პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდას, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი 88 წლის ბებია რამდენჯერმე სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალგაზრდას, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი 88 წლის ბებია რამდენჯერმე სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 88 წლის ბე­ბი­ის ცე­მა­ში ედე­ბა ბრა­ლი და ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბე­ბი­ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ს. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ქ.თბი­ლის­ში, 2019 წლის 1 იან­ვრი­დან 18 იან­ვრის ჩათ­ვლით, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ნ.ს-მ, რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ 88 წლის ბე­ბი­ას - ა.ს-ს და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

ნ.ს-ს ბრალ­დე­ბა 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თა­ლი კო­დექ­სის 1261-ე მუხ­ლის 2 ნა­წი­ლი „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ(ორი ეპი­ზო­დი), 1261-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლი (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია), 111,151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ (ორი ეპი­ზო­დი)) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნ.ს. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 1 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:((
1

რა ნაგავი უნდა იყო ადამიანი, რომ უმწეო მოხუცს ასე ეპყრობოდე...

ირინა
5

ცხოველი!!!

ახალგაზრდას, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი 88 წლის ბებია რამდენჯერმე სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალგაზრდას, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი 88 წლის ბებია რამდენჯერმე სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 88 წლის ბებიის ცემაში ედება ბრალი და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.თბილისში, 2019 წლის 1 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას - ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართალი კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ(ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს