართულ ლუდად უნდა მოვიხსენიოთ.

80-იან წლებში, გორბაჩოვის საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში „აია“ მაღაზიებიდან გაქრა. მის აღდგენის მცდელობა 90-იან წლებში იყო, თუმცა უშედეგოდ.

დღეს, კი „ქართული ლუდის კომპანიამ“ გადაწყვიტა, 70-წლიანი ტრადიცია არ შეეწყვიტა და ამ ლუდის ისტორია და გემო ახალი თაობებისთვის გაეცნო, როგორც ამას ჩეხები და გერმანელები თავიანთი ტრადიციული ლუდის შემთხვევაში წლებია აკეთებენ.

ჩვენს ქვეყანაში ათობით ფორმულის მქონე ლუდი მზადდება, რომელთაც განსხვავებული ფორმულა აქვს, თუმცა სულ პირველი ბრენდი „აია“ იყო და ძველ თაობას მისი გემო კარგად ახსოვს.

ღვინის მსგავსად, ლუდი ბევრი ქვეყნის ისტორიას ინახავს და აღმოჩნდა, რომ მათ შორის საქართველოს წარსულიც არის.

14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?