მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცნობ არსენ ტოროსიანს... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს
"ვიცნობ არსენ ტოროსიანს... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

ჯერ და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლია იყო თუ არა ნამ­დვი­ლად ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, ცოტა მე­უ­ცხო­ვა არ­სენ ტო­რო­სი­ა­ნის­გან ამ ტი­პის "არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, თუკი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა იყო, რა­ზეც სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­უბ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ მძღოლს სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მათ უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნათ ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ასე­ვე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოც და სომ­ხე­თიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბის კონ­ვენ­ცი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბი არი­ან.

"ეს ინ­ფორ­მა­ცია ვნა­ხე, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­თი გავ­რცელ­და. ჯერ და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, იყო თუ არა ნამ­დვი­ლად ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, რად­გან მე პი­რა­დად ვიც­ნობ ბა­ტონ არ­სენ ტო­რო­სი­ანს, მის­გან ცოტა მიკ­ვირს თუ ეს გან­ცხა­დე­ბა ამ რა­კურ­სით გა­კეთ­და. ჩვენ ძა­ლი­ან ახლო ერე­ბი ვართ, მე­ზობ­ლე­ბი, დიდი ხნის ის­ტო­რია გვაქვს და ცოტა მე­უ­ცხო­ვა მის­გან ამ ტი­პის ასე ვი­ტყო­დი - "არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა", რად­გან თუ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იყო, რომ აქე­დან ჩა­სულ მძღოლს თუ კი­დევ სხვას, და­უ­დას­ტურ­და ინ­ფექ­ცია, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჩვენც და სომ­ხე­თიც ვართ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბის კონ­ვენ­ცი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბი.

ჩვენ გვქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა - სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქის, ან კი­დევ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის. ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა აც­ნო­ბო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ასე­ვე იმ ქვე­ყა­ნას. ჩვენ ეს გა­ვა­კე­თეთ რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მი­მართ, რომ მან შე­სა­ბა­მი­სი ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­როს, როცა მის მო­ქა­ლა­ქეს შენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უდ­გენ ინ­ფი­ცი­რე­ბას. ასე რომ, ჩვენ, თუ გვქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, მა­შინ, ბა­ტონ არ­სენს ჯან­მო-სთვის უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნა და ასე­ვე ჩვენ­თვი­საც", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კას, რომ­ლის მი­მარ­თაც სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეჭ­ვებს გა­მოთ­ქვამს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ არ იცის, რა სტა­ტის­ტი­კას ეყ­რდნო­ბა არ­სენ ტო­რო­სი­ა­ნი.

"მას შე­უძ­ლია ნა­ხოს ჩვენს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რა­დაც ქვეყ­ნდე­ბა, მათ შო­რის ჩვენს ვებგ­ვერ­დზეც არის და ჩვენს ყო­ველ­წლი­ურ სტა­ტის­ტი­კურ კრე­ბუ­ლებ­ში არის პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვე­ბის დი­ნა­მი­კა, რაც შეს­წავ­ლი­ლი გვაქვს. ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს, პან­დე­მი­ის დროს ე.წ ჭარ­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს ჰქონ­და იტა­ლი­ას და ბევრ ქვე­ყა­ნას, სა­დაც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლი იყო. ჩვენ ამას ვუ­ყუ­რებთ სამი-ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ 2018-2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გვაქვს თუ არა 2020-ში ჭარ­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, მათ შო­რის პნევ­მო­ნი­ით და არა, არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პნევ­მო­ნი­ის დი­ან­გო­ზით ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი იტეს­ტე­ბა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ ტეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბა­საც უპა­სუ­ხა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, რა რა­ო­დე­ნო­ბის ტეს­ტი­რე­ბაც არის დღეს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა რი­ცხვიც 48 ათასს აჭარ­ბებს, ყვე­ლა არის PCR მე­თო­დით და აღ­ნიშ­ნულ სტა­ტის­ტი­კა­ში არ შე­დის სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კებ­ში ტარ­დე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ დას­ძი­ნა, მას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა.

"მიკ­ვირს ცოტა. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მარ­თლა გა­ა­კე­თა, თუ არა მან ასე­თი გან­ცხა­დე­ბა",- აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, არ­სენ ტო­რო­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის ეპი­დე­მი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე უკე­თე­სია. „სპუტ­ნიკ არ­მე­ნი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ არა­ერთ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამას­თან, ტო­რო­სი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში ეჭვი შე­აქვს და აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად არის სტა­ტის­ტი­კა­ში ასა­ხუ­ლი პნევ­მო­ნი­ით გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი.

ამას­თან, მი­ნის­ტრის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ და­დე­ბით ციფ­რებ­ზე გავ­ლე­ნა შე­საძ­ლოა, მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბას და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მო­ეხ­დი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
13

ტოროსიანმა თავის ქვეყანას მიხედოს აჯობებს. ახლა ამას აბარე ანგარიშები. ჩვენი მედიკოსების მუშაობას როგორმე თვითონ შევაფასებთ. ისე,სასიამოვნოც კია, ეტალონად საქართველოს შედეგი რომ აქვს მაინცდამაინც...)))) ვეფხისტყაოსანზე არაფერი უთქვამს, ვინ დაწერაო??? 

Giorgi sixarulidze
25

რა გაგიკვირდათ ბატონო ამირან ? რაც სააკაშვილია ის არის ეგეც ერთი ჯიშია რა ! joy ( სომხებმა არ მიწყინოთ ნაგავი ყველა ერს ყავს ძმებო სომხებო ) 

ავტორი:

"ვიცნობ არსენ ტოროსიანს... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

"ვიცნობ არსენ ტოროსიანს... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

ჯერ დასადასტურებელია იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება, ცოტა მეუცხოვა არსენ ტოროსიანისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი მსგავსი შემთხვევა იყო, რაზეც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლს სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ საქართველოსთვის და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოც და სომხეთიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები არიან.

"ეს ინფორმაცია ვნახე, რამდენიმე საინფორმაციო წყაროთი გავრცელდა. ჯერ დასადასტურებელია, იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება, რადგან მე პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს, მისგან ცოტა მიკვირს თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის ასე ვიტყოდი - "არადიპლომატიური განცხადება", რადგან თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები.

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა - სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის. ამ შემთხვევაში უნდა აცნობო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ასევე იმ ქვეყანას. ჩვენ ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს, როცა მის მოქალაქეს შენს ტერიტორიაზე უდგენ ინფიცირებას. ასე რომ, ჩვენ, თუ გვქონდა ასეთი შემთხვევები, მაშინ, ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა და ასევე ჩვენთვისაც", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, რომლის მიმართაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ეჭვებს გამოთქვამს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ იცის, რა სტატისტიკას ეყრდნობა არსენ ტოროსიანი.

"მას შეუძლია ნახოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც ინგლისურადაც ქვეყნდება, მათ შორის ჩვენს ვებგვერდზეც არის და ჩვენს ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულებში არის პნევმონიის შემთხვევების დინამიკა, რაც შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ არსებობს, პანდემიის დროს ე.წ ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა იტალიას და ბევრ ქვეყანას, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო. ჩვენ ამას ვუყურებთ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ანუ 2018-2019 წელთან შედარებით გვაქვს თუ არა 2020-ში ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის პნევმონიით და არა, არ გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში პნევმონიის დიანგოზით ყველა პაციენტი იტესტება. ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტესტირებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, რა რაოდენობის ტესტირებაც არის დღეს ქვეყანაში ჩატარებული, რომელთა რიცხვიც 48 ათასს აჭარბებს, ყველა არის PCR მეთოდით და აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის სწრაფი ტესტები, რომელიც კლინიკებში ტარდება.

როგორც გამყრელიძემ დასძინა, მას ძალიან გაუკვირდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება.

"მიკვირს ცოტა. არ ვარ დარწმუნებული მართლა გააკეთა, თუ არა მან ასეთი განცხადება",- აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ დადებით ციფრებზე გავლენა შესაძლოა, მეთოდოლოგიაში არსებულ განსხვავებას და ჩატარებული ტესტების რაოდენობას მოეხდინა.

დღეს 600 000 ლარი თამაშდება!

რა ხდებოდა თბილისის მეტროში, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე